პარლამენტის სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უმრავლესობის ინიცირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტის სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უმრავლესობის ინიცირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს

access_time2019-11-12 20:30:17

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უმრავლესობის ინიცირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მაჟორიტარი დეპუტატები ცდილობენ, უმრავლესობა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის უპირატესობაში დაარწმუნონ.


მათი მთავარი არგუმენტია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, ცენტრალურ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის სიცარიელე გაჩნდება.


მაჟორიტარმა დეპუტატებმა კანონპროექტის მომხსენებელს ირაკლი კობახიძეს კითხვებით მიმართეს, ვინ მოაგვარებს მოსახლეობის პრობლემებს, თუკი მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება.


„ჩვენ, მაჟორიტარ დეპუტატებს, გარდა კანონშემოქმედებითი საქმიანობისა, ასევე გვევალება ვიყოთ შუალედური რგოლი საზოგადოებასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. მაგალითად, ხობის მუნიციპალიტეტში იყო სამი სოფელი, სადაც ონკანში წყალი არ იყო. კვირაში ერთხელ ტრანსპორტით შეგვქონდა წყალი, რომ მოსახლეობას დასალევი წყალი ჰქონოდა. რომ არა ჩემი ჩართულობა, დღეს ამ სოფლებს წყალი არ ექნებოდა. ჩემი უშუალო ჩართულობით, დაახლოებით 600 ოჯახს წლით სარგებლობა შეუძლია. თუ მაჟორიტარები არ იქნებიან, თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა შეასრულოს შუალედური როლი ცენტრალურ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის? თვითმმართველობა არის მზად, რომ ეს ფუნქცია იკისროს?“, - ჰკითხა დაჩი ბერაიამ ირაკლი კობახიძეს.



დიმიტრი ხუნდაძე კი მიიჩნევს, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების მცირე ჯგუფმა შექმნა მცდარი მოლოდინი იმისა, რომ მთელი საზოგადოება მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრეა.
„რატომ ვართმევთ მოქალაქეებს, რომ მათ საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეთ პარლამენტში? როცა რაღაცას ვცვლით, სულ ცოტა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება უნდა დაიგეგმოს სწორად და ამის გარანტიები უნდა არსებობდეს. ჩვენი შეთანხმება იყო, რომ 2024 წელს გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საზოგადოების მცირე ჯგუფმა შექმნა მოლოდინი, რომ თითქოს მთელი საზოგადოება ითხოვს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. რა მიიღეთ? მიიღეთ ქუჩაში სამთვიანი არეულობა,“ - ჰკითხა ხუნდაძემ ირაკლი კობახიძეს.


მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია კი დაინტერესდა, რითი აპირებს უმრავლესობა იმ სიცარიელის ჩანაცვლებას, რომელიც მისივე თქმით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით შეიქმნება.


ipn.ge

თეგები:
პარლამენტი



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up