ირაკლი თავართქილაძე: „სითი პარკს“ და თბილისის მერიას შორის დავა შეიძლება საერთაშორისო არბიტრაჟში გაგრძელდეს

ირაკლი თავართქილაძე: „სითი პარკს“ და თბილისის მერიას შორის დავა შეიძლება საერთაშორისო არბიტრაჟში გაგრძელდეს

access_time2018-07-11 10:00:00

დაახლოებით 4 თვეა რაც თბილისის მერიამ „სითი პარკთან“  ხელშეკრულება ოფიციალურად გაწყვიტა. „სითი პარკის“  ფუნქციებს დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი ირაკლი თავართქილაძე „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ სატრანსპორტო კომპანიას პარკირების კონტროლს სრულად განაგებს.

 

„ჩვენ შევიძინეთ ტექნიკა, რომელიც გვჭირდება სრული ოპერირებისთვის მაგალითად, ხელის კომპიუტერები, რითაც ხდება შემოწმება. ასევე ავტომობილები, ევაკუაციის განხორციელების მიზნით. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს გვაქვს სრული შესაძლებლობა იმისთვის, რომ განვახორციელოთ პარკირების კონტროლი“,-აცხადებს ირაკლი თავართქილაძე.

 

თავართქილაძის ინფორმაციით ის ადამიანები ვინც „სითი პარკში“ მუშაობდნენ ყველანი სურვილისამებრ სატრანსპორტო კომპანიაში გადავიდნენ. მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი აცხადებს, რომ პარკირების მართვის კუთხით ახალი კომპანიის მოძიებაზე თბილისის მერია არ მუშობს.

 

„ამ ეტაპზე ახალი კომპანიის მოძიების საჭიროება არ არის და თუ იქნება, ეს არ იმუშავებს იმ პრინციპით როგორითაც აქამდე იყო. ბიზნესი, რომელიც შევა ამ პროექტში არ უნდა იყოს ორიენტირებული ჯარიმების დიდი რაოდენობით გამოწერაზე. თუ ჩვენ შევთავაზებთ კერძო ინვესტორს ამ რეგულაციის თავის თავზე აღებას, შევთავაზებთ ახალი პრინციპით“,- განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.

 


საპარკინგე ადგილების მოწესრიგებაზე თბილისის სატრანსპორტო სამსახური უკვე მუშაობს. ოპერირების შესასრულებლად თბილისის მერიამ ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები გამოყო.

 

„ბევრ ადგილზე იყო დარღვევა, ჩვენ ამის შესახებ სრული ინფორმაცია გვაქვს. იმისათვის, რომ სატრანსპორტო კომპანიამ შეძლოს ნორმალური ოპერირება თბილისის მერიამ დამატებით სახსრები გამოყო, რადგან შემოსავლის მიღება რეალურად ახლა დაიწყო ჩვენთან, ის ფული რაც მოქალაქეებს გადახდილი აქვთ ჯერჯერობით სითი პარკის ანგარიშზეა“,- აცხადებს ირაკლი თავართქილაძე.

 

 

 

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი აცხადებს, რომ სითი პარკთან ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თბილისის მერიის მხრიდან პროცესებში ჩართულია მერიის იურიდიული სამსახური და კერძო იურიდიული ფირმა. შესაძლოა დავა სითი პარკს და თბილისის მერიას შორის საერთაშორისო არბიტრაჟში გაგრძელდეს.

 


 კომპანია „სითი პარკს“  და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.

 

ავტორი: ბაჩო ადამია




საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები
access_time2021-06-14 15:30:31
„კავკასიის ავტოიმპორტი“, „ბეთლაივი“, „ავიატორი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, ეს იმ კომპანიების ნაწილია, რომელთაც 2021 წლის I კვარტალში ყველაზე დიდი ბრუნვა ჰქონდათ.   „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ტოპ-10 კომპანიის შესახებ:   შპს კავკასიის ავტოიმპორტი - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up