პარიზის ოპერის მუსიკოსებმა და მომღერლებმა საფრანგეთის დედაქალაქში საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო აქციაზე კონცერტი გამართეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, არტისტებმააქციის მონაწილეებს ვერდის და ბიზეს ოპერებიდან არიები შეუსრულეს, კონცერტი კი მარსელიეზით დახურეს. მათი გამოსვლა 1,5 საათს გრძელდებოდა. გაფიცული მუსიკოსების წარმოდგენას ის ბალერინებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც დეკემბერში იმავე ადგილას შეკრებილებისთვის„გედების ტბა“ იცეკვეს.
საფრანგეთის მოქმედი საპენსიო სისტემის მიხედვით, პარიზის ოპერის ბალერინებს პენსიაზე გასვლა 42 წლის ასაკში შეუძლიათ. მომღერლებისთვის ეს ასაკი 57 წლით განისაზღვრება, მუსიკოსებისთვის კი 60-ით.
საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვა 5 დეკემბერს დაიწყო. აქციები პროფკავშირების მიერ არის ორგანიზებული და 70-მდე ქალაქში იმართება, ჯამში კი 500-დან 800 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. საპროტესტო აქციების გამო შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა, გაუქმებულია სარკინიგზო და ავიამიმოსვლა.
საყოველთაო გაფიცვების მიუხედავად, საფრანგეთის პარლამენტმა საპენსიო ასაკი 62 წლიდან 64 წლამდე აწია.
საფრანგეთის საპენსიო რეფორმა ასევე გულისხმობს გარკვეული პროფესიის მოქალაქეებისთვის პრივილეგიების გაუქმებას. რეფორმის დახმარებით, საფრანგეთის ხელისუფლება საპენსიო სისტემაში მზარდი დეფიციტის დაძლევას აპირებს, რომელიც პროგნოზის თანახმად, 2025 წლისთვის 7 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.
Imedinews