სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედება პარლამენტმა მეოთხედ გადაავადა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედება პარლამენტმა მეოთხედ გადაავადა

access_time2019-07-03 16:05:08

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედება მეოთხედ გადაავადა.


აღნიშნულ საკითხზე განცხადებას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ავრცელებს:


2019 წლის 28 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა, მამუკა მდინარაძის, დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, რატი იონათამიშვილისა და გოგა გულორდავას მიერ ინიცირებულ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა, რის შედეგადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედება კიდევ ერთხელ, მეოთხედ, გადაიდო - ამჯერად, 2019 წლის 1 ნოემბრამდე. როგორც კანონის მიღებამდე განვითარებული პროცესების, სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოსალოდნელი იყო, გადავადების მიზეზია იმ ფინანსური სახსრების არარსებობა, რომელიც, თითქმის 1 წლის მანძილზე საქართველოს მთავრობამ არ გახადა ხელმისაწვდომი სამსახურის ლოჯისტიკური და კადრებით უზრუნველყოფისათვის.


კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველი, 2018 წლის 21 ივლისიდან („სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებიდან) დღემდე, მუდმივად და თანმიმდევრულად უსაბუთებენ და ახსენებენ პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის დროულად და ეფექტიანად ამოქმედების მნიშვნელობას.


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დროულად და ეფექტიანად ამოქმედების უპირობო აუცილებლობა კიდევ უფრო მწვავედ გახდა ნათელი 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეების მიმართ, აქციის მიმდინარეობისას, დაკავებისას (დაკავებული იყო 305 ადამიანი) და დაკავების შემდგომ სამართალდამცავების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების ფონზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიება საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - იმ მუხლით, რომელზეც, ფინანსური სახსრების გამოყოფისა და დროულად ამოქმედების პირობებში, გავრცელდებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილება.



სწორედ, საზოგადოებაში არსებული უნდობლობისა და სამართალდამცავთა დაუსჯელობის გამო, ითხოვს არასამთავრობო სექტორი, წლების განმავლობაში მექანიზმის შექმნას. მხოლოდ ჩვენი შიდა სტატისტიკით, 2017-2019 წლებში 50-ზე მეტი არასათანადო შემთხვევა დაფიქსირდა და შესაბამისი მოთხოვნა გაიგზავნა პროკურატურაში. თუმცა, ამ დრომდე, არც ერთი პირის მიმართ არ დამდგარა განაჩენი.


კოალიცია საგანგაშოდ აფასებს, საქართველოს მთავრობის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობას, რაც გახდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედების მეოთხედ გადავადების საფუძველი.


ამასთანავე, დროულად ამოქმედების მოთხოვნასთან ერთად, საზოგადოებას, საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვახსენებთ იმ ხარვეზებს, რომელიც არსებობს სახელმწიფო ინსპექტორის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოდელში:


სამსახურის მანდატი - მოქმედი კანონი ინსპექტორის მანდატიდან სრულად გამორიცხავს გამოძიების კომპეტენციას ისეთ დანაშაულებზე, რომელიც შესაძლოა ჩადენილი იყოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ. 20 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ცხადყო, რამდენად დაუსაბუთებელი და ალოგიკურია იმ პირების მანდატიდან გამორიცხვა, რომელთა ხელში ყველაზე მეტი ძალაუფლება არის კონცენტრირებული და შესაბამისად, მაღალია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, გამოძიებაზე ზემოქმედების რისკები.


სამსახურის კომპეტენცია - მოქმედი კანონმდებლობით, სისხლისსამართლებრივი დევნა კვლავ პროკურატურის უფლებამოსილებაა, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოპერაციულ დამოუკიდებლობას მნიშვნელოვნად ასუსტებს. აუცილებელია, რომ სამსახური, სულ მცირე, საპროკურორო ზედამხედველობის გარეშე წარმართავდეს გამოძიებას.


დანაშაულთა წრე, რომელსაც იძიებს სამსახური - აუცილებელია გაფართოვდეს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებას დაქვემდებარებულ დანაშაულთა წრე და ამოღებულ იქნეს კანონპროქტიდან ის სპეციალური დათქმები, რომელთა გარეშეც საქმე ვერ მოექცევა ახალი უწყების საგამოძიებო ქვემდებარეობაში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საქმის არასწორად კვალიფიკაციის ეჭვი, უპირატესი იურისდიქცია ავტომატურად ჰქონდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.





გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა
access_time2019-12-11 19:30:09
“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა...

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს
access_time2019-12-11 17:30:09
2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით...

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“
access_time2019-12-11 16:20:50
„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა. “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს....

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს
access_time2019-12-11 15:12:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს...

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს
access_time2019-12-11 18:30:41
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. კანონმა ლიცენზიის სახეობა გააუქმა, სახელმწიფომ კანონის მოთხოვნამდე წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობა არ ცნო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დღეს უპირობოდ იქნა...


მსგავსი სიახლეები

up