პარლამენტის სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს, ხმაურია

პარლამენტის სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს, ხმაურია

access_time2022-06-22 15:10:00

საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს ხმაური იყო.


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიტყვა შეაწყვეტინა, როდესაც მთავრობის მეთაური ევროკომისიის რეკომენდაციაზე საუბრობდა.


„მინდა, საუბარი დავიწყო ჩვენი მთავარი მიღწევით, რომლის მომსწრენიც ჩვენ გავხდით რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყევტილება 17 ივნისს ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში. ევროკომისიამ რეკომენდაციის სახით მიმართ ევროპულ საბჭოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ღარიბაშვილის ამ განცხადებას ხატია დეკანოიძე ტრიბუნიდან გამოეხმაურა და აღნიშნა, „რა ჩანაწერი გაკეთდა“.


დეპუტატის ამ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, ხატია დეკანოიძეს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა.



„მოგმართავთ და შეგახსენებთ, ქალბატონო ხატია მიკროფონის გარეშე საუბარი არის რეგლამენტის დარღვევა ასევე დარბაზიდან გაშვების საფუძველი. რეგლამენტი დავიცვათ ყველამ. ყველას გექნებათ შესაძლებლობა და საკმარისი დრო და ჩაეტიეთ რეგლამენტში. თუ ამისთვის ხართ შემოსული დარბაზში, რომ ჩაშალოთ სხდომა, ამას არ გაგაკეთებინებთ და მოგიწევთ დარბაზის დატოვება. ქალბატონო ხატია, ვიქონიოთ მოსმენის კულტურა, თუ რამე მოსაზრება გაქვთ, ყველას გექნებათ დრო, გამოთქვათ აზრი ტრიბუნიდან. თქვენ უშლით პარლამენტს პროცედურის გამართვაში“, – მიმართა შალვა პაპუაშვილმა ხატია დეკანოიძეს.


ამასთან, პრემიერმა დეპუტატს ჰკითხა, ექიმი ხომ არ სჭირდებოდა. „წამალი არ გაქვთ წამალი, მიუტანეთ დაამშვიდეთ. ყველაფერს სიმართლეს გეტყვით“, – მიმართა პრემიერმა დეპუტატს.


ამის შემდეგ სხდომათა დარბაზში კვლავ ხმაური იყო.


„დაგატოვებინებთ დარბაზს, თუ არ გაჩერდებით. გაძლევთ გაფრთხილებას. ქალბატონ ანას და ხატიას ვაძლევ შენიშვნას, შემდეგ შენიშვნაზე დაგატოვებინებთ დარბაზს. რამეს თუ რ ეთანხმებით, თქვენ გაქვთ დრო და გამოხატეთ აზრი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.


1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up