პარლამენტს ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის ინიციატივით მიმართეს

პარლამენტს ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის ინიციატივით მიმართეს

access_time2022-02-01 17:00:00

პარლამენტს დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს - ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის ინიციატივით მიმართეს. ინიციატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო, მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრები თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი.


ინიციატივის ავტორების განმარტებით, სააგენტოს შექმნა ხელს შეუწყობს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიან და კოორდინირებულ ბრძოლას და საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციას.


დოკუმენტის თანახმად, სააგენტოს თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტი აირჩევს 5 წლის ვადით. თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება. სააგენტო საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს.


სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენცია, თანამდებობის პირების მიერ საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების შესრულების კონტროლი, კორუფციული დანაშაულების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კონტროლი.


სააგენტო უფლებამოსილი იქნება, შეამოწმოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულება და მოამზადოს და გამოაქვეყნოს დასკვნები; თავიდან აიცილოს, გამოავლინოს, გამოიძიოს და აღკვეთოს თავის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულები; ქონებრივი დეკლარაციების შევსებისას პირებს გაუწიოს რეკომენდაცია; შეამოწმოს დეკლარაციები და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები; პირის თანამდებობასთან შეუთავსებლობის დადგენის შემთხვევაში, შესაბამის ორგანოს მისი გათავისუფლების რეკომენდაციით მიმართოს; თვალყური ადევნოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსურ საქმიანობას; დაიცვას კორუფციულ დანაშაულთა მამხილებლები; მოამზადოს თემატური საკანონმდებლო წინადადებები და გააუმჯობესოს საჯარო უწყებების საქმიანობა საჯარო მოხელეთა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით; აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება განახლებაში; უზრუნველყოს საქართველოს ხელისუფლების ორგანოების თანამშრომლობა საერთაშორისო ანტიკორუფციულ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებების შესასრულებლად.



სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს, სააგენტოს გამომძიებელს და ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ თანამშრომელს უფლება ექნებათ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენონ ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი.


ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოსაძიებელ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას, აგრეთვე სისხლისსამართლებრივ დევნას განახორციელებს და სახელმწიფო ბრალდებას მხარს დაუჭერს საქართველოს გენერალური პროკურატურა.


ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს სტრუქტურა და საშტატო ნუსხა დაახლოებით ასე ჩამოყალიბდება:


ხელმძღვანელობა (ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები) – 3 საშტატო ერთეული;
- დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტი - 10 საშტატო ერთეული;
- პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი - 10 საშტატო ერთეული;
- საგამოძიებო დეპარტამენტი - 75 საშტატო ერთეული;
- ადმინისტრაციული დეპარტამენტი - 13 საშტატო ერთეული;
- იურიდიული დეპარტამენტი - 4 საშტატო ერთეული;
- საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი - 7 საშტატო ერთეული;
- ეკონომიკური დეპარტამენტი - 5 საშტატო ერთეული;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი - 4 საშტატო ერთეული;
- გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) – 3 საშტატო ერთეული;
- სულ - 130 საშტატო ერთეული.


საგამოძიებო დეპარტამენტში თანამშრომელთა მაღალი რაოდენობა გამოწვეულია იმით, რომ კორუფციასთან ბრძოლის დიდი ნაწილი კორუფციული დანაშაულების გამოძიებაზე მოდის და შესაბამისად, სტრუქტურა საჭიროებს ძლიერ საგამოძიებო მიმართულებას,- წერია განმარტებით ბარათებში.


ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს ერთჯერადად გასაწევი და ყოველწლიური ხარჯები:


- ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავისი ფუნქცია-მოვალეობის შესრულების უზრუნველსაყოფად ერთჯერადად გასაწევი ხარჯი იქნება დაახლოებით 2 130 000 ლარი;
- ოპერირებისთვის საჭირო წლიური ჯამური ხარჯი - დაახლოებით 7 215 000 ლარი.


წყარო: business-partner.ge

თეგები:
ინიციატივა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up