პარლამენტი “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს

პარლამენტი “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს

access_time2019-09-15 12:20:39

პარლამენტი “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს.


16 სექტემბერს, საკანონმდებლო პაკეტს საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვისა და უშიშროების, საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანდაცვის კომიტეტები ერთობლივ სხდომაზე განიხილავს.


პროექტრის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ახალი თანამდებობის, კერძოდ კი, ოპერატიული მუშაკის შემოღება იგეგმება.


არსებული კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების ჩატარებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებას ანიჭებს, თუმცა აღნიშნული ფუნქციების შესრულებას მხოლოდ გამომძიებელს აკისრებს. მომზადებული პროექტის მიხედვით, ოპერატიული მუშაკის ფუნქციად განისაზღვრება სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეებზე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება და საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას გამომძიებელთა დახმარება (ამოსაცნობი პირის ანალოგების მოძიება, შემთხვევის ადგილის დაცვა, დაკავების პროცესში დახმარება და ა.შ.). ოპერატიული მუშაკი თანამდებობაზე კონკურსის საფუძველზე დაინიშნება, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით სპეციალური წოდება მიენიჭება და მიეცემა უფლება, “პოლიციის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით, გამოიყენოს ფიზიკური ძალა, ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები.



ამავე ცვლილებებით, სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის მიერ საქმის ზედამხედველი პროკურორისთვის მიმართვის 20 დღიანი ვადა 14 დღემდე მცირდება, ხოლო სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში კონკრეტულ მტკიცებულებათა შეტანის ვადა საერთოდ უქმდება.


გარდა ამისა, პირებს, რომელთაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის თანამდებობაზე დასანიშნად, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ.


კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - ანრი ოხანაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, სოფიო კილაძე, გოგა გულორდავა, რატი იონათამიშვილი და ირაკლი (დაჩი) ბერაია.



IPN





საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-მდე გაზარდა და ამით სესხები გააძვირა

საქართველოს ეროვნულმა  ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-მდე გაზარდა და ამით სესხები გააძვირა
access_time2019-12-11 12:16:35
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0 პროცენტი შეადგინა. ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის...

ირაკლი ხმალაძე - უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება 300 მიკროავტობუსის შესყიდვაზე, რასაც მუნიციპალიტეტი განახორციელებს

ირაკლი ხმალაძე - უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება 300 მიკროავტობუსის შესყიდვაზე, რასაც მუნიციპალიტეტი განახორციელებს
access_time2019-12-11 11:56:16
„მერია და მიკროავტობუსების კომპანია ერთობლივად ვიწყებთ მიკროავტობუსების ჩანაცვლებას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მძიმეა, ჩვენი კონცეფცია, რომელიც უკვე შეთანხმებულია, არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ხმალაძის თქმით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება...

„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა სპეკულაციურ განცხადებებს შეაჩერებს“

„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა  სპეკულაციურ განცხადებებს შეაჩერებს“
access_time2019-12-11 11:30:10
„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა შეაჩერებს იმ სპეკულაციურ განცხადებებს, რომელიც მოსახლეობასა და ექსპერტებს აქვთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ასოციაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის დაანონსებას“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა  დირექტორმა  ირაკლი მარგველაშვილმა  მას შემდეგ ესაუბრა,...

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე
access_time2019-12-10 20:30:01
„მე ამის არა მხოლოდ მომხრე ვარ, არამედ შინაარსობრივადაც მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ გეგმის საბოლოოდ დამუშავებაში, რომ ჩვენ დაძინებული 150 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც აქ გვიდევს და გაყინულია, გავაღვიძოთ“-ამის შესახებ ახალი საქართველოს თავჯდომარემ და სტრატეგია აღმაშენებლის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა თავისუფალ ბაზარში, პრივატიზაციის პროექტზე...

1 იანვრიდან მუშაობას დასაქმების სააგენტო იწყებს - გაამართლებს თუ არა სახელმწიფოს მესამე მცდელობა

1 იანვრიდან მუშაობას დასაქმების სააგენტო იწყებს - გაამართლებს თუ არა სახელმწიფოს მესამე მცდელობა
access_time2019-12-11 10:00:23
2020 წლის 1 იანვრიდან შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევის საპასუხოდ დასაქმების სააგენტო ამოქმედდება. რამდენი იქნება სააგენტოს ბიუჯეტი, რამდენი ადამიანი დასაქმდება სააგენტოში,რა მიმართულებაზე გააკეთებს აქცენტს სააგენტო და საზოგადოების რომელი ჯგუფი იქნება პრიორიტეტი სააგენტოსთვის? საკითხზე „კომერსანტთან“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან...


მსგავსი სიახლეები

up