პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

access_time2020-12-25 22:40:00

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.



ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი, რომელშიც ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად იყენებს.



„ინფლაციის თარგეთირების პირობებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მიიღწევა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტის - მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) - ცვლილებით. მიზნობრივი საპროცენტო განაკვეთის მისაღწევად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განავითარა საოპერაციო ჩარჩო, რომელიც მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებისგან შედგება: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, სადეპოზიტო სერტიფიკატები, მთავრობის ფასიანი ქაღალდებით ოპერაციები პირველად და მეორად ბაზარზე, სავალუტო ინტერვენციები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები (ერთდღიანი სესხები ან დეპოზიტები), მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები. ლიკვიდობის მისაწოდებლად ეროვნული ბანკი ასევე სავალუტო სვოპ ოპერაციებს იყენებს. ჩამოთვლილი ინსტრუმენტებით ეროვნული ბანკი მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთებს მართავს. სასურველი მოკლევადიანი ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის მისაღწევად ბანკთაშორის მოკლევადიან ლიკვიდობის ბაზარზე რეფინანსირების სესხებით ინტერვენციები ხორციელდება. ბანკთაშორის ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების დიდი რყევების თავიდან ასაცილებლად, რაც ამ ბაზრის განვითარებას ხელს უშლის, ეროვნული ბანკი მუდმივმოქმედ ინსტრუმენტებს - ერთდღიან სესხებსა და დეპოზიტებს - იყენებს. ინფლაციის მიზნობრივი 3-პროცენტიანი მაჩვენებელი საშუალოვადიანი ინდიკატორია. საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმის გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია მიზნობრივი დონისგან უმეტესწილად განსხვავებული იქნება; ის ზოგჯერ მიზნობრივ ინფლაციაზე უფრო მაღალი, ზოგჯერ კი უფრო დაბალი იქნება, თუმცა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის ამ მაჩვენებლისკენ იმოძრავებს. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს, ანუ 2009 წლიდან დღემდე, წლიური ინფლაცია საშუალოდ 3.7 პროცენტს შეადგენს. ინფლაციის თარგეთირების შემოღებამდე, 2001-2008 წლებში ის თითქმის ორჯერ მეტი - საშუალოდ 7.2% იყო“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.




კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ იმ საგანგებო ღონისძიებებზე, რომლებიც ახალი კორონავირუსის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების ემსახურებოდა.



„პანდემიის პირობებში, ლიკვიდობის მომავალი რისკების თავიდან აცილების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა დროებითი ინსტრუმენტები აამოქმედა: სავალუტო სვოპი, მუდმივმოქმედი სავალუტო სვოპი და მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მხარდამჭერი ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინსტრუმენტები ბანკების გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვისაც არის ხელმისაწვდომი. 2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, კლება დაიწყო. თუმცა შემდგომ, კორონავირუსის მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა შოკმა ინფლაციის ტრაექტორია შეცვალა. აღნიშნულ ფონზე, აპრილში ინფლაცია 6.9%-მდე გაიზარდა. თუმცა შემდგომ თვეებში ეტაპობრივი კლების ტენდენცია გამოიკვეთა. სექტემბერ-ნოემბერში კი წლიური ინფლაცია 3.8%-ზე შენარჩუნდა. მიმდინარე საბაზო პროგნოზის მიხედვით, სამომხმარებლო ფასებზე როგორც მიწოდების, ასევე მოთხოვნის ფაქტორების საყურადღებო ზეგავლენა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება. ერთი მხრივ, საგარეო მოთხოვნის გლობალური პანდემიით გამოწვეული ვარდნა და შიდა აქტივობის უპრეცედენტო შეზღუდვები წარმოების ხარჯებს შესამჩნევად მაღალ დონეზე ტოვებს. კერძოდ, შეზღუდვების გამო პროდუქციის ერთეულზე პერსონალის გაზრდილი ხარჯი და წინა პერიოდში გაუფასურებული გაცვლითი კურსის ეფექტები, ეკონომიკის ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციის ფონზე, ინფლაციას ზემოთ უბიძგებს. მეორე მხრივ, აღნიშნულ ზეწოლას ნაწილობრივ აკომპენსირებს მკვეთრად შესუსტებული მოთხოვნა. თუმცა აქვე აღსანიშნავია ფისკალური ხარჯების არსებული და დაგეგმილი გააქტიურება, რაც, ბუნებრივია, ეკონომიკის გაჯანსაღებას უწყობს ხელს, მაგრამ იმავდროულად მოსალოდნელია, რომ, მოხმარების ზრდის ფონზე, მას ფასებზე დამატებითი ზეწოლა ექნება. თუ ეს უკანასკნელი ინფლაციის მოლოდინებზე უარყოფით გავლენას მოახდენს, მაშინ, ამ გავლენის ზომის შესაბამისად, ეროვნული ბანკის მხრიდან გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება ან მისი დამატებით ზომიერად გამკაცრება გახდება საჭირო. თუმცა, ინფლაციური რისკების შემცირებასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებული ფაზიდან ეტაპობრივი გამოსვლაა მოსალოდნელი“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.



მოხსენების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტარების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up