პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო, გადამუშავებულ ვერსიას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო, გადამუშავებულ ვერსიას მხარი დაუჭირა

access_time2021-12-02 19:00:00

საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომლის თანახმად, შემოსულობების ნაწილი 166 მლნ ლარით იზრდება და შეადგენს 18 მლრდ 99 მლნ ლარს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



ხარჯვითი ნაწილი იზრდება 297 მლნ ლარით და შეადგენს 19 მლრდ 796 მლნ ლარს, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება და 6,9%-ის ნაცვლად 6,7%-ის ოდენობით განისაზღვრება.



„გაიზარდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ასევე, შემცირდა ბიუჯეტის დეფიციტიც. ხარჯვითი ნაწილის ზრდა მიმართული იყო ჯანდაცვის სექტორში დამატებითი ხარჯების აუცილებლობით. ეს ეხებოდა პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას. ჩვენ გავითვალისწინეთ, რომ წლის მეორე ნახევარში საჭირო იქნებოდა დაახლოებით 4500-მდე საწოლის მობილიზება თუმცა, ვირუსის გავრცელებას ჰქონდა უფრო ფართო მასშტაბი და საბოლოო ჯამში 9000-ს გადააჭარბა მობილიზებული საწოლების რაოდენობამ. შესაბამისად, აუცილებელი გახდა დამატებითი ხარჯების გაწერა ინფიცირებული მოსახლეობის მკურნალობისთვის. ყოველივე ამან გამოიწვია აუცილებლობა, რომ ჯანდაცვის სექტორში დამატებითი ხარჯები მიგვემართა. სწორედ ეს იყო ის მთავარი მიზანი და მიზეზი, რის გამოც საჭირო გახდა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.



მისი ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის 10%; მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 8%. მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, 2021 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი განსაზღვრულია 58, 5 მლრდ ლარის ოდენობით. დეფიციტის მაჩვენებელი კვლავ შემცირებულია და განისაზღვრება 6,7 %-ით. ვალის მაჩვენებელი შემცირებულია და მიმდინარე წლის ბოლოსთვის იქნება 51,7 %.



მომხსენებლის ინფორმაციით, დაგეგმილთან შედარებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემთხვევაში საგადასახადო შემოსავლები იზრდება 300 მლნ ლარის ოდენობით.




გარდა ამისა, მცირდება ვალის აღების მაჩვენებელი.



„რეალურად წელს ვალის აღების ნაცვლად, ჯამურად 300 მლნ ლარს შიდა ვალს დავფარავთ. რაც შეეხება საგარეო ვალს, იმ თანხების ხარჯზე, რომელიც პამდემიასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე ჩამორიცხულია, აისახება ბიუჯეტში და საგარეო ვალის ნაწილი იქნება დაახლოებით 19 მლნ ლარის ოდენობით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.



როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ბიუჯეტში ზრდა განხორციელდა სამი მიმართულებით.



ჯანდაცვის სექტორში დაფინანსება ჯამში 376 მლნ ლარით იზრდება. აქედან 355 მლნ ლარით იზრდება პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო 20 მლნ. ლარი ემატება სოციალურ მიმართულებას, რომელიც 60 წელს გადაცილებული პირების ვაქცინაციის წახალისებას მოხმარდება. ასევე, იზრდება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 60 მლნ ლარით და 16,0 მლნ ლარით დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსება.



მომხსენებლის ინფორმაციით, ხარჯვითი ნაწილის შემცირება ეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომლის შემთხვევაში მცირდება ორი პროგრამის დაფინანსება. „აწარმოე საქართველოს ფარგლებში საკრედიტო საგარანტიო სქემისთვის გამოყოფილი თანხა მცირდება 35.0 მლნ ლარით და ასევე მცირდება მეორე პროგრამა 22,6 მლნ ლარით, რომელიც ინტერნეტიზაციის პროგრამას ეხება.



12 მლნ ლარით მცირდება საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებები.



სავალუტო კურსების და საპროცენტო განაკვეთების ცვლილების შედეგად, სახელმწიფო ვალების მომსახურებისა და დაფარვისთვის გათვალისწინებული ასიგნებები ჯამში მცირდება 85,0 მლნ ლარით, მათ შორის: საშინაო ვალის მომსახურება მცირდება - 20,0 მლნ ლარით; საგარეო ვალის მომსახურება მცირდება 50,0 მლნ ლარით ხოლო საგარეო ვალის დაფარვა მცირდება 15,0 მლნ ლარით.



პარლამენტის წევრებმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო, გადამუშავებულ ვერსიას მხარი 80 ხმით, ერთხმად დაუჭირეს.





თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up