პარლამენტმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

პარლამენტმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

access_time2021-10-08 13:50:00

პარლამენტმა, ბიუჯეტის პროექტის კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის პროცესი, ბიუროს მიერ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით დაიწყო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მომავალი წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ზრდას ითვალისწინებს. ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია 4, 4%- იან ზრდაზე. ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო და იმ პარამეტრებზე გაამახვილა ყურადღება, რის მიხედვითაც მომდევნო წლის ბიუჯეტი დაიგეგმა. მისი განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა პანდემიის მაღალი მაჩვენებლის პირობებში და შესაბამისად ის პანდემიის საპასუხო ღონისძიებებზე იყო ორიენტირებული.



მოგვიანებით განხორცილებული საბიუჯეტო ცვლილებებით ბიუჯეტში უკვე აისახა ის ტენდენციები, რაც აპრილის შემდეგ ქვეყანაში იყო და გაიზარდა ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი და შემცირდა ბიუჯეტის დეფიციტი. „ივნისის შემდგომ არსებული მონაცემები საკმაოდ კარგია, რაც გვაძლევს საფუძველს კიდევ ერთხელ განვაახლოთ და გავზარდოთ მიმდინარე წელს ეკონომიური ზრდის მაჩვენებელი და ნაცვლად 7,7 პროცენტისა, წარმოდგენილ ბიუჯეტში წლევანდელი პარამეტრი 9,5 პროცენტითაა ასახული. მომდევნო წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კი 6 პროცენტია. ჩვენ წელს და მომდევნო წელს უნდა შევძლოთ და საკმაოდ დიდი მოცულობით შევამციროთ საბიუჯეტო დეფიციტი და სწორედ ამას ეფუძნება წელს წარმოდგენილი ბიუჯეტი. წელს გვაქვს 6,9 პროცენტი დეფიციტი, რომლის შემცირებაც 6, 6 პროცენტამდე არის ნავარაუდევი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.


მომხსენებელმა განმარტა, რომ ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები იზრდება და არის 15 მლრდ 193 მლნ ლარი, მისივე განმარტებით, სწორედ ეს თანხა იძლევა საშუალებას ერთის მხრივ შემცირდეს დეფიციტის მაჩვენებელი და რიგი მიმართულებებით გაიზარდოს ხარჯვითი ნაწილი. დეფიციტის შემცირება ითვალისწინებს ვალის შემცირებასაც. ვალის მაჩვენებელი მიმდინარე წელს 61 პროცენტს შეადგენდა, რაც ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით კრიტიკული ზღვარია, მისივე განცხადებით, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საბიუჯეტო ვალის მაჩვენებელი პანდემიამდე არსებულ პარამეტრს, 40 პროცენტიან ნიშნულს უნდა დაუახლოვდეს.



ბიუჯეტის პირველად ვერსიაში ასახულია ის ვალდებულებები, რაც აღებული აქვს სახელმწიფოს. თანხების გადანაწილება სამი მნიშვნელოვანი მიმართულებით, ჯანდაცვის, ეკონომიკური და საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების კუთხით არის განსაზღვრული. ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების ინდექსაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც, შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფებისთვის პენსიების 20 და 25 ლარით ზრდას ითვალისწინებს. ჯანდაცვის პროგრამებისთვის 500 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით-820 მილიონი ლარი. გაზრდილია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება და შეადგენს 2 მლრდ 844 მლნ ლარს, რაც მომხსენებლის განმარტებით, მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილმასშტაბიანი პროექტების განხორციელებას უკავშირდება.



განათლების მიმართულებით, ბიუჯეტი 1 იანვრიდან საჯარო სკოლების პედაგოგთა ხელფასების 100 ლარით ზრდას ითვალისწინებს. ბიუჯეტით ასევე განსაზღვრულია სოციალური მუშაკების ხელფასების ზრდა. გიორგი კაკურიძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა გამოინახოს რესურსი საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურების გასაზრდელად. დიასპორული პოლიტიკის განსახორციელებლად, მინისტრის მოადგილის განცხადებით 1მლნ. 200 ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც შესაბამისად საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტშია ასახული. ბიუჯეტის პარამეტრები გადაიხედება დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებისას. 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის საკომიტეტო განხილვების შემდეგ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 18 ოქტომბერს გაიმართება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up