“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის რეგულაციები თამბაქოს ახალ ნაწარმზეც გავრცელდება.

“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის რეგულაციები თამბაქოს ახალ ნაწარმზეც გავრცელდება.

access_time2019-06-17 09:05:50

“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის რეგულაციები თამბაქოს ახალ ნაწარმზეც გავრცელდება. უმრავლესობის დეპუტატთა მიერ ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანონში თამბაქოს ახალი ნაწარმისა და ელექტრონული სიგარეტის ცნებები ჩნდება.


პროექტის თანახმად, განისაზღვრა თამბაქოს ახალი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსების თაობაზე შეტყობინების წესი. თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებლები დაიმპორტიორები ვალდებულნი ხდებიან შეატყობინონ სამინისტროს ნებისმიერი თამბაქოს ახალი ნაწარმის შესახებ, რომლის საქართველოს ბაზარზე განთავსებასაც ისინი გეგმავენ. შეტყობინება სამინისტროს უნდა მიეწოდოს სამინისტროს მიერ განსაზღვრული ფორმით, საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე სამი თვით ადრე.


შეტყობინებას თან უნდა ერთვოდეს თამბაქოს ახალი ნაწარმის დეტალური აღწერა, ასევე მისი გამოყენების ინსტრუქცია და ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების და გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ.



პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, თამბაქოს ახალ ნაწარმზე გავრცელდება სამედიცინო გაფრთხილების დატანის განსხვავებული წესი: თამბაქოს ახალი ნაწარმის თითოეულ შეფუთვაზე განთავსდება საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება (პიქტოგრამის გარეშე). სამედიცინო გაფრთხილების ორ ნიმუშს მთავრობა დაამტკიცებს.


პროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია, დავით სონღულაშვილი, სულხან მახათაძე, ირაკლი მეზურნიშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს 17 ივნისის სხდომაზე წარედგინება.





ირაკლი ყიფიანი: როდესაც ლარი ასე მკვეთრად უფასურდება, პრობლემა მთავრობის ეკონომიკურ გუნდში და მის პოლიტიკაშია, ვიდრე ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებში

ირაკლი ყიფიანი: როდესაც ლარი ასე მკვეთრად უფასურდება,  პრობლემა  მთავრობის ეკონომიკურ გუნდში და მის პოლიტიკაშია, ვიდრე ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებში
access_time2019-07-23 16:30:11
 „იმ პირობებში, როდესაც ლარი ასე მკვეთრად უფასურდება,  პრობლემა  მთავრობის ეკონომიკურ გუნდში და მათ მიერ განხორციელებულ პოლიტიკაშია, ვიდრე ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებში,“— ასე ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ყიფიანი ლარის კურსის ბოლოდროინდელ არასტაბილურობას. მისი განმარტებით, რეალურად, ეროვნული ბანკის ფუნქციაა ფასების სტაბილურობა და  ეკონომიკის  ინფლაციური პროცესებისგან დაცვა....

კომპანია „ფრანს ავტო“ საქართველოს მთავრობისთვის 135 თეთრი ფერის Renault Duster-ს რუმინეთიდან ჩამოიყვანს

კომპანია „ფრანს ავტო“ საქართველოს მთავრობისთვის 135 თეთრი ფერის Renault Duster-ს რუმინეთიდან ჩამოიყვანს
access_time2019-07-23 15:30:15
საქართველოს მთავრობა 135 თეთრი ფერის Renault Duster შეისყიდის. ამის შესახებ კომერსანტს კომპანია „ფრანს ავტოს“ გაყიდვებისა და ლოგისტიკის ხელმძღვანელმა განუცხადა. თამარ მეტრეველის თქმით, მანქანებს კომპანია ევროპიდან, კერძოდ კი რუმინეთიდან ჩამოიყვანს. ავტომობილის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები კი შემდეგნაირია: ძრავა 1,6,  115 ცხენის ძალა, გადაცემათა კოლოფი - 6-სიჩქარიანი მექანიკა, 4X4, მაქსიმალური სიჩქარე – 163 კილომეტრია...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9000 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9000 ლარად ივაჭრება
access_time2019-07-23 13:16:07
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათზე ერთი დოლარი 2,900 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2357 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.აღსანიშნავია, რომ დღეს დილით, 11 საათისთვის Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.8900 ლარად...

4Hospitals - საიმედო პარტნიორი

4Hospitals - საიმედო პარტნიორი
access_time2019-07-23 10:30:06
4Hospitals წარმოადგენს სამედიცინო პროდუქციის და სერვისის მიმწოდებელ კომპანიას კლინიკებისათვის. კომპანია 5 წლის წინ დაარსდა და დღეს უკვე მრავალი გლობალური ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში და ახლა უკვე - სომხეთშიც. კომპანია 1000-ზე მეტი დასახელების სამედიცინო პროდუქტს აწვდის საქართველოს 100 მეტ კლინიკას, რომელთა მომხმარებელია მრავალი ექიმი და მათი მეშვეობით ასეულ ათასობით პაციენტი. დაარსების დღიდან კომპანიამ...

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო
access_time2019-07-22 20:00:40
“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის...


მსგავსი სიახლეები

up