პარლამენტმა მხარი დაუჭირა 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას

პარლამენტმა მხარი დაუჭირა 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას

access_time2021-02-17 16:20:00

საქართველოს პარლამენტმა 78 ხმით მიიღო დადგენილება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. საპარლამენტო კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 3 თვით.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის მიერ მომზადებული დადგენილების განმარტებითი ბარათის თანახმად, „იმისათვის, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მიმართ ყველა დასაბუთებულ თუ დაუსაბუთებელ კრიტიკას, შენიშვნას, ბრალდებას თუ მოსაზრებას გაეცეს პასუხი, გამოძიებული იქნეს თითოეული ის საკითხი, რომელიც ოპოზიციური პარტიების მიერ ისმება, ასევე შესრულდეს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები საკითხების საპარლამენტო ფორმატში შესწავლის შესახებ, აუცილებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. კომისია იმუშავებს გამჭვირვალედ, საქმიანობაში ჩართავს ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს და შედეგებს წარუდგენს საქართველოს მოსახლეობას“.

ამავე დოკუმენტით, დროებითი საგამოძიებო კომისია „სიღრმისეულად შეისწავლის 2020 წლის პარლამენტის არჩევნებს და საბოლოოდ გასცემს პასუხს, არსებობდა თუ არა ისეთი დარღვევები, რომლებმაც მოახდინეს ამომრჩეველთა ნების გამოხატვასა და არჩევნების საბოლოო შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა“.

პარლამენტის რეგლამენტით, „დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. ამასთანავე, დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც და დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები“.

რეგლამენტიდან გამომდინარე, პარლამენტის ჯერჯერობით ერთადერთი ფრაქციის, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებზეა დამოკიდებული, რა რაოდენობითა და შემადგენლობით დაკომპლექტდება საგამოძიებო კომისია. მდინარაძის ინფორმაციით, ამ თემაზე კონსულტაციები ჯერ არ გამართულა.


2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პარლამენტის 150 მანდატიდან 90 მოიპოვა ქართულმა ოცნებამ და 60 საერთო ჯამში, 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა: ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, ლელო, გირჩი, მოქალაქეები, პატრიოტთა ალიანსი, ლეიბორისტული პარტია. მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის შეცვლას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

ქართული ოცნება უარყოფს პოლიტპატიმრების არსებობას და არჩევნების გაყალბებას და ამის დასტურად მიიჩნევს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს. ამასთან, მმართველი პარტია თანხმობას აცხადებს საარჩევნო რეფორმაზე და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ვალდებულებას იღებს, თუ არჩევნების შესწავლისას აღმოჩნდება თუნდაც ერთპროცენტიანი ცდომილება ცესკოს მიერ დაფიქსირებულ და გამოძიების შედეგად მიღებულ შედეგებს შორის.

ოპოზიციიდან პარლამენტში საქმიანობას დათანხმდნენ პატრიოტთა ალიანსის სიით არჩეული ავთანდილ ენუქიძე, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ფრიდონ ინჯია და მოქალაქეებიდან არჩეული ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი.

უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს პარტია „გირჩიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სალომე მუჯირს.

2 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა არ დააკმაყოფილა ოპოზიციიდან არჩეული კიდევ 51 დეპუტატის მიმართვა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

www.radiotavisupleba.ge

თეგები:
პარლამენტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up