ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ პარლამენტს  საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინა

access_time2019-09-21 12:27:17

მთავრობამ პარლამენტს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები წარუდგინა.

 

აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება 23 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე იგეგმება.

 

კანონპროექტით გათვალისწინებულია ტექნოლოგიური ინსტიტუტისთვის სახელის ცვლილება და იგეგმება მისი ჩამოყალიბება, როგორც სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.საკანონმდებლო ინიციატივაში საუბარია უნივერსიტეტის მიზნებზეც და ნათქვამია, რომ მიზნებია: საქართველოში განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციის ეფექტიანი მოდელის არსებობის უზრუნველსაყოფად თანამედროვე სამეცნიერო თეორიული და ექსპერიმენტული ბაზის შექმნა; უმაღლესი განათლებისა და დარგთაშორისი სასწავლო-კვლევითი პროგრამების განვითარება; მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებისა და ინოვაციური ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.

 

რაც შეეხება უნივერსიტეტის საქმიანობის სფეროებს, პროექტში აღნიშნულია, რომ სფეროებს განეკუთვნება: კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების საფუძველზე მრავალპროფილური, მრავალმეთოდური, დარგთაშორისი სამეცნიერო კვლევების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, კვლევების შედეგების მედიცინასა და მეცნიერების სხვა დარგებში დანერგვა, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, კომპიუტერული მეცნიერებისა და საინჟინრო სპეციალობებით კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება და მათთვის შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება.

 

ამასთან, პროექტში მითითებულია უნივერსიტეტის ფუნქციებიც, მათ შორის: ადრონული თერაპიის მეთოდის გარშემო სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა; უნივერსიტეტის პროფილური მიმართულებიდან გამომდინარე ფუნდამენტური კვლევების მიმართულებების განსაზღვრა და საერთაშორისო აღიარების მოპოვება; სტუდენტების ხელშეწყობა პიროვნული პოტენციალის რეალიზებაში, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებასა და თანამედროვე მოთხოვნათა შესატყვისი კომპეტენციების მიღებაში;


ასევე, მკვლევართა მომზადება და მათთვის თანამედროვე სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევების განხორციელების პირობების შექმნა; განათლებისა და მეცნიერების ხარისხის უწყვეტი ამაღლებისთვის პირობების შექმნა; სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი განათლების შემდგომი კვლევითი პროგრამების განხორციელება;

ასევე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა და დონორ ორგანიზაციებთან კოორდინირებული საქმიანობის წარმოება; დარგობრივი და დარგთაშორისი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და სამეცნიერო კვლევების ახალი მიმართულებების განსაზღვრა;

 

საკანონმდებლო პაკეტით განსაზღვრულია უნივერსიტეტის მართვის ორგანოებიც. პროექტით, უნივერსიტეტის მართვის ორგანოებად დასახელებულია: აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო და სამეცნიერო საბჭო.  აღმასრულებელი დირექტორი ვალდებული იქნება, წელიწადში ერთხელ, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ანგარიში უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე.

 

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტში საუბარია უნივერსიტეტის დაფინანსებაზეც და ნათქვამია, რომ დაფინანსების წყაროებია: სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი; გრანტები; შემოწირულებები; საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს 2020 წლის სექტემბერში მიიღებს.  ფონდი „ქართუსა“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართა.  ქუთაისისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს. როგორც პრეზენტაციაზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა,  ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული ამაჩქარებლის პროექტისთვის გათვალისწინებულია ჯამურად მილიარდი ევროს გაღება.

 

ბიძინა ივანიშვილმა 18 სექტემბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება სახელწოდებით – „ადგილი, სადაც ნიჭი და შესაძლებლობები რეალიზდება“. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ფონდი „ქართუ” დარჩება მხოლოდ კერძო დამფინანსებლად და არა მესაკუთრედ საუნივერსიტეტო კომპლექსისა, რომელიც ვინმეს საკუთრება კი არ იქნება, არამედ იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი და მთელი ქვეყნის საკუთრება“.


1 არხი





BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up