პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრებად ეკატერინე იმედაძე და ნათია კუკულაძე აირჩია

პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრებად ეკატერინე იმედაძე და ნათია კუკულაძე აირჩია

access_time2021-03-16 15:20:00

საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის ახალ წევრებად ეკატერინე იმედაძე და ნათია კუკულაძე აირჩია. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.


„პარლამენტმა კომისიის ახალი წევრები 6 წლის ვადით დაამტკიცა, რომლებიც მოქმედ წევრებს ელისო ასანიძეს და მერაბ ქათამაძეს შეცვლიან.


კომუნიკაციების კომისიის ახალი წევრები კომისიის მოქმედი თანამშრომლები არიან, რომლებსაც ტელეკომ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.


ეკატერინე იმედაძე კომუნიკაციების კომისიაში 2019 წლიდან მუშაობს. მას სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება აქვს, მისი სამუშაო გამოცდილება უკავშირდება, როგორც ქართულ ისე საერთაშორისო კომპანიებს. ეკატერინე იმედაძე ფლობს ბრედფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და ბლოკჩეინის ტექნოლოგიებს ეუფლება. დამთავრებული აქვს თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტის მაგისტრატურა და ხელოვნური ინტელექტის მოდელირებისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის ასპირანტურა. ფლობს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.



ეკატერინე იმედაძე 11 წლის მანძილზე კომპანია "VEON"-ში, სხვადასხვა დროს წამყვან პოზიციებს იკავებდა. კომპანიის ამსტერდამის ოფისში ის გლობალური პროექტების მენეჯერი იყო რეპორტინგის მიმართულებით. მანამდე კი რისკების მართვის, ასევე ფინანსური ანგარიშგების მენეჯერის პოზიცია ეკავა. ის ასევე რამდენიმე წამყვანი კერძო კომპანიის ფინანსურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სატელეკომუნიკაციო სფეროში პროექტების მართვის, პროცესების ტრანსფორმაციისა და გაციფრულების, ფინანსური რეპორტინგისა და ანალიზის, ასევე რისკების მართვისა და პროცესების აუდიტის მიმართულებით. ეკატერინეს მრავალწლიანი გამოცდილება სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.


რაც შეეხება ნათია კუკულაძეს, ის კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა. ნათიას სტრატეგიული კომუნიკაციის მართვის 18 წლიანი გამოცდილება აქვს. ის წლების განმავლობაში, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და განათლების სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციებზე.


ასევე, სერვისების განვითარების სააგენტოში, კომპანიებში - რედიქსი, თბილისის წყალი, საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტი და სხვა. ნათია კუკულაძე საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა, კითხულობს ლექციებს სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. ნათია კუკულაძე 1991-1996 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2002 წელს მიიღო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის და აშშ-ს საჯარო ადმინისტრირების ეროვნული აკადემიის საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი. ნათია კუკულაძეს გავლილი აქვს ნიდერლანდების მარკეტინგის ინსტიტუტის და ევროპის მარკეტინგის კონფედერაციის აკრედიტაცია მარკეტინგის მენეჯმენტში. სტაჟირების მიზნით, ნათია კუკულაძეს იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის კომუნიკაციის სამსახურში და აშშ-ში, სახელმწიფო დეპარტამენტში. მისი განათლება ასევე, მოიცავს ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სერტიფიცირებული პროგრამას ლიდერად ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.


კომისიის მოქმედ წევრებს ელისო ასანიძეს და მერაბ ქათამაძეს კომისიის წევრობის ვადა 18 მარტს ეწურებათ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up