პარიზელებს 16 წლის შემდეგ უძველესი უნივერმაღი La Samaritaine დაუბრუნდათ

პარიზელებს 16 წლის შემდეგ უძველესი უნივერმაღი La Samaritaine დაუბრუნდათ

access_time2021-06-24 09:30:00

Bloomberg-ის ცნობით, პარიზში 16 წლის შემდეგ უძველესი უნივერმაღი, La Samaritaine ისევ გაიხსნა. უნივერმაღი 1870 წელს აშენდა. მაღაზიის მესაკუთრე ფუფუნების საგნების კომპანია LVMH-ია, რომელმაც შენობის რემონტში 750 მლნ ევრო (894 მლნ დოლარი) დახარჯა.


La Samaritaine-ის გახსნა გასული წლის აპრილში იგეგმებოდა, მაგრამ კოვიდპანდემიის გამო გადაიდო. განახლებული უნივერმაღის გახსნას პრეზიდენტ ემანუელ მაკრონი დაესწრო და ცერემონიალში კომპანია LVMH-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორ ბერნარ არნოსთან ერთად მიიღო მონაწილეობა. დამთვალიერებლებს La Samaritaine-ის მონახულება დღეიდან შეუძლიათ.


„შეზღუდვების გაუქმების შემდეგ საფრანგეთში ბევრი საცალო მოვაჭრე დიდი გადატვირთვის რეჟიმშია,“ - წერს Bloomberg.


პანდემიამდელ პერიოდში პარიზში ყოველ ზაფხულს 10 მილიონამდე ტურისტი ჩადიოდა. პარიზის ტურისტული ბიუროს მონაცმებით, წელს მხოლოდ ამის ნახევარს ელოდებიან.



„ტურისტების ძველი ნაკადის აღდგენას 1-2 წელი დასჭირდება. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვინდა, რომ La Samaritaine, პირველ რიგში, პარიზელებმა დაიბრუნონ,“ - აცხადებს La Samaritaine-ის მმართველი ელეონორა დე ბოისონი.


უძველესი უნივერმაღი მარჯვენა სანაპიროზე, მდინარე სენასა და რივოლის ქუჩას შორის მდებარეობს. ის არტ-დეკოსა და არტ-ნუვოს დეტალებით არის ცნობილი. შენობა, დაახლოებით 20 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და გარშემო ტალღოვანი თანამედროვე ფასადი აკრავს, რომელიც იაპონურმა არქიტექტურულმა ფირმა SANAA-მ დააპროექტა.


უნივერმაღში გამოიფინება ლუქს-ბრენდების საქონელი, როგორიცაა Louis Vuitton, ავსტრიული Petar Petrov და სხვ. სილამაზის სექცია დამთვალიერებელს Cinq Mondes-ში სპა-მომსახურებას შესთავაზებს, სადაც ერთსაათიანი სესიის ფასი 116 ევროდან იწყება. სტუმრებს ბოლო სართულზე ბარ-რესტორანი Voyage მოემსახურება, სადაც ძირითადი ატრიუმიდან ბუნებრივი სინათლე ჩადის.


La Samaritaine-ში განთავსებულია სასტუმრო Cheval Blanc 26 ნომრითა და 46 ლუქსით, რომელიც 7 ოქტომბრიდან გაიხსნება და ნომრის ფასი დღე-ღამეში 1150 ევროდან დაიწყება. კომპლექსი, ასევე, 15000 კვადრატული მეტრის საოფისე ფართობს მოიცავს.


კომპანია LVMH მოპირდაპირე, მარცხენა სანაპიროზე კიდევ ერთ უნივერაღ Le Bon Marche-ს ფლობს. კომპანიის შემოსავლები გასულ წელს თითქმის მესამედით შემცირდა. La Samaritaine-ის გაყიდვების პროგნოზირება უჭირთ, რადგან, როგორც LVMH-ში აცხადებენ, იმის გამო, რომ მაღაზია წლების განმავლობაში დაკეტილი იყო, ამ რაიონში მომხმარებლები „შეძენას გადაეჩვივნენ.“ თუმცა კომპანიაში იმედოვნებენ, რომ განახლებული უნივერმაღი მარცხეენა სანაპიროს მაღაზია Le Bon Marche-ს გაყიდვებში მალე დაეწევა.


BPN.GE


თეგები:
La Samaritaine



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up