პარლამენტში შესაძლოა, ფინანსთა მინისტრი და საგამოძიებო სამსახურის უფროსი დაიბარონ

პარლამენტში შესაძლოა, ფინანსთა მინისტრი და საგამოძიებო სამსახურის უფროსი დაიბარონ

access_time2019-06-12 14:05:09

პარლამენტში შესაძლოა, ფინანსთა მინისტრი და საგამოძიებო სამსახურის უფროსი დაიბარონ. როგორც "ინტერპრესნიუსს" დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განუცხადა, ქვეყანაში კორუფციის მაღალი რისკები იკვეთება, რასაც ბოლოს დაკავებული სამი პირის საქმეც ადასტურებს, რომელსაც სახელმწიფო, 30 მლნ ლარის დღგ-ს აქტივის შექმნას ედავება.


დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, როდესაც ასეთ თანხაზეა საუბარი, მისი შექმნა მაღალჩინოსანთა ზედამხედველობის გარეშე ვერ ხდება. კობერიძის თქმით, შექმნილი სქემა აპრობირებული 1990- იანი წლებში იყო, რაც ქვეყანას მნიშვნელოვან ეკონომიკურ დარტყმებს აყენებს.


"როდესაც ქვეყანაში იწყება დღგ-ს ფაქტურების გაყალბება, ამის იქით ძალიან დიდი კატასტროფა შეიძლება იყოს. რაც ახლა მოხდა, რომ 30 მლნ შეიქმნა ჰაერიდან, აყენებს შესაბამისი სამსახურების მაღალი თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს. მათი ზედამხედველობის გარეშე, მსგავსი ტიპის ოპერაციის გაკეთება ერთ დღეში არ ხდება. 30 მლნ-ის დღგ-ს ფაქტურის გათეთრება ნიშნავს, რომ ჰაერიდან ხდება ფულის მოტანა, დაბეჭდვა და შემდგომში ეს ფული შედის რეალურ ბრუნვაში - რა ლარის კურსის გამყარებაზე და ეკონომიკურ ზრდაზე ვლაპარაკობთ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში ჰაერიდან ხდება ფულის გაჩენა. ვფიქრობ, ამ საკითხზე უნდა მოხდეს ფინანსთა მინისტრისა და საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოსმენა პარლამენტში. ის, რომ ძიება მიმდინარეობს, არაფერს ნიშნავს," - აღნიშნა ლევან კობერიძემ.



მისივე თქმით, ფინანსთა მინისტრისა და საგამოძიებო სამსახურის უფროსის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის საკითხზე დეპუტატებთან კონსულტაციები ექნება.


IPN






პარლამენტის წინ პოლიციამ სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები ისროლა

პარლამენტის წინ პოლიციამ სავარაუდოდ  ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები ისროლა
access_time2019-06-20 23:56:55
პარლამენტის წინ პოლიციელებმა გასროლა განახორვიელეს. სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები ისროლეს. დემონსტრანტები თანდათან იშლებიან. იქ მყოფები აცხადებენ, რომ სუნთქვა შეუძლებელია. მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები.

პარლამენტთან ვითარება კვლავ დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს

პარლამენტთან ვითარება კვლავ დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს
access_time2019-06-20 23:06:49
საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ცარიელი ბოთლები დაუშინეს. ამასთან, მათ რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს. ადგილზე დაძაბული ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს. ამასთან, ისმის შეძახილები „საქართველო, საქართველო“.

გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით

გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით
access_time2019-06-20 22:49:10
როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში განუცხადა. „ის, რაც ხდება, არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია. რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი. ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს სამართლიანი, თუმცა სახელწმიფო ინსტიტუტებზე შეტევა, ან შეტევისკენ მოწოდება, როგორც არ...

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან
access_time2019-06-20 22:20:57
არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირებისას არიან დაშავებულები. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულები არიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები. IPN

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი
access_time2019-06-20 22:09:04
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. შეიძლება იმ ხალხს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დგანან შეიძლება აქვთ სამართლიანი პროტესტი, მაგრამ მათ მოვუწოდებ დაემორჩილონ პოლიციას, რადგან ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი. მანამდე შსს-მ განცხადება გაავრცელა — შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის...


მსგავსი სიახლეები

up