პარლამენტის კომიტეტებმა გარემოს დაცვის კუთხით ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის კომიტეტებმა გარემოს დაცვის კუთხით ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს

access_time2019-02-18 23:52:47

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ გარემოს დაცვის მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში მოისმინეს.


სხდომაზე საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გამოიტანა და დეტალურად ისაუბრა სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ, რომლებიც გამომდინარეობს ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებიდან. მისი განცხადებით, ამ ხელშეკრულებიდან გარემოს მიმართულებით საკმაოდ მრავალფეროვანი დავალებებია განსაზღვრული და სამინისტრო მათ შესასრულებლად ყველა ღონეს მიმართავს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროში მუშაობენ საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და დახვეწაზე, ვინაიდან საკანონმდებლო სფერო ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებას მოითხოვს.


როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მუშაობა მიმდინარეობს რამდენიმე აქტუალურ საკითხზე, მათ შორის: აკვაკულტურის მიმართულებით კანონმდებლობაზე; მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების კომპონენტი და ამ მიმართულებით მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემის დანერგვის საკითხი; სატყეო საკითხი; ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიმართულება; ინტეგრირებული სანებართვო ვალდებულებების დანერგვა. მისივე თქმით, უკვე ამ კვირაში პარლამენტს წარედგინება ტყის კოდექსის პროექტი, რომელიც მთავრობაში უკვე მოწონებულია.


მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე სრულიად იცვლება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკითხისადმი მიდგომა - მოთხოვნაა, რომ გარემოსათვის ზიანის მიმყენებელი ვალდებულია თვითონ განახორციელოს გარემოს აღდგენითი ღონისძიებები. მისი თქმით, ამ მიმართულებით კანონპროექტის განახლებული ვერსია პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე იქნება წარმოდგენილი.



მომხსენებლის განცხადებით, ევროკავშირის დირექტივებიდან გამომდინარე, უმთავრესი არის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, ვინაიდან თითქმის ყველა მიმართულებით ძირეული რეფორმებია განსახორციელებელი.


ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მინისტრის მოადგილემ ამომწურავად უპასუხა როგორც პარლამენტართა, ასევე სხდომაზე დამსწრე არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენელთა კითხვებს.


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავას განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომლებზეც კომიტეტს აუცილებლად ექნება რეაგირება, მათ შორისაა კონკრეტული პრობლემა, რომელიც გუდამაყრის ხეობას ეხება და პროექტი ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სავარაუდოდ, ორი საკომიტეტო მოსმენა დაინიშნება, ერთი ნებართვებთან დაკავშირებით, მეორე - ზოგადად ჰესებთან მიმართებაში.


„ვფიქრობ, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან ერთად გავმართოთ გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენა ჰესებთან დაკავშირებით, რადგან როგორც ჩანს საკმაოდ პრობლემური ხდება გარემოს მიმართულებით ეს საკითხი და მიგვაჩნია, რომ საჭიროა ამ ნაწილში ჩვენც ჩავერთოთ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.








კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს

კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს
access_time2019-05-25 20:00:07
გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო , რომლის ფარგლებშიც ამერიკულ კომპანიებს შტატების უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი სატელეკომუნიკაციო...

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“
access_time2019-05-25 18:00:50
„პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე, რადიო კომერსანტის გადაცემაში თოქ–შოუ „კომერსანტი LIVE“ დაზღვევის მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების არსებობის საჭიროებაზე საუბრობს. „ბოლო მონაცემებით საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანიაა,რომლებსაც განსხვავებული  გამოცდილება გააჩნიათ, არსებობენ ისეთი კომპანიები,რომლებიც ბანკთან არიან აფილირებულები. ბანკი,როგორც ფინანსური ინსტიტუცია დღეს ბევრ პროფილურ და არაპროფილურ ბიზნესშია წარმოდგენილი. დაზღვევასა და ბანკს შორის...

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...


მსგავსი სიახლეები

up