პარიზის მერი კახა კალაძეს: მეგობრობის დიდი ისტორია, რომელიც პარიზსა და თბილისს აკავშირებს, ახალი პროექტებით კიდევ უფრო გამდიდრდება

პარიზის მერი კახა კალაძეს: მეგობრობის დიდი ისტორია, რომელიც პარიზსა და თბილისს აკავშირებს, ახალი პროექტებით კიდევ უფრო გამდიდრდება

access_time2020-10-30 12:21:09

პარიზის მერი ან იდალგო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თბილისელ კოლეგას, კახა კალაძეს მადლობის წერილს უგზავნის. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.



წერილში იდალგო თბილისსა და პარიზს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნას გამოთქვამს.




„მსურს, მადლობა გადაგიხადოთ მოსალოცი წერილისთვის, რომელიც პარიზის მერის პოსტზე ხელახალ არჩევასთან დაკავშირებით გამომიგზავნეთ. თქვენი წერილი ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო. მეგობრობის დიდი ისტორია, რომელიც პარიზსა და თბილისს, საფრანგეთსა და საქართველოს აკავშირებს, განსაკუთრებით ფრანკოფონიისა და კულტურის მიმართულებით, მერწმუნეთ, კიდევ უფრო გამდიდრდება ახალი პროექტებით. მინდა გითხრათ, რომ მე კვლავაც ყურადღებით მოვეკიდები თბილისის აბრეშუმის მუზეუმის განახლებას, რომელშიც ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაცია მონაწილეობს“, - მიმართავს ან იდალგო კახა კალაძეს.




პარიზის მერი ქვეყნის ხელისუფლებას და დედაქალაქის მოსახლეობას პარიზის მეგობრობას კიდევ ერთხელ უდასტურებს.



„ჩემი მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფრანკოფონიის სფეროში, არნო ნგატშა, როცა სურვილს გამოთქვამთ, თქვენთან ერთად განიხილავს თანამშრომლობის მიმართულებებს, რომელიც შეიძლება პარიზსა და თბილისს შორის დაისახოს. გთხოვთ, გადასცეთ პარიზის მეგობრობა თქვენი ქვეყნის ხელისუფალთ და თქვენი ქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნავს ან იდალგო თბილისის მერისადმი გაგზავნილ წერილში.








საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია
access_time2020-11-28 23:51:10
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ვინაიდან მომდევნო წელს ევრობასკეტს საქართველო მასპინძლობს, ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მესამე მეოთხედში ფინეთმა მოგვიგო და ბოლო მეოთხედის წინ სიტუაცია დაძაბა.თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ძალები მოიკრიბა, დალაგებულად ითამაშა და საბოლოოდ, 91:85...

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...

Forbes: ჯეფ ბეზოსის ეკოლოგიური ინიციატივა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა

Forbes: ჯეფ ბეზოსის ეკოლოგიური ინიციატივა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა
access_time2020-11-28 20:00:00
Amazon-ის დამაარსებელმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა ბუნებაზე ზრუნვა გადაწყვიტა და საქველმოქმედო ეკოლოგიური ფონდი Bezos Earth Fund შექმნა. ნოემბერში ფონდმა 16 ეკოლოგიური ორგანიზაცია უკვე შეარჩია, ისინი მისგან ჯამურად 1 მლრდ. დოლარს მიიღებენ. თუმცა, ამ ინიციატივას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, ძირითადად ეკოლოგიური ორგანიზაციები, რომლებსაც ბეზოსისგან არაფერი მიუღიათ. მილიარდერს 3 მიმართულებით აკრიტიკებენ: ...


მსგავსი სიახლეები

up