პარიზის აეროპორტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ გაფიცვას გააგრძელებენ. Reuters-ის ცნობით, 8-დან 10 ივლისამდე ისინი მორიგ აქციას გამართავენ და ხელფასების გაზრდას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.
როგორც ცნობილია, შარლ დე გოლის აეროპორტის თანამშრომლებმა საპროტესტო გამოსვლები დაიწყეს, ისინი მზარდი ინფლაციის ფონზე ხელფასების გაზრდას ითხოვენ. აეროპორტის ოპერატორმა კომპანია ADP-მ თანამშრომელთა ხელფასებს 4%-ით გაზრდა შესთავაზა, თუმცა აქციის მონაწილეებმა შეთავაზება უარყვეს.