პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობას დღეიდან განაახლებს

პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობას დღეიდან განაახლებს

access_time2021-01-04 11:09:17

პარლამენტი დღეიდან “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობას განაახლებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას მეორე მოსმენით, მუხლობრივად იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ და სავარაუდოდ, იმავე დღეს სესიაზე გავა.



არსებული პროექტის მიხედვით, ამნისტიის აქტი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ვრცელდება. ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არმქონეა, თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან თუ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაურა.




“ჩვენ ვიმუშავებთ გარკვეული მიმართულებით, გვაქვს გარკვეული მონახაზი, თუ როგორი იქნება მეორე მოსმენისთვის კანონპროექტი. შედეგად მივიღებთ დაბალანსებულ და სრულფასოვან ამნისტიას, რომლითაც საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე ისარგებლებს. მუშაობა წავიდა იმ მიმართულებით, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მეტი შეღავათის მიმცემი მოქალაქეებისთვის. ჩვენი სურვილია, გარკვეული გაფართოება ამნისტიის არეალის და მათ შორის, ბუნებრივია, იყოს ყველა ისეთი დანაშაული, რომელიც ერთი მხრივ, ინარჩუნებს იმ ძირითად მიდგომებს, რომელსაც ეფუძნებოდა თავდაპირველად ამნისტიის კანონპროექტი და მეორე მხრივ, ეს საფრთხეს არ უქმნიდეს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. ეს მნიშვნელოვანი კრიტერიუმია და ამ კრიტერიუმების მიხედვით, გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ვფიქრობ, რომ იარსებებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ პროექტის პირველი მოსმენით წარდგენისას.



IPN.GE




თეგები:
პარლამენტი



Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი

Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი
access_time2021-02-26 20:00:16
ათწლეულების მანძილზე ევროპის ავიაციაში 3 ურყევი ფაქტი იყო - პირველი - ბრიტანეთს ავიარეისების ყველაზე დიდი რაოდენობა აქვს, მეორე - ლონდონი სხვა ქალაქებთან ყველაზე უკეთესადაა დაკავშირებული, მესამე - აეროპორტი „ჰიტროუ“ პირველ ადგილზეა მგზავრთა რაოდენობით. პანდემიამ და მის წინააღმდეგ ბრძოლამ ეს ურყევი რეალობა რადიკალურად შეიცვალა - ამაზე საავიაციო ბიულეტენის The Anker Report-ის ექსპერტის რალფ ანკერის მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგები მეტყველებს. მან...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-26 21:00:20
 დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ...

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია "5 ელემენტი" გამოჩნდა

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია
access_time2021-02-26 19:00:23
ქართული ტურისტული ბაზრისთვის სრულიად განსხვავებული და უნიკალური ტურებით ახალი კომპანია „5 ელემენტი“ გამოჩნდა.როგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინო წიკლაურმა განაცხადა, კომპანიის ტურები იქნება ბევრი ელემენტის ერთობლიობა, როგორიცაა: ქვესტები, ფიზიკური თუ ინტელექტუალური აქტივობები, დრონით გადაღება, ვიდეო მონატაჟი. „გარდა ამისა, ტურებში აუცლებლად იქნებიან საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანები, რაც კიდევ უფრო სხვა ელფერს შესძენს ჩვენს ტურებს“, – დასძენს...

უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-02-26 18:16:21
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დღეს გამართულ ტურიზმის კომიტეტის სხდომაზე ასოციაციის წევრებმა იმ აუცილებელ დამატებით ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტურისტული სეტორის დროულ აღდგენას შეუწყოფს ხელს. შეხვედრაზე, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდა, საუბარი შეეხო სახმელეთო საზღვრის ეტაპობრივი გახსნის საჭიროებას, რადგანაც ამ გზით ქვეყანაში ტურისტების შემოსვლის გარეშე დროულ...

გერმანიაში დასაქმების პროგრამა სიღარიბის დაძლევის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიდუხჭირის აღმოფხვრის გზა ნამდვილად არ არის

გერმანიაში დასაქმების პროგრამა სიღარიბის დაძლევის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიდუხჭირის აღმოფხვრის გზა ნამდვილად არ არის
access_time2021-02-26 17:10:15
ფერმერთა ასოციაცია ქართველების გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამას ნაწილობრივ აკრიტიკებს. ნინო ზამბახიძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანებს მიგრაციისკენ უბიძგებს. ზამბახიძე ეჭვობს, რომ გერმანიაში 3 თვით წასული მოქალაქეები საქართველოში დაბრუნებისგან თავს შეიკავებენ.   „ქართული შრომის ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა კვალიფიციური კადრები იყო. სოფლის მეურნეობის სექტორი დასაქმების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გახლდათ....


მსგავსი სიახლეები

up