პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით მიიღო

access_time2021-08-04 10:00:00

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 79 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „მეწარმეთა შესახებ“. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


„ნამდვილად დიდი საქმეა, დავასრულეთ „მეწარმეთა შესახებ“ კანონსა და პაკეტში შემავალ კანონპროექტებზე წლების მუშაობა, რომელიც საბოლოოდ კანონად იქცა. მადლობა მიხეილ სარჯველაძეს გაწეული შრომისთვის, მადლობა იურიდიულ კომიტეტს და თითოეულ ადამიანს, რომელიც მონაწილეობდა ამ კანონის შემუშავებაში წლების განმავლობაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ კანონპროექტზე კენჭისყრის დასრულების შემდეგ.


კანონპროექტის თანმდევი პაკეტი 26 კანონპროეტისაგან შედგება და შესაბამისად, მიღებული კანონპროექტით წესრიგდება სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებასთან, ერთი პირის სამეწარმეო საზოგადოებასთან, შენატანებთან, სამეწარმეო საზოგადოების ორგანოებთან, ბუღალტრულ აღრიცხვასთან, ანგარიშგებასთან და აუდიტთან, ხანდაზმულობასა და გასაჩივრების ვადებთან დაკავშირებული საკითხები.



პროექტი განსაზღვრავს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილების მქონე იურიდიული პირის დაფუძნების პროცედურებს, არსებობის ფორმებსა და მათი არსებობის პროცესში ამავე სუბიექტის ორგანიზაციულ-სამართლებრივ საკითხებს.


მომხსენებელმა, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ეს პროექტი იუსტიციის სამინისტროს მიერ არის მომზადებული. მასთან დაკავშირებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა აქტიური და ინტენსიური მუშაობა და ამ თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა „მეწარმეთა შესახებ“ თანამედროვე, ევროპული, ერთ-ერთი საუკეთესო კანონპროექტის შემუშავება.






„გავოცდი იმ ბუნდოვანი ხედვით, რაც გიორგი ვაშაძემ საპენსიო საკითხებზე წარმოადგინა“ - პაატა ბაირახტარი

„გავოცდი იმ ბუნდოვანი ხედვით, რაც გიორგი ვაშაძემ საპენსიო საკითხებზე წარმოადგინა“ - პაატა ბაირახტარი
access_time2021-09-15 18:55:05
„არგუმენტი, თითქოს პენსიონერს სხვა ბანკში სესხს არ აძლევენ, არასწორია“, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტმა, ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა სოციალურ ქსელში დაწერა. პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ბოლო პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები თუ ცალკეული პოლიტიკოსები აქტიურად საუბრობენ საპენსიო სესხზე და მის საპროცენტო განაკვეთზე. გულწრფელად მინდა, ეს პროცესი წინასაარჩვენო კამპანიასა და სამიზნე...

„მწვანე ზონის“ შემქმნელი რესტორნებისთვის შესაძლოა დაწესებული შეზღუდვები გაუქმდეს

„მწვანე ზონის“ შემქმნელი რესტორნებისთვის შესაძლოა დაწესებული შეზღუდვები გაუქმდეს
access_time2021-09-16 13:00:41
ბიზნესისა და სახელმწიფოს მოლაპარაკებები კოვიდ 19–ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ახალ ეტაპზე გადადის. „მწვანე ზონების“ შექმნის ინიციატივით შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე რესტორატორებს შეხვდა. იმ შემთხვევაში, თუ სტუმართ-მასპინძლობის სექტორი კოვიდ-სტატუსის დასადგენად შექმნილ სპეციალური აპლიკაციას წარმატებით გამოიყენებს და რესტორანი მხოლოდ ვაქცინირებულ, სწრაფი და PCR ტესტის მქონე მომხმარებლებს მიიღებს, ობიექტი დაწესებული შეზღუდვებისგან...

ლარი დოლართან გამყარდა და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან გამყარდა და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-09-15 18:00:02
15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.12 თეთრით 3.1129-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს 3.1053-იანი კურსი დაფიქსირდა. საერთასორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.63 თეთრით 3.6822-მდე გაუფასურდა, ბრიტანულ ფუნტთან 1.50 თეთრით 4.3039-მდე გამყარდა. მეზობელი ქვეყნების ვალუტებიდან კი ყველას მიმართ გაუფასურდა, კერძოდ: თურქულ ლირასთან 0.07 თეთრით 0.3690-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.35 თეთრით 1.8336-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.57 თეთრით...

„ლოპოტა სპა რეზორტი“ საქართველოში კონკურენტებს ვერ ხედავს

„ლოპოტა სპა რეზორტი“ საქართველოში კონკურენტებს ვერ ხედავს
access_time2021-09-16 11:00:23
„ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალურმა მენეჯერმა მაკა ღლიღვაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას კახეთის რეგიონში სასტუმროების მიმართულებით კონკურენცია შეაფასა და აღნიშნა, რომ „ლოპოტა სპა რეზორტი“ რეგიონში არსებულ სასტუმროებთან შედარებით ბევრად დიდი ობიექტია და მათ კონკურენტად თავს არ განიხილავს. „ჩვენ ბევრად დიდი სასტუმრო ვართ, ჩვენი კომპლექსი 40 ჰექტარზეა განლაგებული და ის სერვისები, რასაც ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ, იქნება ეს სათავგადასავლო, თუ განტვირთვის...

დასაქმებულთა 75%-ის შრომის ანაზღაურება 1000 ლარზე ნაკლებია

დასაქმებულთა 75%-ის შრომის ანაზღაურება 1000 ლარზე ნაკლებია
access_time2021-09-16 14:00:32
საქართველოში დასაქმებული მოქალაქეების უდიდეს ნაწილს, თითქმის 75%-ს, იმაზე ბევრად ნაკლები შრომის ანაზღაურება აქვს, ვიდრე საშუალო ხელფასის ოფიციალური მაჩვენებელია ქვეყანაში. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა პაატა აროშიძემ განაცხადა. ამ თვალსაზრისით, როგორც პროფესორმა აღნიშნა, ეჭვს იწვევს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემი, რომლის თანახმადაც, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური...


მსგავსი სიახლეები

up