პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო

პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო

access_time2018-07-21 22:30:14

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო.


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კანონთა პაკეტი საპენსიო რეფორმის შემადგენელია ნაწილია, რომლის მთავარ მიზანსაც საქართველოში არსებული სოციალური სისტემის სრულყოფა წარმოადგენს.


კანონპროექტი დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს, შექმნას დანაზოგი, რომელიც დასაქმებულის მიერ წლების განმავლობაში გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება და საშულებას მისცემს, უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი მიიღოს.


ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, დაგროვებითი პენსიის ამოქმედება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმ გამოწვევის საპასუხოდ, რასაც ღირსეული პენსიით უზრუნველყოფა წარმოადგენს.



მისი თქმით, გრძელვადიან პერიოდში, დაგროვებითი პენსია სოციალურ პენსიასთან ერთად 50 პროცენტამდე გაზრდის პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტს.


„სწორედ სოციალური გამოწვევებზე პასუხია დაგროვებითი საპენსიო სქემა. ამ რეფორმით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს მოსახლეობას დანაზოგის გაკეთებაში და მათთან ერთად სრულად გაიზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას, ვქმნით რეალურ საფუძველს, მოგვარდეს პრობლემები, რომელიც სამართლიანობის და ეფექტიანობის თვალსაზრისით არსებობს. სწორედ ეს არის რეფორმის მთავარი მიზანი. ასევე რეფორმას აქვს დადებითი ეკონომიკური გავლენა“, – განაცხადა მან.


მინისტრის მოადგილის თქმით, რეფორმის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება დანაზოგები ეკონომიკაში, გაჩნდება ფინანსური რესურსი, რომელიც მიქაბაძის შეფასებით, კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის მკვეთრი ბიძგია.


„ეს არის ალტერნატიული გრძელვადიანი რესურსი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბიზნესს, განახორციელოს ახალი პროდუქტიული ინვესტიციები, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ არსებულ საპენსიო სისტემას სამართლიანობის, ეფექტიანობის და ფისკალური მდგრადობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები აქვს. დაგროვებითი პენსია კი, სისტემის შემავსებელი სვეტი იქნება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან გამოწვევას, ღირსეული პენსიით უზრუნველყოფას უპასუხებს.

1tv.ge






ვასილ სოფრომაძე - არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს

ვასილ სოფრომაძე - არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს
access_time2019-09-15 13:30:08
არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს,- ამის შესახებ ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმართვაში საუბრობს, სადაც სახანძრო უსაფრთხოების საკითხზე მისი კომპანიის მიმართ განხორციელებულ მოქმედებებს განიხილავს. ბიზნესმენი ხელისუფლებას ურჩევს, ეს თუ ის ნორმა ევროპული გამოცდილებიდან აიღოს და არა საბჭოთა კავშირის წესებიდან. „ფრესკოს“ ყველა ობიექტი მიღებულია ექსპლუატაციაში კანონის დაცვით. ამ ხნის...

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში
access_time2019-09-15 16:00:15
Alibaba Group-ის დამფუძნებელმა ჯეკ მამ 10 სექტემბერს, 55-ე დაბადების დღეს, დატოვა მის მიერ შექმნილი ტექნოლოგიური გიგანტის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის პოსტი... მილიარდერმა, რომელიც ჯერ იყო ინგლისური ენის მასწავლებელი, მანამდე კი - ენერგიულ ბიჭი, რომელიც ქუჩაში დასდევდა ინგლისურენოვან ტურისტების ენის შესწავლისთვის, შეასრულა დავოსის ეკონომიკური ფორუმის დროს მიცემული დაპირება - „სამყარო იმდენად მშვენიერია, რომ არ მესმის, რატომ უნდა ვიყო მუდამ...

ახალგორელები საოკუპაციო ადმინისტაციის ხელმძღვანელს მიმათავენ

ახალგორელები საოკუპაციო ადმინისტაციის ხელმძღვანელს მიმათავენ
access_time2019-09-15 14:00:32
ახალგორის მოსახლეობა  ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილობს თხოვნით მიმართავს არ დაიხუროს საზღვარი საქართველოსთან. წერილში ნათქვამია, რომ ეს გზა აუცილებელია ახალგორელებისთვის. „ჩვენს რაიონში არის ბერვი ონკოდაავადებული და მათი უმრავლესობა მკურნალობს თბილისში. არიან ავადმყოფები, რომლებსაც ესაჭიორებათ სასწრაფო ოპერაცია. შეუძლებელია ყველა პრობელმის ჩამოთვლა. ჩვენ ვერ მიგვაქვს ჩვენი ხმა ადგილობრივ ხელმძღვანელობამდე და...

ბრიტანული მედია ელიავას სკვერის პროექტზე - ვირტუალური ხიდი, ლაზერ-შოუები და ქართული ანბანით განათებული ბაღი

ბრიტანული მედია  ელიავას სკვერის პროექტზე -  ვირტუალური ხიდი, ლაზერ-შოუები და ქართული ანბანით განათებული ბაღი
access_time2019-09-15 12:00:44
ბრიტანული საერთაშორისო ონლაინ...

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)
access_time2019-09-14 22:13:14
რუსთავში “კარფურის“ მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება.ინფო რუსთავი-ს ინფორმაციით, პროექტის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია და კომპანია მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს მალე დაიწყებს. ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია რომ, სავაჭრო ცენტრი 12 000 მ2 განთავსდება, ხოლო ფართობი რომელსაც შპს რუსთავის მოლი აითვისებს 16 000 მ2. ობიექტი...


მსგავსი სიახლეები

up