პარლამენტმა კანონპროექტი, რომლითაც დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობა დასაშვები ხდება, მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა კანონპროექტი, რომლითაც დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობა დასაშვები ხდება, მესამე მოსმენით დაამტკიცა

access_time2020-09-17 09:30:10

კანონპროექტი, რომლის თანახმად, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასაშვები ხდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 82 ხმით დაამტკიცა.

„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, დაცულ ტერიტორიებს, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა − კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, მართავს დაცული ტერიტორიების სააგენტო.

კანონპროექტის განმარტებით ბარათის თანხმად, კანონპროექტის მიზანია დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ საქართველოს კანონით მკაფიოდ განისაზღვროს, რომ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს გარდა, დაცული ტერიტორიის ისეთი კატეგორიების, როგორიცაა დაცული ლანდშაფტი და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია, მართვა შესაძლებელია განახორციელოს სხვა პირმაც.

ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი დაცული ტერიტორიების - არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნა. კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებასაც, რომლის მიხედვითაც თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს შეადგენს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, ან მათ მიერ უფლებამოსილი პირები.



BPN.GE







ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?
access_time2020-09-20 15:25:59
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა. მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც...

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში
access_time2020-09-16 16:05:58
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა.   მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას   XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც გამომწვარი მიწა...

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა
access_time2020-09-20 16:50:05
Tesla-ს აქციების ფასის რეკორდულმა ვარდნამ მცირე ინვესტორების განწყობებზე ვერ იმოქმედა - ისინი კვლავ დარწმუნებულები არიან, რომ კაპიტალებს მომავალში აბანდებენ, და მათი ნაწილის სამუშაოს შეცვლაზეც კი მიდის, ოღონდ საყვარელ კომპანიასთან ახლოს იყოს. სწორედ ამ, საცალო აქციონერების დამსახურებაა ელექტროკარების მწარმოებლის კაპიტალიზაციის მუდმივი ზრდა. აქციების 20%-იანმა ვარდნამ Tesla-ს «ფან-კლუბის“ რწმენა ვერ შეარყია. მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ინჟინერისთვის დევიდ ბერდისთვის,...

2012 წლიდან დღემდე, სოფლის მეურნეობაში იმპორტის შემცირებისა და ექსპორტის ზრდის გამო, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $400 მილიონით შემცირდა

2012 წლიდან დღემდე, სოფლის მეურნეობაში იმპორტის შემცირებისა და ექსპორტის ზრდის გამო, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $400 მილიონით შემცირდა
access_time2020-09-20 13:00:45
ხორბალი, ატამი და ვაშლატამა, ვაშლი, თხილი, ყურძენი - ამ კულტურებში წელს მოსავალიც კარგია და პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავალიც. ოქტომბრიდან სიმინდის მოსავლის აღებაც დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, ნათესი ფართობების მატების გამო გაზრდილია მოსავლის რაოდენობა. სახელმწიფო პროგრამების ჩართულობით დაიხვეწა ცოდნა და მოსავლის მოვლის კულტურა. წელს მარცვლოვანი კულტურების შესანახად 84 000 კვ.მეტრზე სასაწყობო ფართობი აშენდა. „სასურსათო უზრუნველყოფის მხრივ ყველა მნიშვნელოვანი...

Mitsubishi მომხმარებელს 10-წლიან გარანტიას შესთავაზებს

Mitsubishi მომხმარებელს 10-წლიან გარანტიას შესთავაზებს
access_time2020-09-20 14:50:37
საავტომობილო ინდუსტრიის საუკეთესო გარანტია იმედს იძლევა, რომ მომხმარებლები Mitsubishi-ს სადილეროებში მეტს იაქტიურებენ. Mitsubishi ავსტრალიისთვის 10-წლიანი ქარხნული გარანტიის წარსადგენად ემზადება. ეს შეთავაზება გარანტიის ამჟამინდელ ხანგრძლივობას ორჯერ გაზრდის. ახალმა ინიციატივამ ბრენდი, გაყიდვის შემდგომი სერვისების თვალსაზრისით, ინდუსტრიის მაღალ საფეხურზე უნდა ასწიოს. ახალი გარანტია 200 000 კილომეტრამდეა შეზღუდული და 10 წლის პერიოდს ითვალისწინებს. მიმდინარე შეზღუდვა კი 100 000...


მსგავსი სიახლეები

up