პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით ხვალ მოუსმენენ

პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით ხვალ მოუსმენენ

access_time2020-09-17 14:00:07

ხვალ პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში ნათია თურნავა ინტერპელაციის წესით წარსდგება.

ეკონომიკის მინისტრი პარლამენტში „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა, შესაბამისად, ისინი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე დასწრებას გეგმავენ.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატები ინტერპელაციის წესით დაბარებულ მინისტრს შემდეგი შეკითხვებით მიმართავენ:

„ეკონომიკის მკვეთრი შემცირების პირობებში, რაც სახეზეა ბოლო თვეების განმავლობაში, ფიქრობთ თუ არა, რომ აუცილებელია შემცირდეს საშემოსავლო გადასახადი, ნავთობპროდუქტებზე აქციზის ოდენობა, განულდეს 2020 წლის ქონების გადასახადი ეკონომიკის ყველა სექტორისთვის და შეიცვალოს დღგ-ს დაბეგვრის წესი?

პანდემიის პირობებში, როდესაც სახელმწიფო ვალი რადიკალურად იზრდება და სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში უარესდება, ფიქრობთ თუ არა, რომ სასწრაფოდ შესამცირებელია ბიუროკრატიული ხარჯები და არაეფექტური სახელმწიფო პროგრამები?

რატომ ეთქვა უარი აგვისტოსა და სექტემბერში 16 ტურისტულ ჩარტერულ რეისს ლიეტუვიდან და ესტონეთიდან, ისევე, როგორც სხვა ტურისტულ ჩარტერებს საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან?


რით არის განპირობებული საქართველოს მოქალაქეების იძულებით კარანტინში მოთავსება მაშინაც კი, თუკი ისინი ქვეყანაში ბრუნდებიან საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან, მაშინ როცა ამ ქვეყნების მოქალაქეებს მსგავსი კარანტინის გავლა არ მოეთხოვებათ?

რით არის განპირობებული ის, რომ საქართველოს მთავრობას უსაფრთხო ქვეყნების სიაში არ შეჰყავს საბერძნეთი, პოლონეთი და სხვა ქვეყნები, რომელთა მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებული ეპიდემიოლოგიური სურათი მნიშვნელოვნად უკეთესია უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანილ ქვეყნებთან შედარებით?

რით არის გამოწვეული უსაფრთხო ქვეყნებში რეგულარული ფრენების, მათ შორის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ფრენაზე ნებართვაზე უარის თქმა, როცა მსგავსი ავიაკომპანიები ამატებენ ახალ რეისებს კარგი ეპიდსიტუაციის მქონე ქვეყნებში, მაგალითად ბალტიის ქვეყნებში?“, – აღნიშნულია მიმართვის დოკუმენტში.


1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up