პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების  შეტანილ ვარიანტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანილ ვარიანტს მხარი დაუჭირა

access_time2019-10-09 18:08:42

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების გადამუშავებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა. ინფორმაციას კომიტეტი ავრცელებს.



საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში როგორც მაკროეკონომიკური, ისე ფისკალური პარამეტრები შენარჩუნებულია კანონპროექტის პირველი ვარიანტით განსაზღვრულ დონეზე, თუმცა მისი თქმით, წინა კომიტეტზე გამოთქმული შენიშვნები ძალაში რჩება და ამის შესახებ პლენარულ სესიაზეც იქნება საუბარი.



შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა იზრდება 92.8 მილიონი ლარით და შეადგენს 12 965.5 მლნ ლარს, ხოლო გადასახდელების -223.1 მლნ ლარით და მიაღწევს 13 313.1 მლნ ლარს. იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება 131 მლნ ლარით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს -10 მლნ ლარით, შსს დაფინასება-25 მილიონით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დამატებით გათვალისწინებულია 130 მილიონი ლარი. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი სესიაზე განსახილველად მომავალ კვირას გავა.






საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი

საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან  18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი
access_time2020-01-17 19:00:02
ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საინვესტიციო ობიექტიდან 38 უკვე გაიყიდა, საიდანაც 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა. კერძოდ, ამ დროისთვის გაყიდული ქონების საერთო მოცულობამ 47 მლნ ლარს გადააჭარბა, საიდანაც 8 მლნ ლარზე მეტი (8 387 700 ლარი) კერძო პირებმა გადაიხადეს. ამასთან ერთად, ყველაზე ძვირად თბილისში ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე შენობა/მიწის ნაკვეთი და მესტიაში პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია გაიყიდა. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი...

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა
access_time2020-01-17 13:00:43
გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“  გაიხსნა.  მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის  180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით  აშენდა. თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის...

მთავრობის ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე წყალგაყვანილობის პრობლემას აღიარებს

მთავრობის ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე წყალგაყვანილობის პრობლემას აღიარებს
access_time2020-01-17 17:00:50
ზამთრის კურორტებს წელს რთული სეზონი ჰქონდათ. უჩვეულოდ თბილი და უთოვლო ზამთრის გამო,საქართველოს სამთო კურორტები  ტურისტების შემცირებულ რაოდენობას მასპინძლობენ. თოვლის გარდა, მთის კურორტები სხვა გამოწვევის წინაშეც იდგნენ, უწყლობის გამო, ბაკურიანსა და გუდაურში ტურისტები ან არ ჩადიოდნენ ან უკვე დაჯავშნილ სასტუმროებს ტოვებდნენ. კერძო სექტორის თქმით, უწყლოდ დარჩენილ კურორტზე ზამთრის სეზონი...

ვანის ღვინის ქარხანა „არგონავტები“ სავარაუდოდ, 2021 წელს გაიხსნება

ვანის ღვინის ქარხანა „არგონავტები“ სავარაუდოდ, 2021 წელს გაიხსნება
access_time2020-01-17 15:35:47
ბიზნესმენმა, „ჯიდიჯი ჯგუფის“ დამფუძნებელმა  ბეჟან წაქაძემ  ვანში, ღვინის ქარხანა „არგონავტების“ გახსნა 1 წლით გადადო. ამის შესახებ „კომერსანტს“ თავად ბიზნსმენმა განუცხადა. მისი ინფორმაციით,ქარხანა 2021 წელს გახსნება,შესაბამისად, ყურძენს მომავალი წლის ოქტომბერში მიიღებს. მიზეზი, რის გამოც პროექტის განხორციელება დროებით გადაიდო, ადგილზე არსებული სამუშოებია.  „როდესაც ეს ქარხანა ვიყიდე, მეგონა, რომ სხვა მოცემულობა დამხვდებოდა. როგორც აღმოჩნდა,...

იტალიელები ქუთაისში ჩამოვიდნენ – „გვინდა, კარგი კლუბი შევქმნათ“

იტალიელები ქუთაისში ჩამოვიდნენ – „გვინდა, კარგი კლუბი შევქმნათ“
access_time2020-01-17 14:40:38
ქუთაისში ფაბიო მანინი და იტალიელი ბიზნესმენების ჯგუფი იმყოფებიან, რომლებსაც ქუთაისის „ტორპედოს“ საკუთრებაში აყვანა სურთ.ქუთაისელ გულშემატკივართა კლუბმა „ჩვენ ვართ ტორპედო“-მ იტალიელი ბიზნესმენის მიერ შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარი გაავრცელა. „ქუთაისში იმისთვის ვარ, რომ ვიყიდო და ვმართო ქუთაისის „ტორპედო”. ამ საკითხს ქუთაისის მერიასთან განვიხილავ. ველოდებით, რომ ეს შეთანხმება, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ. მანამდე კი სპონსორის ვალდებულებები დავაზუსტეთ, რაც ჩვენ...


მსგავსი სიახლეები

up