სამშენებლო დარღვევების ამნისტია და რეგულაციების გამკაცრება – ცვლილებების პროექტი განხილვის პროცესშია

სამშენებლო დარღვევების ამნისტია და რეგულაციების გამკაცრება – ცვლილებების პროექტი განხილვის პროცესშია

access_time2021-06-11 15:52:01

პარლამენტმა პირველი მოსმენით ცვლილებათა პაკეტი განიხილა, რომელიც როგორც  სამშენებლო ამინისტიას, ასევე მკაცრ რეგულაციებს ეხება.  „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი სანებართვო პირობების დარღვევით მშენებელობის ექსპლუატაციაში მიღების დროებით წესს ითვალისწინებს, რისთვისაც აუცილელებელი პირობაა, რომ გაცემული იყოს მშენებლობის  ნებართვა და ობიექტი დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის  დეტალურ არეალში იყოს მოქცეული.



„ქართული ოცნების“ დეპუტატმა  ბექა  დავითულიანმა პლენალურ  სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისი  ბოლო 30  წლის განმავლობაში განუკითხავი მშენებლობებით დაზარალდა, მისივე  თქმით  „საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებებით კი,  ეს პრობლემა უნდა დარეგულირდეს.

მისი განმარტებით, სამშენებლო ამინისტია ეხება ისეთ მშენებლობებს, რომლებსაც აქვთ ისეთი დარღვევები, რომლებიც უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე გავლენას არ ახდენს. დავითულიანის  შეფასებით ცვლილებები არა დეველოპერებს არამედ მოქალაქეებს  დაეხმარება, რადგან დეველოპერები წინასწარ ყიდიან ბინებს და პრობლემები ფართის მფლობელებს  რჩებათ. სამშენებლო  ამინისტია ისტორიულ არეალს არ ეხება.



„ვერ გავექცევით მოცემულობას, დეველოპერები აშენებენ, წინასწარი ყიდიან სახელბს და მერე 90% ისე გადის, რომ მოქალაქეებს  კონკრეტული პრობლემები რჩებათ. ცოლო დეველოპერებს საერთოდ  აღარ აინტერესებთ იმ სახლს ექსპლუატაციაში მივიღებთ თუ არა. ჩვენ ახლა ამნისტიას ვუკეთებთ მოქალაქეების პრობლემას და არა დეველოპერებს რა თქმა უნდა არსებობენ ძალიან არაკეთილსინდისიერი დეველოპერები, რომლებმაც აგვიშენეს სპორტის სასახლის უკან, აგრეთვე პირველი სკოლის უკან კორპუსი. მათ შორის არსებობენ წესიერი დეველოპერები, რომლებსაც გვინდა არ გვინდა, აქვთ გარკვეული დარღვევები. ამნისტია უნებართვო მშენებლობებს არ შეეხება“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.



დავითულიანმა “სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც უნებართვო მშენებლობებზე მკაცრი რეგულაციები დაწესდება.



“სისხლის სამართლის დანაშაულად გვინდა ვაქციოთ მშენებლობის შეჩრებაზე უარის თქმა. 15 000 ლარიანი ჯარიმა 1000 კვადრატის გადაჭარბებას ვერ შველის, ეს ჩვენ ვიცით. ამიტომ შეჩერებაზე რომ გამოვუწერთ და არ გაჩერდება, იმიტომ, რომ 15 000 ლარად 1000 კვადრატს ამატებს, დავაკავებთ, იმიტომ, რომ ამ ქალაქის ეს ქაოტური განაშენიანება შევაჩეროთ. ამ ქალაქის ქაოტური განაშენიანება მთავარი პრობლემაა, ხომ არ გგონიათ, რადგან სახელისუფლებლო გუნდს წარმოვადგენ, ამ ქალაქს რამე მირჩევნია?  მოცემულობას უბრალოდ ვერ შევცვლით და ადამიანებს ვერ გამოვყრით უკვე ნაყიდი სახლებიდან, დეველოპერებს პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვთ. აქ უნდა გავყინოთ ეს სურათი და ვთქვათ, ამის შემდეგ ვინც მსგავსს ჩაიდენს, ციხეში წახვალთ და გაჩერდით. მართლა საზოგადოების სახეა ქალაქი და მისი არქიტექტურა. დღეს ჩვენი სახე მახინჯია, რომელიც უნდა გავყინოთ და გამოვასწოროთ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა პლენარულ სხდომაზე.



