პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, დაპირისპირებაა.ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელთან აღმართულ რკინის ჯებირებზე სიმბოლურად კიდევ რამდენიმე ბოტასი ჩამოკიდეს და ჯებირებზე ხელების ბრახუნი დაიწყეს.
მათივე განმარტებით, ხმაურის ამგვარი ფორმით ისინი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის პარლამენტში მისვლას და იურიდიულ კომიტეტზე მის მოსმენას აპროტესტებდნენ.
ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ აქტივისტებს თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
ipn.ge