პარიზში სახლის რემონტის დროს მე-17 საუკუნის ნახატი იპოვეს

პარიზში სახლის რემონტის დროს მე-17 საუკუნის ნახატი იპოვეს

access_time2019-01-22 22:05:30

2017 წელს, მოდის სახლ Oscar de la Renta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ალექს ბოლენმა ახალი ბუტიკისთვის პარიზში შენობა იპოვა, კერძოდ, ელისეს მინდვრებთან ახლოს, მარინიანის ქუჩაზე ორი სართული მე-19 საუკუნის შენობაში. მანამდე მეორე სართულს ბროკერული კომპანია ქირაობდა, ამიტომ შენობა გამოიყურებოდა როგორც ტიპური ოფისი დაკიდული ჭერით. ბოლენმა კაპიტალური რემონტის გაკეთება გადაწყვიტა, - წერს ამერიკული The New York Times-ი.

 

დაკიდული ჭერის დემონტაჟისას, მეორე სართულის ერთ-ერთ ოთახში, მუშებმა მე-19 საუკუნით დათარიღებული ხის პანელები იპოვეს, რომელზეც ჰერალდიკური სიმბოლოები იყო გამოსახული. ეს საინტერესო, მაგრამ ძველი შენობისთვის დამახასიათებელი აღმოჩენა გახლდათ. გაცილებით მოულოდნელი აღმოჩნდა 36 მეტრზე მოცულობის ნახატი, რომელიც მუშებმა კედლის პანელების ქვეშ იპოვეს. ტილო ასახავდა მე-17 საუკუნის მოდის თანახმად ჩაცმულ სამეფო კარის წევრებს, რომლებიც იერუსალიმში შედიოდნენ.

 

არქიტექტორმა ნატალი რაიანმა, რომელიც Oscar de la Renta-ს პარიზული ბუტიკის ინტერიერზე მუშაობდა, ალექს ბოლენს ნახატის სანახავად ნიუ-იორკიდან პარიზში ჩასვლა სთხოვა. თავის მხრივ ბოლენმა არმოჩენის შესაფასებლად ხელოვნების ისტორიკოსი სტეფან პინტი მიიწვია, რომელმაც დაადგნა, რომ ნახატი 1674 წელს მხატვარმა არნო დე ვუეზმა შექმნა. ის ვერსალის ავტორის, ლუდოვიკ XIV-ს კარის მხატვრის, შარლ ლერენის მოსწავლე იყო. დე ვუეზი მეფის მიერ აკრძლულ დუელებში მონაწილეობდა, რის გამოც საფრანგეთი დატოვა და კონსტანტინეპოლში გადასახლდა. სურათზე მან ოსომალეთის იმპერიაში საფრანგეთის ელჩი შარლ ოლივიე დე ნუანტელი და მისი თანმხლები სამეფო კარის წარმომადგენლები გამოსახა.   

 


ვინ ამოქოლა კედელში ნახატი, უცნობია. შეიძლება ის მეორე მსოფლიო ომის დროს დამალეს. ერთი რამ ცხადია, რომ ტილო კედელზეა მიკრული და დაზიანების გარეშე მისი მოხსნა შეუძლებელია. ბოლენი შენობის მფლობელებს შეხვდა, ნახატის შესახებ უამბო და მათ Oscar de la Renta-ს ხარჯზე ნამუშევრის რესტავრაცია ერთი პირობით შესთავაზა - ის დარჩება კედელზე, ვიდრე მოდის სახლი იმუშავებს შენობაში, სადაც ის იპოვეს (იჯარის თავდაპირველი შეთანხმება 10-წლიანია). მესაკუთრეები ამ პირობას დათანხმდნენ.

 

ნახატის რესტავრაცია 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და სავარაუდოდ, მაისში დასრულდება. ნამუშევრის აღდგენისთვის ალექს ბენუამ თითქმის ნახევარი წლით, გაზაფხულის ბოლომდე, გადადო ბუტიკის გახსნა.

 

The New York Times-ი ნამუშევრის სავარაუდო ფასსაც არ ასახელებს. ნახატის უსაფრთხოებისთვის ბუტიკის დაცვას გააძლიერებენ, მეორე სართულზე კი ფანჯრებში განსაკუთრებულ შუშებს ჩასვამენ. მართალია ტილოს ავტორი ძალიან ცნობილი მხატვარი არ არის, მაგრამ ისტორიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ნამუშევრის შენახვის ხარისხის და ზომის გამო, ტილო „იშვიათი, განსაკუთრებული აღმოჩენაა“.



თეგები:
პარიზი



ქართული კულინარია ბერლინში

ქართული კულინარია ბერლინში
access_time2019-08-25 18:00:18
მას შემდეგ, რაც საერთშორისო მედიაში დაიწერა, რომ ღვინოს სამშობლო საქართველოა, ფრანკფურტში კი გერმანელი მკითხველი ქართულ ლიტერატურას გაეცნო, ბერლინში ქართული რესტორნების რიცხვი გაიზარდა. ქართული გასტრონომია ჯერ ისეთი პოპულარული არ არის, როგორც იტალიური, ჩინური, ვიეტნამური, მექსიკური... ასეთი კონკურენციის ფონზე, გურმანებისთვის ახალი რესტორნის და გემოების შეთავაზება თამამი გადაწყვეტილებაა. Knaackstraße-ზე და მის მიმდებარედ ათობით რესტორანი, კაფე და ბარია. რამდენიმე თვეა, მათ შორის არის...

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა”

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა”
access_time2019-08-25 16:00:18
ტემპერატურის მატება საქართველოში მთელ რიგ პრობლემებს ქმნის, ეს იქნება ხანძრების გაჩენის რისკის ზრდა, თუ გლობალური დათბობა, რომელიც მყინვარწვერების დნობას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ კატასტროფულ ვითარებას შექმნის.   სპეციალისტების ინფორმაციით, კატასტროფული დნობა 2050 წლისთვის იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „რეზონანსს" განუცხადა, პროცესი დაჩქარებულია,...

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი
access_time2019-08-25 10:00:23
თბილისის მერიამ მთაწმინდის რაიონში, კოჯორში მდებარე მიწის ნაკვეთზე ახალგაზრდული სოფლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შესაძენად ტენდერი მეორედ გამოაცხადა.   როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, შესყიდვის ღირებულება 220 338 ლარია. თანხას მერია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2019-2020 წლების თბილისის ბიუჯეტიდან გადაუხდის.   დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენა მიმდინარე წლის 18-დან 23 სექტემბრის ჩათვლით...

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს
access_time2019-08-25 14:00:59
პირველი სექტემბერიდან მთავრობა 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პროგრამის განხორციელებას იწყებს – ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.   სამინისტროს ცნობით, პროგრამას სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.   „სააგენტო მოახდენს 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო...

ქართველი ახალგაზრდა, რომელიც amazon-ში იმუშავებს

ქართველი ახალგაზრდა, რომელიც amazon-ში იმუშავებს
access_time2019-08-25 12:00:23
თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამთავრებული 25 წლის საბა გოგოლიძე ოქტომბრიდან კარიერას ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში „ამაზონში“ გააგრძელებს.   საბა გოგოლიძეს მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სკო­ლა აქვს დამთავრებული და ამჟამად ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში პროგრამისტად მუშაობს.   როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, „ამაზონის“ გუნდს მინიმუმ ერთი წლით შეუერთდება და მუშაობას ლუქსემბურგის ოფისში 14 ოქტომბრიდან...


მსგავსი სიახლეები

up