პარლამენტის და მართველი პარტიის არაკვალიფიციური გადაწყვეტილებების გამო, უკვე დამტკიცებული  რეგულაციების გადავადება ან გაუქმება ხდება

პარლამენტის და მართველი პარტიის არაკვალიფიციური გადაწყვეტილებების გამო, უკვე დამტკიცებული რეგულაციების გადავადება ან გაუქმება ხდება

access_time2019-04-17 11:00:16

ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ბევრი ახალი კანონი ამოქმედდა. მხოლოდ 2018  წელს საქართველოს პარლამენტმა 705 ახალი კანონი მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ თითოეული კანონი მოსახლეობაზე ზრუნვით იქმნებოდა.  თუმცა  ფაქტები სხვას აჩვენებენ - დეპუტატები კანონს ხშირად ისე იღებენ, რომ დოკუმენტი ბოლომდე წაკითხული და გააზრებულიც არ აქვთ. არავინ აკეთებს შედეგების პროგნოზირებას  და საბოლოოდ  დრო და ფინანსები იკარგება არასრულფასოვანი რეგულაციების მიღებაზე, გასწორებაზე და ისევ თავიდან მიღებაზე. არადა, პარლამენტარის პროფესიონალიზმი არის იმაში, რომ კანონმდებელმა მიიღოს წინასწარ გათვლილი, შედეგებზე ორიენტირებული საკანონმდებლო აქტი, რომელსაც რამდენიმე თვეში არ მოჰყვება შეცდომების აღიარება და გამოსწორების გზებზე ხელახალი  მსჯელობა.


ჩვენს რეალობაში კი სწორედ საკანონმდებლო და მთლიანად მმართველი გუნდის გაუაზრებელი გადაწყვეტილებები ხდება იმის მიზეზი, რომ ხშირად უკვე დამტკიცებული და ძალაში შესული კანონის გადავადება ან გაუქმება ხდება.


“კომერსანტი იმ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებისა და რეგულაციას შეგახსნებთ, რომელიც ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ამოქმედდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ან გადაიდო ან საერთოდ გაუქმდა.



პოლიეთილენის პარკების აკრძალვა


2019 წლის 1-ლი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. წესის დარღვევა გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარით გამოიწვევს, ამ შემთხვევაშიც შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.


რეგულაციის ამოქმედებიდან 16 დღის გასვლის შემდეგ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი კახა კუჭავა აცხადებს, რომ პოლიეთილენის პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, შესაძლოა გადაიხედოს. მისი თქმით, მწარმოებლებისთვის მიცემული დრო გადაიარაღებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.


„მიუხედავად არსებული რისკებისა, „სხვა გზა არ არსებობდა“, -ასე აფასებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პირველ აპრილს ამოქმედებულ რეგულაციას. დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი რეგულაცია პრაქტიკაში გამოიცდება, გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში კი, დოკუმენტში შესაბამისი ცვლილებებიც განხორციელდება.


საბანკო რეგულაციები გადამხდელუნარიანობის ანალიზის გარეშე სესხის გაცემა აიკრძალა


სებ-ის ახალი რეგულაციების მიხედვით, შეიცვალა სესხის მოცულობის ლიმიტები და კოეფიციენტები. თითოეული მოქალაქისთვის დაწესდა ის ჰიპოთეტური ჭერი, რაც მან სესხის სახით შეიძლება აიღოს.


მაგალითად, თუ თქვენი შემოსავალია თვეში 2000 ლარი, თქვენ არ შეგიძლიათ აიღოთ სესხი, რომლის მომსახურებაც თვიურად 900 ლარს აჭარბებს.



4 საშემოსავლო კატეგორია და მათთვის განსაზღვრული ჭერი ასეთია:


  1. თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს);



2) თვეში 1000-2000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 45%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 900 ლარს);


3) თვეში 2000-4000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 55%- (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 2200 ლარს);


4) თვეში 4000 ლარზე მეტი, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, თქვენი შემოსავლის 60%-ს არ აღემატება.


საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან 2 თვეში მთავრობა მათ შერბილებაზე ალაპარაკდა. ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, შეიძლება მოხდეს კოეფიციენტის კორექტირება, სხვადასხვა ელემენტის კორექტირება, მაგრამ ვექტორები და მიმართულებები არ შეიცვლება


სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელების მიერ საკუთრება აკრძალვა


2017 წლის 26 ივნისს პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა. თუმცა, 9 თვის შემდეგ სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ,,ქართული ოცნების” დეპუტატი ოთარ დანელია აღიარებს, რომ მიწის მორატორიუმმა სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები მნიშვნელოვნად შეაფერხა. მისი თქმით, ამ მორატორიუმის გამო სოფლის მეურნეობაში 200 მილიონი ლარი ვერ შევიდა. შედეგად დანელიამ პარლამენტს  „სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ“ ახალი კანონი  წარუდგინა.


ახალი სავიზო რეგულაციები


იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, 2014 წელს 24 ქვეყანას გაუუქმდა უვიზო რეჟიმი და გართულდა უცხოელების საქართველოში შემოსვლის პროცედურები. შედეგად, ახალმა რეგულაციებმა ტურისტული ნაკადი შეამცირა. ქვეყანამ კი, დაახლოებით, 100 მლნ აშშ დოლარით იზარალა. ამ ტენდენციის შესაჩერებლად მთავრობა იძულებული გახდა, კვლავ შეეცვალა კანონი.


ავტოტრანსპორტით ხორბლის შემოტანის აკრძალვა


ხორბლის შემოტანის აკრძალვა 2018 წლის 15 სექტემბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა პირველ ოქტომბრამდე გადავადდა. ამას ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავი მეწარმეების და მძღოლების საპროტესტო აქცია მოჰყვა, რის შემდეგაც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ  საქართველოს მთავრობამ მძღოლების მოსაზრება და მდგომარეობა გაითვალისწინა, ამიტომ ხორბლის იმპორტზე შეზღუდვები 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა.


ეტიკეტირების  ახალი რეგულაციები


2018 წლის სექტემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების - სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“.ბიზნეს სექტორის ინფორმირების მიზნით, გაიმართა შეხვედრები, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებმა დამატებითი ვადა მოითხოვეს და კანონმდებლობის ამოქმედების თარიღის გადაწევის შესახებ მთავრობას მიმართეს.საქართველოს მთავრობამ ბიზნესსექტორის ინიციატივა გაითვალისწინა და ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა 6 თვით, 2019 წლის მარტამდე გადასწია. მოგვიანებით კი გადაწყდა, რომ ახალი რეგულაცია მარტის ნაცვლად, სექტემბერში ამოქმედდება. 


სპირტიანი სასმელის საწარმოებლად ნეიტრალური სპირტის გამოყენების აკრძალვა


2024 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიწია აკრძალვამ, რომლის მიხედვით, სპირტიანი სასმელის საწარმოებლად ნეიტრალური სპირტის გამოყენება დაუშვებელი ხდება.ამასთან ერთად, გადავადდა ნორმა რომლის მიხედვით, ღვინისა და სპირტიანი სასმელის ეტიკეტებზე აღნიშვნა - “ქართული ბრენდი“ ნებადართულია, თუ ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85%-ს საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებულ სპირტს შეადგენს.


ღვინის მწარმოებლებისთვის ეს შეზღუდვები ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან უნდა შესულიყო, თუმცა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას ინიციატივით, ინიცირებულია პროექტი, რომლის მიხედვით, “ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის შესაბამისი ნორმები 2019 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შევა ძალაში.


მაშინ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რეგულაციები ბიზნესის წარმომადგენელთა თხოვნით გადავადდა. მისივე განმარტებით, კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა, რომ ბიზნესსექტორი დაგეგმილი ცვლილებებისთვის მზად არ იყო.


ბაჩო ადამია






კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს

კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს
access_time2019-05-25 20:00:07
გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო , რომლის ფარგლებშიც ამერიკულ კომპანიებს შტატების უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი სატელეკომუნიკაციო...

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“
access_time2019-05-25 18:00:50
„პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე, რადიო კომერსანტის გადაცემაში თოქ–შოუ „კომერსანტი LIVE“ დაზღვევის მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების არსებობის საჭიროებაზე საუბრობს. „ბოლო მონაცემებით საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანიაა,რომლებსაც განსხვავებული  გამოცდილება გააჩნიათ, არსებობენ ისეთი კომპანიები,რომლებიც ბანკთან არიან აფილირებულები. ბანკი,როგორც ფინანსური ინსტიტუცია დღეს ბევრ პროფილურ და არაპროფილურ ბიზნესშია წარმოდგენილი. დაზღვევასა და ბანკს შორის...

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...


მსგავსი სიახლეები

up