“პარკირების სფერო თბილისში მთლიანად მოშლილია და მეეჭვება, რომ არაპროფესიონალიზმის გამო მერიამ ამის დარეგულირება მოახერხოს“

“პარკირების სფერო თბილისში მთლიანად მოშლილია და მეეჭვება, რომ არაპროფესიონალიზმის გამო მერიამ ამის დარეგულირება მოახერხოს“

access_time2019-05-15 12:00:24

„შეიქმნება პარკირების მართვის ეფექტიანი სისტემა. განვითარდება ახალი საპარკინგე სივრცეები, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგები,“ - ეს დაპირება თბილისის მერობის კანდიდატის, დღეს უკვე მერის კახა კალაძის საარჩევნო პროგრამის ნაწილია. თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა და მისი მერობიდან წელიწადნახევრის შემდეგ  ეს საკითხი ამ დრომდე მოუგვარებელია. 


წელიწადნახევრის შემდეგ რა გეგმები აქვს  დედაქალაქის ტრანსპორტის სამსახურს - როგორც მათი პრესსამსახური დაგვპირდა, კომერსანტის კითხვებზე პასუხის გაცემას ამ დღეებში შეძლებენ . 


მანამდე პარკირების პრობლემაზე ჩვენთან „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი საუბრობს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მერის დაპირების მიუხედავად დედაქალაქში პრობლემა არ მოგვარებულა.


„ვხედავთ, რომ კახა კალაძის დაპირება ვერ შესრულდა, ზუსტად ვიცი არგუმენტი ექნებათ ასეთი: ჯერ საზოგადოებრივ ტრანსპორტს განავითარებენ და შემდეგ დაიწყებენ პარკირების პრობლემის მოგვარებას. პარკირების მოგვარებას შეეცდებიან გადასახადის გაძვირების გზით. ასეთი მეთოდებისთვის მიუმართავთ სხვადასხვა ქვეყანაში მაგრამ, პირველ რიგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს განვითარებული. მე თუ ვიცი, რომ 2 საათი გაჩერება შეიძლება 10 ლარი დამიჯდეს ამ შემთხვევაში ვამჯობინებ, რომ ავტობუსით ან მეტროთი წავიდე. დედაქალაქის პრობლემებს რომ გავყვეთ, საცობი იქნება ეს, პარკირება, თუ ნებისმიერი სხვა, ისევ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მივდივართ,“ - განაცხადა დავით მესხიშვილმა.



დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ სანამ  დედაქალაქის მერია სერიოზული პარკირების პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს, არსებობს საკითხები, რომლის მოგვარებაც თბილისის მერიას ახლა შეუძლია.


„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი იმ კონკრეტულ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც მძღოლებს თავისუფლად პარკირებაში ხელს უშლის. მისივე თქმით, დედაქალაქის მოსახლეობისთვის და მძღოლებისთვის საერთო სარგებლობის დაახლოებით 25 პროცენტი კერძო პირების მიერ   მიტაცებულია და ეს არის პირდაპირ მერიის პასუხისმგებლობაა.


„ახლავე შეიძლება 20-25 პროცენტი პარკირების დაკარგული ადგილის დაბრუნება მძღოლებისთვის. ამ ადგილების დაბრუნებას ინვესტიცია არ სჭირდება, სჭირდება სწორი მენეჯმენტი და ამ დარღვევებზე რეაგირება. მათ შეუძლიათ ის პრობლემები მაინც მოაგვარონ, რაც ხელის გულზე დევს და ჩანს.


დღეს დედაქალაქში პარკირების ადგილები მითვისებულია. უამრავ ადგილზე ასფალტი არის დაზიანებული და ჩაბეტონებულია რკინის მილები, თვითნებურად ვიღაცეების მიერ გაბმულია ჯაჭვები, ეს შეიძლება იყოს კომერციული ობიექტის მეპატრონე ან იქ მცხოვრები. ქალაქი დამახინჯებულია პარკირების თვითნებური რკინის კონსტრუქციების განთავსებით.



მითვისებულია ასევე ავტოსადგომის მორიგეების („სტაიანშიკი“) მიერ, პირდაპირ ღობავენ ტერიტორიებს და მანქანას ვერ გააჩერებ, თუ თანხა არ გადაუხადე;


პარკირების ადგილზე  დგას მიტოვებული ავტომანქანებიც;


პარკირების ადგილზე დგას ავტომობილის გაქირავების ბიზნესიც;


პარკირების ადგილებზე ნაგვის ბუნკერებიც დგას;


ასეთია დავით მესხიშვილის მოგვარებად პრობლემათა ჩამონათვალი.


„ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სითი პარკის გასვლის შემდეგ ქალაქში მდგომარეობა კი არ გაუმჯობესდა, გაუარესდა. მენეჯმენტი არის შესაცვლელი სატრანსპორტო კომპანია პრობლემას ვერ მოაგვარებს, მათ არანაირი გამოცდილება არ აქვთ, პრობლემის მოგვარების. იმისთვის რომ ეს პრობლემა გადაჭრას ძალიან გამოცდილი კომპანიაა საჭირო. ისეთი წარსული უნდა ჰქონდეს, რომ ესეთი რამ გაკეთებული ჰქონდეს, რომელიმე ქვეყანაში. წარმოდგენა არ აქვთ არც პარკირების მოდელზე არც სისტემაზე და არც დარგის სპეციალისტი ჰყავთ. პარკირების სფერო თბილისში მთლიანად მოშლილია და მეეჭვება, რომ არაპროფესიონალიზმის გამო მერიამ ამის დარეგულირება მოახერხოს“,- განმარტავს დავით მესხიშვილი.


