პარლამენტი ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს

პარლამენტი ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს

access_time2019-07-22 12:10:43

პარლამენტი დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს.


“საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებსა და მისგან გამომდინარე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე 23 ივლისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი ვოლსკი, შოთა ხაბარელი, ბექა ოდიშარია, ლევან კობიაშვილი, სოფიო კილაძე, მარიამ ჯაში და მიხეილ ყაველაშვილი.


“საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილი იქნება ექსპლუატაციაში მიიღოს საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა, მათ შორის შენობა-ნაგებობების კომპლექსის დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი მშენებლობადამთავრებული ობიექტი, თუ მშენებლობა ნაწარმოებია შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის (რომელზეც გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა) დარღვევით, განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ცვლილებით, ფუნქციური ზონირების დარღვევით, ასევე თუ მშენებლობა ნაწარმოებია - შეუსაბამო მიწის ნაკვეთზე.


ექსპლუატაციაში მიღება იმ ობიექტებს ეხება, რომლებზეც გაცემულია მშენებლობის ნებართვა და 2019 წლის 15 მაისის მდგომარეობით მშენებლობა დამთავრებულია.


მშენებლობა დამთავრებულად მიიჩნევა ობიექტი, რომლის ძირითადი კონსტრუქციული სისტემისა და ექსტერიერის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებისა.


დაინტერესებულმა პირმა, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში უნდა მიმართოს.


აღსანიშნავია, რომ სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობების ექსპლუატაციაში მიღება - ე.წ ამნისტია არ გულისხმობს დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლებას ან სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის ბიუჯეტში ჯარიმის, საურავის ან მისი ნაწილის სახით გადახდილი თანხის სამართალდამრღვევ სუბიექტისათვის უკან დაბრუნებას.


“საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ გარდა, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსშიც“ ხორციელდება, რომლის მიხედვით, შესაბამისი ნებართვის გარეშე მშენებლობა, მშენებლობის წარმოება სანებართვო პირობების დარღვევით და მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.


საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს დაახლოებით ერთი თვის წინ წარედგინა.


IPN






„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა

„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა
access_time2020-02-22 10:55:18
კომპანია „სოკარმა“ CSR სტრატეგიის - „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ 2019 წლის ანგარიში წარადგინა. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ დამსწრეებს გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო. ღონისძიება პანელური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. კომპანიის CSR სტრატეგიის თითოეულ მიმართულებაზე სხვადასხვა პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაციის და საინიციატივო...

„გრანთ თორთონი“ - გლობალური ქსელის მოგებამ 2019 წელს 5,720 მილიარდი შეადგინა

„გრანთ თორთონი“ - გლობალური ქსელის მოგებამ 2019 წელს 5,720 მილიარდი შეადგინა
access_time2020-02-22 09:30:25
რადიო „კომერსანტის“ და აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონის“ ერთობლივ გადაცემაში ჩემი აუდიტორი  „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ კომპანიის გლობალური და ლოკალური ფინანსური წელი შეაჯამა. საერთაშორისო ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ჯამური ბრუნვა 5,720 მილიარდ დოლარს შეადგენს,რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია კომპანიის ზრდის ისტორიაში.40%-იანი ზრდაა დაფიქსირებული ადგილობრივ ბაზარზეც. ვახტანგ...

როგორ მოეწყობა ჭავჭავაძის გამზირის და გობრონიძე-ხიზანიშვილის სატრანსპორტო ნაწილი (რენდერები)

როგორ მოეწყობა ჭავჭავაძის გამზირის და  გობრონიძე-ხიზანიშვილის სატრანსპორტო ნაწილი (რენდერები)
access_time2020-02-22 11:00:35
თბილისის ფორუმზე გამოქვეყნდა რამდენიმე რენდერი, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე და გლდანში განახლებული ქუჩების გარკვეული მონაკვეთების სავარაუდო მოწყობას გვიჩვენებს. ყველა გამოქვეყნებულ რენდერზე ჩანს ახალი “ბასლეინები”. თუმცა, განსაკუთრებით საინტერესოა ჭავჭავაძის გამზირის ახალი სქემა, რადგან აქ, სპეციალური საავტობუსო ხაზისა და გაჩერებების მოწყობა გზის ცენტრალურ ნაწილშია დაგეგმილი. მოცემული რენდერები არაოფიციალური ხასიათისაა და შესაძლოა არ ემთხვეოდეს...

ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა

ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა
access_time2020-02-22 10:00:29
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ და მისმა წევრმა 37 კლინიკამ  საქართველოს მთავრობისთვის ახალი წერილი მოამზადა. ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა. მედიკოსები წერილში წერენ, რომ ჯანდაცვის სამინისტოს მიდგომა მედიცინის რამდენიმე წამყვან დარგს გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს. თეთრ ხალათიანები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-21 21:30:32
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როგორ ემზადება ხელისუფლება ხანძარსაშიში სეზონისთვის - ზაფხულამდე 3 თვე რჩება „კომერსანტი“ დაინტერესდა არის თუ არა მზად და რა ღონისძიებებს ახორციელებს...


მსგავსი სიახლეები

up