პარლამენტის ქუთაისისა და თბილისის შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის 4.5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

პარლამენტის ქუთაისისა და თბილისის შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის 4.5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

access_time2017-10-17 17:26:37

საქართველოს პარლამენტის ქუთაისისა და თბილისის შენობების რეკონსტრუქცია–რეაბილიტაციისთვის 4.5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შესაბამის საკითხებზე შექმნილი კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა. 

ოხანაშვილის ინფორმაციით, კომისია რამდენიმე პროექტზე მუშაობს, რომელიც პარლამენტის ქუთაისისა და თბილისის სასახლეებთან მიმართებაში უნდა განხორციელდეს. 

კერძოდ, ოხანაშვილის თქმით, იგეგმება ქუთაისის პარლამენტის გარე პერიმეტრის მოწყობა, თბილისის შენობის რეკონსტრუქცია რესტავრაცია და შიდა სივრცეების მოწყობა. ამისთვის კი, მისივე განცხადებით, დაახლოებით 4 მლნ–დან 4.5 მლნ ლარამდე დაიხაჯება. 

„პარლამენტის თავმჯდომარის ბრანებით განისაზღვრა ქუთაისისა და თბილისის პარლამენტის შენობებში რეკონსტრუქცია და საპროექტო სამუშაოების სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება და ამისთვის შექმნილია კომისია. 

რაც შეეხება კონკრეტულ სამუშაოებს, პირველადი და გადაუდებელი არის ქუთაისის პარლამენტის შენობის გარე ფასადის შეღებვა. იქიდან გამომდინარე, რომ წყალი ჩამოდის, ფასადი დაზიანებულია. ეს გადაწყვეტილება პარლამენტის აპარატმა უკვე მიიღო და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. 



რაც შეეხება მეორე საკითხს, ის ეხება შენობის გარე პერიმეტრის მოწყობას. კომისიის ფარგლებში უკვე ვმუშაობთ ყველა იმ დეტალზე, რისი რეკონსტრუქციაც გვჭირდება, ასე მუშაობა მიდის პირობებზე, რომ პროექტთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდეს. 



ამის შემდგომ, სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან დაიწყება შესაბამისი სამუშაოები. მოგეხსენებათ, რომ ქუთაისის პარლამენტის ეზოში ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული ავტომანქანების სადგომები, არ არის სივრცე დახაზული. ასევე სჭირდება დრენაჟისა და დიზაინის სამუშაოების ჩატარება. გარემო შშმ პირებისთვის ადაპტირებული არ არის და ა.შ.“, – განაცხადა ოხანაშვილმა. 



რაც შეეხება ხარჯებს, როგორც მან აღნიშნა, ქუთაისში განსახორციელებელი პროექტები, დაახლოებით, 1,5 მილიონი ლარი დაჯდება, თუმცა, კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, საბოლოო ხარჯების შესახებ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პროექტები მომზადდება და ყველა ის პროცედურა განისაზღვრება, რაც შენობის რეკონსტრუქციისთვის უნდა განხორციელდეს. 



„იმისთვის, რომ ქუთაისის შენობის გარე პერიმეტრი მოეწყოს, არ შემოვიდეს ეზოში პირუტყვი, გვქონდეს ავტოსადგომები და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო, დაახლოებით, 1,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ასევე მიდის საუბარი იმაზეც, ხომ არ გამწვანდეს გარემო უფრო მეტად, ხომ არ იყოს დაბალი ღობე შენობის გარშემო ან ხომ არ მოვაწყოთ სკვერი ქუთაისელებისთვის. დღის წესრიგში ეს საკითხები დგას. ამის სავარაუდო ღირებულება შესაძლოა 1 მილიონიდან 1.5 მილიონ ლარამდე იყოს“, – განმარტა კომისიის თავმჯდომარემ. 



რაც შეეხება თბილისში მდებარე პარლამენტის შენობას, ოხანაშვილის განცხადებით, რამდენიმე პროექტზეა საუბარი, რასაც ამ ეტაპისთვის კომისია განიხილავს. 



„საუბარი მარტო შენობის რეკონსტრუქცია–რეაბილიტაციაზე არ არის. პირველ რიგში მხედველობის არმქონე და მობილობის შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის გარემო არ არის ხელმისაწვდომი. ერთი პროექტი სწორედ ამას ითვალისწინებს, რომ გარემო მოეწყოს. მიდის საუბარი იმაზე, რომ დავნერგოთ ნავიგაციის სისტემა. ვგეგმავთ ტაქტილური ბილიკების მონტაჟს სასახლეში შემოსასვლელებიდან ლიფტებამდე; ტაქტილური რუკების განთავსებას და კიბეების აღჭურვას. სპეციალური მოწყობილობების და ორდონიანი მოაჯირების, არსებული პანდუსების კეთილმოწყობას და ახლების დამონტაჟებას. სპეციალური სტაციონარული ამწე ლიფტების და მობილური ამწე პლატფორმების რაოდენობის გაზრდას და მოწყობას. ასევე, ყველა იმ ღონისძიების განხორციელებას, რომელიც შშმ პირებისთვის გარემოს ადაპტირებისთვის არის საჭირო. 


ყველა პროექტზე ვმუშაობთ და სავარაუდოდ, წელს გავწერთ კონკრეტულ პირობებს, რა პირობებით შეიძლება კონკურსანტებმა პროექტები წარმოადგინონ. შესაძლოა, პროექტების კონკურსიც წელსვე დავასრულოთ. მომავალი წლიდან კი, კონკრეტული სამუშაოები დავიწყოთ. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება აქაც, დაახლოებით, 1 მლნ–დან 1.5 მლნ ლარამდე მერყეობს“, – აღნიშნა ოხანაშვილმა და დასძინა, რომ იგეგმება პარლამენტის შენობის A კორპუსის მესამე სართულის რეაბილიტაცია და შენობის შიდა ეზოს კეთილმოწყობაც, რაც ასევე 1,5 მილიონ ლარამდე დაჯდება. 


როგორც კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, არც ერთი დაგეგმილი სამუშაო საკანონმდებლო პროცესის შეფერხებას არ გამოიწვევს. 




მისივე განცხადებით, ამ ყველაფრის აღსრულება პარლამენტის აპარატმა უნდა უზრუნველყოს. 


„თანხებიც აპარატის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. საერთო ჯამში, ყველა სამუშაოს განსახორციელებლად, დაახლოებით, 4 მლნ – 4.5 მლნ ლარამდე დაიხარჯება“, – განაცხადა ოხანაშვილმა. 



ცნობისთვის, პარლამენტის შენობების რესტავრაცია–რეაბილიტაციის საკითხს არეგულირებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება „საქართველოს პარლამენტის სასახლეების (ქ. თბილის, ქ. ქუთაისი) თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით ჩასატარებელი კეთილმოწყობის, რეკონსტრუქციისა და რესტავრაციის სამუშაოების სრული და დეტალური საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონკურსის მეშვეობით განსახორციელებლად საქართველოს პარლამენტის საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“. 


კომისიაში შედიან პარლამენტის წევრები როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან და პარლამენტის აპარატის ყველა იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან თანამშრომელი, ვისაც ეს საკითხები შეეხებათ. კომისია სულ 18 წევრისგან არის წარმოდგენილი. 

 

 

 

ipn.ge

 

 

 

 



მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up