საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონპროექტი ასობით ადამიანმა გააპროტესტა.აქტივისტები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში პოლიციის უფლებამოსილება უნდა გაიზარდოს, ინტერნეტსა და მედიაში კი სამართალდამცავების მაიდენტიფირებელი გამოსახულებების გავრცელება აიკრძალება.
პოლიციამ აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. მედიის ინფორმაციით, დაპირისპირების დროს, მათ სულ მცირე 150 აქტივისტი დააკავეს.
Ipn.ge