პარლამენტმა შესაძლოა დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კანონპროექტი მიმდინარე წელს მიიღოს

პარლამენტმა შესაძლოა დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კანონპროექტი მიმდინარე წელს მიიღოს

access_time2017-02-16 13:30:21

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძისა და მსოფლო ბანკის წარმომადგენლების შეხვედრაზე ის რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი განიხილეს, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და ეროვნული ბანკი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გეგმავს.

 

 

შეხვედრაზე დეტალურად მიმოიხილეს ყველა შინაარსობრივი და ტექნიკური სიახლე, რასაც კანონპროექტები ითვალისწინებენ.

 

 

მხარეებმა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის სააგენტოს ჩამოყალიბების იდეის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია თუ რა კონსტრუქციით ჩამოყალიბდება სააგენტო.

 


 

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორი კონსტრუქციით ჩამოყალიბდება ეს სააგენტო. როგორ დაკომპლექტდება მისი სამეთვალყურეო საბჭო, როგორი იქნება მისი კომპოზიცია და შემადგენლობა. მსჯელობა გვქონდა თუ როგორი იქნება ფონდი, სად განთავსდება და როგორი იქმნება მისი მართვა. რა შემადგენლობით იქნება კომერციულ ბანკებისგან წამოსული ანარიცხები. რა მოცულობის თანხები იქნება დაზღვეული. რა რაოდენობის დეპოზიტარები იქნებიან დაზღვეული. კანონპროექტი ამას ყველაფერს განსაზღვრავს და ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს კანონპროექტი ამ წლის განმავლობაში მივიღოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული საფინანსო სექტორის მდგრადობისათვის,"-განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.

 

 

შეხვედრაზე საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული ის სისტემები და სქემები განიხილეს, რომელთა მიხედვითაც კანონპროექტი დამუშავდება. ასევე ისაუბრეს არასაბანკო დაწესებულებების რეგულირების თემაზე. მსგავსი ტიპის დაწესებულებების მიერ თანხების მოზიდვის, მათი რეგულირების თაობაზე მოსაზრებები გამოითქვა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად საკრედიტო ბიუროსთან დაკავშირებული კანონპროექტი და დაზღვევის ზედამხედველობის შესახებ კანონპროექტში ცვლილებების შეტანის საკითხიც განიხილა.

 

 

„საკმაოდ საინტერესო და დატვირთული შეხვედრა იყო. საუბარი იყო პრაქტიკულ თემებზე. ჯგუფი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო და ეს კონკრეტული თემები, სწორედ ის თემებია, რომლებიც ქართული საფინანსო სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს,"- განაცხადა შეხვედრის დასრულების შესახებ ირაკლი კოვზანაძემ.

 

 

 

 



მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up