დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.
საგაზაფხულო სესია სწორედ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის მოსმენით დასრულდება.
ამასთან, ამით პარლამენტი მუშაობას არ ასრულებს და რიგგარეშე სესიის ფორმატში მთელი ივლისის განმავლობაში იმუშავებს.
არსებული ინფორმაციით, ივლისში დაგეგმილია უზენასესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და ასევე, ცესკო-ს ახალი წესით დაკომპლექტების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება.
IPN.GE