ამნისტია შეეხება ისეთ ობიექტებს, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით იქნება დასრულებული.

კანონპროექტით, ობიექტებს ექსპლუატაციაში მიიღებენ შემდეგი დარღვევების მიუხედავად:

შეთანხმებული არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნა/პარამეტრები არ არის გათვალისწინებული;

დარღვეულია K1, K2 ან/და K3 გათვალისწინებული პარამეტრები;

დარღვეულია ფუნქციური ზონირება - მაგალითად ობიექტი აშენებულია იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც ფუნქციური ზონირების მიხედვით არ შეიძლებოდა ამ ობიექტის მშენებლობა;



შეუსაბამო მიწის ნაკვეთი - მაგალითად ობიექტი აშენდა გარკვეულ ფართზე (მაგალითად 1000 კვ.მ.), თუმცა მისი მშენებლობის შემდეგ, მოხდა ამ მიწის ნაკვეთის ნაწილის გასხვისება, ვთქვათ 400 კვ.მ.-ის. ამ პროცესით კი დარჩენილი ფართი (600 კვ.მ.) შესაძლებელია აღმოჩნდეს შეუსაბამო მიწის ნაკვეთი ამ უკვე განხორციელებული მშენებლობისათვის.

ამასთანავე, თუ ნებართვა აღებული იყო რამდენიმე ბლოკის მშენებლობისათვის, მაგრამ დასრულებული იქნება მხოლოდ რომელიმე ბლოკი, ექსპლუატაციას დაექვემდებარება ეს დასრულებული ბლოკიც.


კანონპროექტის  განმარტებით  ბარათში  ნათქვამია, რომ თუ პირს დამთავრებული აქვს მშენებლობა, თუმცა დარჩენილია მხოლოდ ობიექტის შიდა გეგმარების ან მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის განმახორციელებელ პირს აქვს სურვილი, რომ დაასრულოს ეს სამუშაოებიც/ან მისი ნაწილი, იგი ვერ განახორციელებს ამ ქმედებებს, იქიდან გამომდინარე, რომ მშენებლობის ნებართვას უკვე გასული აქვს მოქმედების ვადა.


გარდა  ამისა მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება არ გავრცელდება მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობაზე, აგრეთვე  „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უძრავ ძეგლზე.

კანონპროექტი სანებართვო პირობების დარღვევის/ან შეუსრულებლობის გამო დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერასაც ითვალისწინებს, რომელიც 2 000 ლარიდან 50 000 ლარამდეა. აღნიშნული დანაწესი არ გავრცელდება მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მომატებისათვის დაწესებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევებზე.



რაც შეეხება რეგულაციების გამკაცრების საკითხს, კანონპროექტის თანახმად, აკრძალული იქნება ობიექტის ფუნქციონირება, სანამ არ მოხდება მისი ექსპლუატაციაში მიღების შესახებ შესაბამისი აქტის გამოცება. ანუ ექსპლუატაციაში მიღებამდე დაუშვებელი იქნება ამ ობიექტის ფუნქციონირება საცხოვრებელი თუ სხვა დანიშნულებით. გარდა ამისა, ლიცენზიატებს აეკრძალებათ, რომ მოამარაგონ ობიექტები ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მანამ, სანამ არ მოხდება მათი ექსპლუატაციაში მიღება.თუმცა, დასაშვები იქნება რომ ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი მიწოდებული იქნას მხოლოდ სამშენებლო საქმიანობის მიზნებისათვის. ანუ მხოლოდ იმ მიზნით, რომ მშენებელმა ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი გამოიყენოს მხოლოდ მშენებლობის განსახორციელებლად.



მშენებლობებთან დაკავშირებით ცვლილება „სისხლის სამართლის კოდექსშიც“ შედის, რომლის თანახმადაც არასწორად განხორციელებულ მშენებლობაზე ჯარიმასთან ერთად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც დაეკისრებათ.

თუ მშენებლობა არასწორად ხორციელდება და შეუსაბამოა არქიტექტურულ ნებართვასთან, პირველ შემთხვევაში იქნება ჯარიმა. იმ შემთხვევაში თუ დარღვევა გამოსწორებული არ იქნება და მშენებლობა არ შეჩერდება, ამოქმედდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სასჯელი იქნება თავისუფლების აღკვეთა ვადით 2 წლამდე. იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up