პარფიუმერული ბრენდები, რომლებსაც ქართველი ბიზნესმენები ყველაზე ხშირად იყენებენ

პარფიუმერული ბრენდები, რომლებსაც ქართველი ბიზნესმენები ყველაზე ხშირად იყენებენ

access_time2016-12-28 13:30:32

 

ავტომობილების შემდგომ "კომერსანტმა" გადაწყვიტა გაეგო, რომელი ბრენდის სუნამოს და კოსმეტიკურ საშუალებას ანიჭებენ უპირატესობას ქართველი ბიზნესმენი ქალბატონებისა და მამაკაცების საყვარელი სუნამოები და კოსმეტიკური საშუალებები გაიგო. აღმოჩნდა, რომ ქალბატონების უმეტესობისთვის წამყვანი ადგილი CHANEL-ს უკავია. რაც შეეხება მამაკაც ბიზნესმენებს, მათი არჩევანი სხვადასხვა სუნამოზე შეჩერდა.

 

ბიზნესმენებთან საუბრის დროს ისეთი ცნობილი ბრენდების სახელწოდებებმა გაიჟღერა როგორიც MOSCHINO, Balenciaga, HUGO BOSS, Dior და HERMES-ია. აღმოჩნდა რომ მათთვის სუნამოს არჩევის დროს ხარისხი და სურნელი უმნიშვნელოვანესია.

 

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა, კოსმეტიკური საშუალებებიდან CHANEL-ს ანიჭებს უპირატესობას და თვლის, რომ ის საკმაოდ სოლიდური ბრენდია.

 

„სოლიდურობისა და ხარისხის გამო რა თქმა უნდა, CHANEL-ი , სუნამოებიდან კი MOSCHINO მომწონს." - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე აცხადებს, რომ ამჟამად კოსმეტიკური საშუალებებიდან უპირატესობას კორეულ ბრენდს ანიჭებს, ხოლო მისი საყვარელი სუნამო ESCENTRIC MOLECULES-აა.

 

„ამჟამად უპირატესობას კორეულ კოსმეტიკას ვანიჭებ, თუმცა წლების განმავლობაში Shiseido-ს მომხმარებელი ვიყავი. რაც შეეხება სუნამოს ძალიან მომწონს ESCENTRIC MOLECULES 02-ს." - აღნიშნა ზამბახიძემ.

 

"შუხმან ვაინს ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი სუნამოებიდან Balenciaga-ს და HERMES-ს ირჩევს.


 

„მაკიაჟის ხაზით კოსმეტიკური საშუალებებიდან GUERLAIN-ს ვანიჭებ უპირატესობას. ხოლო სუნამოებიდან Balenciaga-ს და HERMES-ს." განუმარტა „კომერსანტს" აბრამიშვილმა.

 

ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა როგორც პარფიუმერული, ისე სუნამოს ხაზით მსოფლიო ბრენდ CHANEL-ს ანიჭებს უპირატესობას.

 


„რაც შეეხება კოსმეტიკურ საშუალებებს, ამ შემთხვევაშიც CHANEL-ის მუდმივი მომხმარებელი ვარ. სუნამოსა და კოსმეტიკას შორის ორივე შემთხვევაში მას ვირჩევ." - განაცხდა ღაჭავამ.

 

 

როგორც „კომერსანტთან" საუბრისას მამაკაცი ბიზნესმენები აცხადებენ, მათ შემთვევაში სუნამოს არჩევა მხოლოდ მისაღები სურნელიდან გამომდინარე ხდება.

 

 

PSP-ს დამფუძნებელმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ ბევრი გამორჩეული სუნამო აქვს, თუმცა ამჟამად განსაკუთრებულ უპირატესობას Balenciaga ანიჭებს.

 

 

„საყვარელი სუნამოებია: TOM FORD, Dior, Bleu De Chanel, Hermes და Balenciaga რომელიც ამჟამად მაქვს. ჩემი არჩევანი ყოველთვის სურნელიდან გამომდინარეა." - აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.

 


ბიზნესმენ სოსო ფხაკაძის არჩევანი HUGO BOSS-ია.