როგორც დავით მესხიშვილი აცხადებს სატრანსპორტო კომპანია სანქციების აღსრულების ნაწილშიც სუსტია. მისივე თქმით კომპანიის თანამშრომლებს არ აქვთ კვალიფიკაცია, რომ ქალაქში პარკირების პრობლემა  მოაგვარონ.


„სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოწერილი ჯარიმები მთლიანად  ბიუჯეტში შედის, ეს იყო არგუმენტი თბილისის მერიის, რომ მთლიანი თანხა თბილისს მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ გაცილებით ნაკლები თანხა შედის ბიუჯეტში ვიდრე სითი პარკის მუშაობის დროს. მაშინ თბილისის მერიას პარკირების შემოსავლების 60% იღებდა ხოლო სითი პარკი 40%-ს. ახლა სატრანსპორტო კომპანიას უფრო ნაკლები თანხა შეაქვს ბიუჯეტში მიუხედავად იმისა, რომ 100 პროცენტი შედის. ეს პირდაპირ გვაჩვენებს, რომ აღსრულება არის ძალიან სუსტი. პარკირების ზონაში ვინც დგას იმას უფრო ხშირად ამოწმებენ, ვიდრე იმას ვინც არღვევს. მე დადებითი მოლოდინი არ მაქვს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია პარკირებაში რევოლუციურ ცვლილებებს მოახდენს“, - განაცხადა თავით მესხიშვილმა.


თბილისის 3 ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა რამდენჯერმე გამოცხადდა. მხოლოდ მესამე ჯერზე და ისიც მხოლოდ ერთ ლოკაციაზე გამოვლინდა გამარჯვებული. თუმცა, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგი, რომლის მშენებლობაც კომპანია „იქს 2“-ს 2019 წლის აპრილში უნდა დაეწყო, აღარ განხორციელდება. მიზეზი გერმანელი სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევა გახდა, რომლის მიხედვითაც, კომპანია ჩადებულ ინვესტიციას 18 წელი ვერ ამოიღებს.


„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ბიზნესი მიწისქვეშა პარკინგის მოწყობით არ დაინტერესდება, რადგან ბიზნესი მსგავსი ტიპის პროექტებს სარისკოდ აფასებს.


„ნარმანიას დროსაც იყო მცდელობა მიწისქვეშა პარკირების ბიზნესი განვითარებულიყო და ამით მოწესრიგებულიყო დედაქალაქში პარკირების საკითხი, თუმცა ვერც ეს მოხერხდა, რადგან ბიზნესისთვის საინტერესოა არაა. მიწისქვეშ ვინ ჩავა როდესაც მიწის ზევით ყველას შეუძლია კანონი დაარღვიოს ისე, რომ პასუხი არ აგოს“ , - განაცხადა დავით მესხიშვილმა.


აღსანიშნავია ისიც, რომ 1-ელი ივლისიდან ლესელიძესა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი ამოქმედდება. დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ პროექტთან დაკავშირებით კონკრეტული ხედვა არ არის წარმოდგენილი, ამიტომ პარკირების საპილოტე პროექტი  შეფასება უჭირს.


მერიის მხრიდან ჩამოყალიბებული სტრატეგია არ გვინახავს, ძალიან ბუნდოვანია ეს ზონალური პარკირება. მაგალითად, კონკრეტულად ვერ გავიგეთ, როგორი იქნება გადახდის სისტემა. ამბობენ აპლიკაციითო, უამრავი მძღოლი ვიცი, რომელიც აპლიკაციით არ სარგებლობს და ზოგს ტელეფონში ინტერნეტი საერთოდ არ აქვს. პროექტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვებია ჩნდება,“ - აცხადებს თავით მესხიშვილი.


ბაჩო ადამია






დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ
access_time2019-10-17 20:00:53
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში  სამართალდამცავ ორგანოებს მიწოდოს. მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის. ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს  ტელევიზია „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა...

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია თვეში 700 მილიონ დოლარს კარგავს

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია  თვეში  700 მილიონ დოლარს კარგავს
access_time2019-10-17 19:00:27
საჯარიმო სანქციები ზოგჯერ აზარალებს იმასაც, ვინც ისინი შემოიღო. ეს პირველ რიგში,რუსეთის წინაამღდეგ შემოღებულ შეზღუდვებს ეხება. უკვე 5 წელია,რაც  რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსური სანქციები  მოქმედებს, თუმცა, ბოლო დრომდე არ იყო შეფასებული მათი ზემოქმედების დონე და რუსული სანქციების  საპასუხო  შედეგები.ასევე  არ იყო დადგენილი,ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები...

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)
access_time2019-10-17 16:00:19
ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი. ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები...

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს
access_time2019-10-17 16:30:58
26 ოქტომბერს, ახტალის პარკში, ყველისა და კულინარიის ფესტივალი, წელს პირველად გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს კულინარიის, როგორც დარგის განვითარებას რეგიონში და მის პოპულარიზაციას.ფესტივალის ფარგლებში, 6 ქართველი და უცხოელი ტოპ შეფი (გურამ ბაღდოშვილი, ლევან ჩხეიძე, თამთა კიკალიშვილი, ენცო ნერი, მიშა ბარსა და ა.შ) თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს, ჩაატარებენ მასტერკლასებს, რომლის პარალელურადაც მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ყველისა და კულინარიული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მათ...


მსგავსი სიახლეები

up