ბრექსითის მარცხის შემდეგ ბორის ჯონსონი ვადამდელი არჩევნების დანიშვნას გეგმავს

ბრექსითის მარცხის შემდეგ ბორის ჯონსონი ვადამდელი არჩევნების დანიშვნას გეგმავს

access_time2019-09-04 20:15:10

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა პარლამენტში მარცხი განიცადა. 328 ხმით 301-ის წინააღმდეგ კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას ხელს შეუშლის.


ამის პასუხად ჯონსონმა თქვა, რომ ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს. კანონპროექტს მხარი ჯონსონის კონსერვატიული პარტიის 21-მა წევრმა დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ მათ პარტიიდან გარიცხვით დაემუქრნენ. მათ შორის არის უინსტონ ჩერჩილის შვილიშვილი ნიკოლას სომსი და ყოფილი ფინანსთან მინისტრები ფილიპ ჰამონდი და კენეთ კლარკი.


დღეს პარლამენტში კენჭს უყრიან კანონს, რომელიც ჯონსონს აიძულებს ევროკავშირს ბრექსითის ვადის გადაწევა სთხოვოს. თუ ვადის გადაწევა მესამედ მოხდა, ბრექსითის ახალი თარიღი 31 იანვარი იქნება, თუ ამ პერიოდში პარლამენტი ახალ შეთანხმებას არ დაუჭერს მხარს.


დღესვე ჯონსონის მთავრობა ვადამდელი არჩევნების დანიშვნას წამოაყენებს, რომელიც, სავარაუდოდ 14 ოქტომბერს ჩატარდება. მათ პარლამენტის 2/3-ის მხარდაჭერა დასჭირდებათ.


მე არ მსურს არჩევნები, მაგრამ თუ პარლამენტარები ხვალ მხარს დაუჭერენ მოლაპარაკებების შეწყვეტას და ბრექსითის კიდევ ერთ, არაფრისმომტან გადავადებას, ეს ერთადერთი გზა იქნება ამ პრობლემის გადასაჭრელად. თქვა ჯონსონმა კენჭისყრის შემდეგ.


შეგახსენებთ, რომ გუშინ ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის წევრებს ულტიმატუმი წაუყენა. ჯონსონის თქმით კონსერვატორების ნაწილი, რომელთაც შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან გასვლა არ სურთ და ამისათვის პარლამენტში კანონის გატანას ცდილობენ, ბრექსითის მომლაპარაკებლებს ხელს უშლიან.



თუ რაიმე აფერხებს მოლაპრაკებებს ესაა შეგრძნება ბრიუსელში, რომ პარლამენტარებმა შესაძლოა იპოვონ გზა რეფერენდუმის შედეგების გასაუქმებლად... თუ ისინი ამას გააკეთებენ ბრიტანეთის პოზიციას ფეხებს მოკვეთენ და შემდგომ მოლაპარაკებებს შეუძლებელს გახდიან.მინდა ყველამ იცოდეს - არავითარ შემთხვევაში არ ვთხოვ ბრიუსელს გადადებას. ჩვენ გავდივართ 31 ოქტომბერს, არავითარი არა ან მაგრამ. ჩვენ არ შევეგუებით დაპირებების უკან წაღები და რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მცდელობებს. თქვა ჯონსონმა.



ჯონსონმა თქვა, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არ სურს, თუმცა ბრექსითი 31 ოქტომბერს აუცილებლად უნდა მოხდეს და თუ ამას რაიმე საფრთხე შეექმნება 14 ოქტომბერს არჩევნებს დანიშნავს. კონსერვატიულ პარტიაში კი თქვეს, რომ არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში წევრები, რომლებიც 31 ოქტომბერს ბრექსითის დაბლოკვას შეეცდებიან პარტიის სიაში არ იქნებიან.



გასულ კვირას დიდი შვიდეულის სამიტზე პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა საფრანგეთში გამართულ დიდი შვიდეულის შეხვედრაზე თქვა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის შედეგებს მარტივად გაუმკლავდება. მან ასევე თქვა, რომ შეთანხმების გარეშე გასვლა ევროკავშირის ლიდერების სიჯიუტის ბრალი იქნება.მისი თქმით მზადება მიმდინარეობს როგორც ახალი შეთანხმების მიღწევაზე, ასევე, შეთანხმების გარეშე გასვლისათვის.



ჯონსონმა ევროკავშირს მიმართა და თქვა, რომ ირლანდიასთან მყარი საზღვრის ასარიდებლად შემუშავებული მექანიზმი, ე.წ. ბექსტოპი ბრექსითის შეთანხმებიდან უნდა გამოირიცხოს.



წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯონსონის თქმით, შეთანხმება ვერ შედგება და დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გავა.



ბექსტოპის მექანიზმით ირლანდიასთან მყარი საზღვრის ასარიდებლად გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში, თუმცა, ბრიტანეთი ვერდატოვებდა ევროკავშირის საბაჟო კავშირს მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლიდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან მყარი საზღვრის დადგენის საშიშროება არ იქნებოდა. ბრიტანეთი ასევე დათანხმდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან ევროკავშირს უფრო ღრმა საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა, რაც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.



ბექსტოპის საკითხი ტერეზა მეის შეთანხმების მთავარ წინააღმდეგობად იქცა, რის შედეგადაც პარლამენტმა მის მიერ შეთავაზებული გეგმა სამჯერ ჩააგდო და, საბოლოოდ, მეიმ პოსტი დატოვა.


ტაბულა


თეგები:
ბრექსითი



ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-05-27 18:00:17
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული  ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588  ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“
access_time2020-05-27 20:30:34
გერმანიაში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ გრენელის ინფორმაციით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება იგეგმება. რიჩარდ გრენელის თქმით, ამ ნაბიჯს მხარს რესპუბლიკელები და დემოკრატები უჭერენ. ელჩს არ დაუკონკრეტებია, რა სახის სანქციების განხილვა მიმდინარეობს კონგრესში, თუმცა როგორც გერმანული მედია იუწყება, სავარაუდოდ საუბარია შეზღუდვების დაწესებაზე იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ამ გაზსადენით რუსულ ბუნებრივ აირს...

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას
access_time2020-05-27 18:55:44
პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისული საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს ამ დრომდე პასუხობს. „კომერსანტი“ გთავაზობთ იმ კითხვა-პასუხების ნაწილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში  დაისვა და მთავრობის მეთაურის მიერ  პასუხებიც გაეცა. ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის...

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს
access_time2020-05-27 18:09:22
„520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, 520-ე დადგენილებაში შეიძლება გარკვეული რაღაც ცვლილებები შევიდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა საკუთარ გამოსვლაშ ყურადღება...

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-05-27 19:30:30
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 27 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ...


მსგავსი სიახლეები

up