 

„სხვადასხვა ბრენდის მომხმარებელი ვარ, თუმცა განსაკუთრებულ უპირატესობას HUGO BOSS-ს ვანიჭებ. მისი სურნელი ჩემთვის მისაღებია და უკვე მივეჩვიე." - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

 

 


ავტორი: ლიკა გურაბანიძე



გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება
access_time2020-07-13 19:01:29
„იქნებ გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ ( 3-6 თვიანი) და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად“, - ამის შესახებ ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:   „Thinking out of box- ჩვენ ვუმკლადვდებით ამ ვირუსს, ამავდროულად, სამწუხაროდ რეგიონში მძიმე მდგომარეობა არის. იქნებ შევძლოთ ამის უფრო მეტად...

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან
access_time2020-07-13 20:00:35
დღეს ფრანგები მათთვის უცნობ ტერიტორიას საფრანგეთს ითვისებენ. ყოველწლიურად ფრანგები შვებულებებში საზღვარგარეთ მიდიან, თავად საფრანგეთი კი ათობით მილიონ უცხოელ ტურისტს იღებს. ეს კი ნიშნავს, რომ მილიონობით ფრანგი ეიფელის კოშკზე არასდროს ასულა, მონბლანის მწვერვალიდან სამყაროსთვის არასდროს შეუხედია, და ნიცაში, ინგლისურ სანაპიროზე არასდროს უსეირნია.   "იყო ფრანგი - ნიშნავს სამოთხეში ცხოვრებას, რომლის მკვიდრები ფიქრობენ, რომ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ“ - დაწერა ერთ დროს...

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს
access_time2020-07-13 18:35:20
საზოგადოებრივი მაუწყებელი (საზმაუ)  სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მზარდი დაფინანსებით ყველაზე მდიდარი ტელევიზიაა საქართველოში. ჯამური შემოსავალი 55.9 მლნ ლარია.  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით,   ტელეკომპანიას სარეკლამო შემოსავლები 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს 1.5 მლნ ლარით შეუმცირდა, თუმცა, სარეკლამო შემოსავლების ათეულში მეშვიდე ადგილი დაიკავა . საზოგადოებრივი მაუწყებლის რეკლამა მნიშვნელოვნად 2018 წელს გაიზარდა. ამავე წლის...

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის
access_time2020-07-13 19:00:17
სასტუმრო მაგნიკა რეზორტი“ პირველი სტუმრების მისაღებად მზადაა. სასტუმრო კომპლექსი, რომელიც შეკვეთილში 10 ჰა ტერიტორიაზეა განლაგებული 40 ოთახს აერთიანებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 18 მლნ ლარია და სასტუმრო 50-მდე ადამიანს ასაქმებს.   “მაგნიკა რეზორტს” გაყიდვებისა და მარკეტინგის მომსახურებას უწევს მენეჯმენტ კომპანია HSC Group. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, წელს გამომდინარე კორონა ვირუსის პანდემიიდან, ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ შიდა ბაზარზე და...

„მკვლელი ლიფტები“ – არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლო ნაბიჯი, რომელიც მერიამ უნდა გადადგას

„მკვლელი ლიფტები“ – არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლო ნაბიჯი, რომელიც მერიამ უნდა გადადგას
access_time2020-07-13 18:00:24
ამორტიზებული ლიფტების რაოდენობა საქართველოში 18 ათასს აღწევს. მათი ექსპლუატაციის 25–წლიანი ვადა დაახლოებით 30 წლის წინ ამოიწურა. ასეთი ლიფტები არა პოტენციურ, არამედ რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანების სიცოცხლისთვის. რეალურს იმიტომ, რომ ლიფტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების რიცხვი მხოლოდ მიმდინარე წლის 6 თვეში 30–ს აღწევს. „მკვლელი ლიფტების“ შესაცვლელად წლები და კოლოსალური ფინანსებია საჭირო. უკეთ წარმოდგენისთვის, ერთი ლიფტის ფასი 5–დან 8 ათას აშშ დოლარამდე...


მსგავსი სიახლეები

up