„პარლამენტი, ნდობადაკარგული ორგანო“ - დეპუტატები NDI-ის კვლევას აფასებენ

„პარლამენტი, ნდობადაკარგული ორგანო“ - დეპუტატები NDI-ის კვლევას აფასებენ

access_time2020-01-16 18:00:25

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის შედეგები გაასაჯაროვა.  გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე ცუდად პარლამენტისა და მთავრობის საქმიანობას აფასებს.  კერძოდ, NDI-ის კვლევის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა რესპონდენტთა 40 %-მა უარყოფითად შეაფასა.

 

კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აფასებენ კვლევის შედეგებს  მაჟორიტარი დეპუტატები და მიიჩნევენ თუ არა, რომ  გასაჯაროვებული ინფორმაცია რეალურია.

 

საზოგადოებაში გაჩენილ უარყოფით დამოკიდებულებას დებუტატი  სულხან მახათაძე იმით ხსნის, რომ მოსახლეობამდე არ მიდის პარლამენტის მიერ გაკეთებული საქმეები და მხოლოდ ოპოზიციის მხიდან გაშუქებულ უარყოფით დამოკიდებულებას ეყრდნობიან.

 

„სამუშაო  პროცესი რაც პარლამენტში მიმდინარეობს ნათლდ არ არის გაშუქებული და საზოგადოებამდე მიტანილი. სამწუხაროა, რომ მოსახლეობა  მხოლოდ იმ მასკარადს ხედავს, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან აქვს ადგილი და მოსახლეობას უქმნის უარყოფით განწყობას, რაც კვლევებშიც აისახება.“-აცხადებს სულხან მახათაძე და იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ NDI- ის კვლევებს, სკეპტიკურად უყურებს.  


მიზეზი კვლევის შედეგებია, სადაც ხშირ შემთხვევაში ოპოზიციის ლიდერები იკავებენ პირველ ადგილს, რაც მახათაძეს არარეალურად მიაჩნია.

 

რაც შეეხება იმ კონკრეტულ საკითხებს, რომელსაც პარლამენტი საზოგადოებისთვის დადებითად განიხილავს, თუმცა მოსახლეობას სწორად ვერ აწოდებენ. დეპუტატი აკონკრეტებს, რომ საკითხი ეხება როგორც  ფინანსურ ნაწილს, ასევე არის საკითხები რომლებიც,  ინსტიტუტების გაძლიერებასა და მათი ბიუროკრატიული პროცესების შემცირებას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, თუ რა შეღავათებს მიიღებს მოსახლეობა შექმნილი ცვლილებების გამო. ასევე ძლიერდება სხვადასხვა  ინსტიტუტები,  რომლებიც ჩართულები არიან საზოგადოების ცხოვრების კეთილდღეობაში.



„კომერსანტის“ კითხვაზე ხედავს თუ არა  სულხან მახათაძე საკუთარ პასუხისმგებლობას,  როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი პარლამენტის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, დეპუტატი აცხადებს, რომ:


„როგორც ჩემს ასევე მთლიანი პარლამენტის პასუხისმგებლობას ვხედავ ამაში. ეს მხოლოდ სახელისუფლებო გუნდზე არ არის დამოკიდებული,  პასუხისმგებლობის ნაწილი  ოპოზიციაზეცაა  და უარყოფითი შეფასების დიდი წილი მათი აქტიურობის დამსახურებაა, რომ ნებისმიერი საქმიანობის  ცუდი მხარე დაანახონ მოსახლეობას.“-ამბობს მახათაძე.

 

NDI- ის კვლევები შეაფასა „კომერსანტთან“ დეპუტატმა გიგა ბუკიამ. მისი თქმით ,2012 წლის შემდეგ,  პარლამენტში მიღებული კანონების უმეტესობა, არის ადამიანის უფლებების,   ბიზნესის ხელშეწყობისა და მოსახლეობის კეთილდღეობისკენ  მიმართული. გიგა ბუკია მიიჩნევს, რომ  პარლამენტის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილებები  მოსახლეობამდე ვერ  მიდის.

 

„NDI- ის კვლევები და შემდგომ საარჩევნო ციფრები ერთმანეთს არასდროს ემთხვევა. ეს არის ყველაფრის პასუხი რამდენად სწორია მათი დასკვნები. პარლამენტისა  და  ხელისუფლების მიმართ უარყოფით შეფასება,  ისევ უმრავლესობის სერიოზულ ნაკლად მიმაჩნია, რადგან ისინი არ აწოდებენ მოსახლეობას რეალურ სურათს, თუ რა კეთდება ქვეყანაში და ამით მეორე მხარე სარგებლობს. მათ იციან მხოლოდ ის მხარე, რასაც ოპოზიცია აშუქებს.  პარლამენტი არის ნდობადაკარგული ორგანო,  რადგან საზოგადოება  ხშირად უყურებს ზღვარგადასულ ურთიერთობას პოზიცია ოპოზიციას შორის.“-ამბობს ბუკია.

 

დეპუტატი იმ საკითხებზე საუბრობს, რომლისთვისაც  ხელისუფლებას სხვა მიმართულება უნდა მიეცა, რათა მოსახლეობის კეთილგანწყობა დაემსახურებინა.


„გამოვყოფდი მარიხუანაზე და  ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას, რომელზეც დამოკიდებულება ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა. ასევე პროპორციული არჩევნები, მოსამართლეების დანიშვნა, იყო რამდენიმე მოსამართლე,რომლის დანიშვნაც შეცდომად  მიმაჩნია. ამ ყველაფერმა  ნეგატიური დამოკიდებულებები გამოიწვია და აისახა კიდეც კვლევაში.


პოზიტიურ ნაბიჯებს რაც შეეხება, შედარებითია ყველაფერი რა იყო 2012 წლამდე და რა არის დღეს. თუნდაც  ადმინისტრაციული სასჯელი, რომელიც 90 დღიდან 15 დღემდე შემცირდა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ  ის ოჯახები,  რომელთა წევრებიც დაიღუპნენ საქართველოს  დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, ყოველთვიურად 1000 ლარს იღებენ.  მაშინ როდესაც მხოლოდ  130 ლარი ჰქონდათ ფულადი დახმარება.  მნიშვნელოვანია სწორად დაანახონ და მიაწოდონ მოსახლეობას ის საქმიანობა რასაც აკეთებენ.“-აცხადებს გიგა ბუკია.


ნათია ლომიძე 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up