პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატებს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში გაწევრიანების საკითხზე კონსულტაციები შესთავაზა

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატებს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში გაწევრიანების საკითხზე კონსულტაციები შესთავაზა

access_time2021-05-28 12:40:00

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის ბიუროს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში გაწევრიანებისთვის განცხადებით მიმართეს.


ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს დღევანდელ სხდომაზე გააცნო.


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში ამდენი თავისუფალი ადგილი არ არის და საკითხის გადასაწყვეტად შეხვედრა და განხილვაა საჭირო.


„კაზუსივით არის იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ოპოზიციონერ წევრს აქვს შემოტანილი სხვადასხვა დელეგაციაში წევრობაზე განაცხადი და ამდენი ადგილი არ არის. ამიტომ ობიექტურობიდან გამომდინარე, არ ვიცი, შეიძლება სჯობდეს, შევხვდეთ და ერთად განვიხილოთ იმიტომ, რომ ფრაქცია „ლელოს“ წევრებს აქვთ შემოტანილი, უფრაქციო დეპუტატებს აქვთ შემოტანილი და თავისუფალი ადგილები იმ დელეგაციებში არ არის. იქნებ თქვენ შეჯერდეთ ერთმანეთშიც და მერე გამოგზავნოთ მოთხოვნები, უკეთესი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში მე რაღაც სუბიექტური გადაწყვეტილება უნდა მივიღო“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მოუწოდა ამ საკითხზე ერთობლივი კონსულტაციები გაიმართოს და სუბიექტურ გადაწყვეტილებას ადგილი არ ჰქონდეს.



„ბატონო ნიკა, არანაირი სუბიექტური გადაწყვეტილება. თუ გახსოვთ, ზუსტად ერთი კვირის წინ გთხოვეთ, რომ კომუნიკაცია მომხდარიყო ყველა დამოუკიდებელ წევრთან და ფრაქციასთან, ერთადერთი ფრაქცია ჯერ „ლელო“ გვყავს. მე მზად ვარ, თუნდაც ჩემთანაც შევხვდეთ და გავიაროთ


არ შეიძლება ეს საკითხი დასწრებით ან ასე, სუბიექტურად კომიტეტმა გადაწყვიტოს, მით უმეტეს, რომ უმრავლესობის წევრებზე არაა საუბარი. შემდეგი კვირა არის საკომიტეტო. ამიტომ შევხვდეთ ორშაბათს ან სამშაბათს ჩემთან და რაღაცა პრინციპი ავიღოთ, რომელის მიხედვითაც შევძლებთ, ყველას მოთხოვნა დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.


გიორგი ვაშაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობისა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ძირითად შემადგენლობაში წევრობის თხოვნით მიმართა.


ბიურომ მიიღო ტარიელ ნაკაიძის მიმართვა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო ასამბლეის ძირითად შემადგენლობასა და მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეაში ძირითად შემადგენლობაში წევრობის შესახებ. ასევე ითხოვა საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებში წევრობა.


ხათუნა სამნიძემ ბიუროს მიმართა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ძირითადი შემადგენლობის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი შემადგენლობის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ძირითადი შემადგენლობისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობაში წევრობის შესახებ.


ბიურომ მიიღო თეონა აქუბარდის მიმართვაც, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრობის შესახებ.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up