ბიზნესი მომხმარებელს კარგავს - გადამზიდავები განბაჟების მინიმალური ზღვარის 300 დან 500 ლარამდე გაზრდას ითხოვენ

ბიზნესი მომხმარებელს კარგავს - გადამზიდავები განბაჟების მინიმალური ზღვარის 300 დან 500 ლარამდე გაზრდას ითხოვენ

access_time2018-04-24 09:00:00

ქვეყანაში გადამზიდავი კომპანიებისთვის კვლავ დიდ გამოწვევად და უმნიშვნელოვანეს პრობლემად განბაჟების 300–ლარიანი ზღვარი რჩება. კომპანიების განცხადებით ამ მიმართულებით სახელმწიფო კვლავ დუმილს ამჯობინებს, ხოლო ბიზნესი კი მომხმარებელს კარგავს.


„კომერსანტი“ აღნიშნულ თემაზე გასულ კვირას წერდა. როგორც გაირკვა, ამ მიმართულებით წინა წლების მსგავსად ახალი კვლავ არაფერია.


„ქართული ოცნების“ დეპუტატის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, ამ ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთგავროვანი დამოკიდებულებაა ამიტომ, ყველა რისკი წინასწარ უნდა შეფასდეს და პოზიციები შეჯერდეს, ხოლო კანონპროექტის ინიციატორებმა პარლამენტს ახალი ინიციატივის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.


„ინფორმაცია ამ კონკრეტულ საკითხზე დეტალურად არ მაქვს, კერძოდ ინიციატივის ავტორებმა კონკრეტულად უნდა წარმოადგინონ ბიუჯეტში დამატებითი ღირებულების გადასახადის შედინება რამდენად შემცირდება.


თუ ეს ციფრი ძალიან დიდი იქნება, მაშინ დასაფიქრებელია, ხოლო თუ უმნიშვნელო მაშინ თანამშრომლობა შესაძლებელია. შედეგები წინასწარ უნდა იყოს გათვლილი.


ვინც ალტერნატივას გვთავაზობს მათ ზუსტად უნდა ჰქონდეთ გათვლილი თუ რამდენი დაუჯდება ეს ინიციატივა სახელმწიფო ბიუჯეტს“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.


რაც შეეხება ინიციატივის ავტორ ოპოზიციურ პარტია „ევროპულ საქართველოს“, როგორც მისი წევრი ირაკლი აბესაძ აცხადებს, აღნიშნულ პარლამეტში საკითხი არ გააქტიურებულა.



„საკითხი რაც გადამზიდავ კომპანიებს უკავშირდება ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის ნაწილია, რომელიც საგადასახადო კოდექსში მთელი რიგი შეღავათების შემოტანას უკავშირდება. განსაკუთრებით კი ეს მცირე ბიზნესს ეხება“, - აღნიშნა აბესაძემ.


პარლამენტარის თქმით, აღნიშნული ინიციატივის მიმართ მმართველი პარტიის მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულებაა და ამის მიზეზი მხოლოდ პოლიტიკურია.


„მმართველმა პარტიამ ინიციატივა მხოლოდ იმიტომ არ მოიწონა, რომ ეს ოპოზიციამ წარმოადგინა. ჩვენ ნებისმიერ ინიციატივას მივესალმებით, რომელიც მეწარმეებზე საგადასახადო ტვირთვის შემცირებას უკავშირდება. მაგრამ იმ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში რაშიც საზოგადოებაა უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო“, - განაცხადა აბესაძემ.


„ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, სამომავლოდ აღნიშნული ინიციატივა დღის წესრიგში კვლავ დადგება.



საპარლამენტო უმცირესობამ მიმდინარე წლის თებერვალში პარლამენტში კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც საფოსტო გზავნილებში განბაჟების მინიმალური ზღვარი დღეს არსებული 300 ლარიდან 500 ლარამდე უნდა გაიზარდოს.


ლარის გაუფასურებამ ინტერნეტმოვაჭრეები მნიშვნელოვნად დააზარალა, რადგანაც მაგალითად, 2012 წელს შესაძლებელი იყო $180 დოლარიანი ამანათის გამოწერა ისე, რომ მას 18%-იანი დამატებითი ღირებულების გადასახადი არ გადაეხადა.


დღეისთვის კი მხოლოდ $120 დოლარის ამანათის გამოწერაა შესაძლებელი ისე, რომ მასზე დამატებითი ღირებულების გადასახადი არ გავრცელდეს. განბაჟების ლიმიტის 500 ლარამდე გაზრდის შემთხვევაში მოქალაქეებს დაახლოებით $200 დოლარის ამანათების დღგ-ს გარეშე გამოწერა შეეძლებათ.


აღნიშნულ საკითხს დღის წესრიგში ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები გასულ წლებში აყენებდნენ, თუმცა უშედეგოდ.


განბაჟების 300 ლარიანი ლიმიტი 2009 წლის 10 აგვისტოს დადგინდა, იქამდე 2007-2009 წლებში საფოსტო გზავნილების განბაჟების 1500 ლარიანი ლიმიტი მოქმედებდა.


მაშინ მთავრობა აცხადებდა, რომ 1500-ლარიანი ლიმიტი არაკეთილსინდისიერ ბიზნესს უწყობდა ხელს, რომ პირები 1500 ლარის ფარგლებში იწერდნენ სხვადასხვა პროდუქციას, არ იბეგრებოდნენ და შემდეგ საქონელს, ადგილობრივ ბაზართან შედარებით, ნაკლებ ფასში ყიდდნენ, რითაც დარეგისტრირებულ კეთილსინდისიერ გადამხდელებს არათანაბარ პირობებში აყენებდნენ. ამიტომ ლიმიტი 300 ლარამდე შემცირდა.


ავტორი: ლიკა გურაბანიძე




დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...

ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება
access_time2020-07-08 20:00:35
ევროპამ კორონავირუსის პანდემია დაძლია, კარანტინი მოხსნა და საზღვრების გახსნისთვის ემზადება.მიზანია ნორმალური ცხოვრების აღდგენა და გაჩერებული ეკონომიკის ამოქმედება. ჩამოშლის სტადია შეჩერებულია, ეკონომიკური აქტიურობა აღდგენას იწყებს, თუმცა ეკონომისტები ფულის თვლას იწყებენ იმაზე, თუ ასწლეულის უმსხვილესი კრიზისიდან გამოსვლისთვის  რა თანხები იქნება საჭირო. ოპტიმისტები  რამდენიმე მიზეზის გამო უმცირესობაში...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...


მსგავსი სიახლეები

up