საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ჟან კასტექსის განცხადებით, პარიზში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება.
აქამდე პირბადის ტარება პარიზის ზოგიერთ რაიონში იყო სავალდებულო, თუმცა კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, აღნიშნული ზომა მთელ პარიზზე გავრცელდება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 255 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, 85 ათასი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 ათასზე მეტი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge