პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ

access_time2020-02-20 09:55:42

საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ. ივანე მაჭავარიანი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს წარდგება.


როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, ფინანსთა მინისტრი საფინანსო სექტორში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილებს ყურადღებას. ასევე, კოვზანაძის თქმით, დეპუტატების მთავარი კითხვა იქნება, რამდენად ეფექტურად სრულდება 2020 წლის ბიუჯეტი.


კოვზანაძის განცხადებით, ივანე მაჭავარიანი ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრებს.


„სამთავრობო საათის“ ფორმატში ველოდებით ფინანსთა მინისტრს. ვფიქრობ, რომ იქნება საინტერესო და საქმიანი გამოსვლა. იქნება ყველა მიმართულებით საუბარი საფინანსო სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, ასევე დაგეგმილ ინიციატივებზე, მათ შორის საინვესტიციო ფონდების კანონპროექტზე, რომელიც ცოტა ხანში უნდა შემოვიდეს პარლამენტში“,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.



საპარლამენტო ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმს განაგრძობს და ფინანსთა მინისტრის გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში არ დაესწრება. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ფინანსთა მინისტრის საქმიანობას უარყოფითად აფასებს და ყურადღებას პროდუქტებზე გაზრდილ ფასებზე ამახვილებს.


„ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ნებისმიერი წევრი, საერთოდ არ ინტერესდება ხალხის პრობლემებით, რადგან მათ არათუ არ შეუძლიათ ხალხის პრობლემების გადაჭრა, არამედ არც აინტერესებთ, რამდენად გაურთულა „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს ცხოვრება, რამდენად გაძვირდა ცხოვრება. ადამიანები ვერ შესულან მაღაზიასა და აფთიაქებში. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანებთან დიალოგსაც აზრი არ აქვს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.


შეგახსენებთ, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტმა „მინისტრის საათის“ ფორმატში უკვე მოუსმინა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up