პარფიუმერიის მაღაზიებს ონლაინ-გაყიდვების რეჟიმზე გადასვლის მიუხედავად რეალიზაცია მკვეთრად შეუმცირდათ

პარფიუმერიის მაღაზიებს ონლაინ-გაყიდვების რეჟიმზე გადასვლის მიუხედავად რეალიზაცია მკვეთრად შეუმცირდათ

access_time2020-03-28 20:00:09

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედება პარფიუმერულ კომპანიებსაც შეეხოთ, კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ პრობლემებს პარფიუმერიის სახლები თავიანთი პროდუქტის რეალიზაციის თანამედროვე ხერხს მიმართავენ და მომხმარებელებს თავიათ ონლაინ მაღაზიაში სტუმრობისკენ მოუწოდებენ. 

მათი დისტანციური მუშაობის პრინციპი  მოსახლეობის უსაფრთხოებასა და სილამაზეზე ზრუნვაა.

პარფიუმერული მაღაზია „ვულევუს“ პიარ მენეჯერი ნინო ნოდია, „კომერსანტთან“  საუბრისას აცხადებს, რომ მათი ონლაინ მაღაზია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მკვეთრად გააქტირუებულია, თუმცა ონლაინ გაყიდვის მაჩევენებელი მაღაზიის გაყიდვებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია.

 „მომხმარებლები ონლაინ გვიკვეთავენ ნივთებს და  ყიდულობენ, თუმცა გაყიდვის ეს მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, მაღაზიების მაჩვენებლის შესაბამისი არ არის.

ახლა ის მომხმარებელი გვიკავშირდება,  რომელმაც ზუსტად იცის რა პროდუქტი სჭირდება და რეგულარულად იყენებდა მას.

ჩვენ ისეთ პროდუქციას ვყიდით, რასაც ადგილზე დატესტვა სჭირდება , თუნდაც სუნამო რომლის სუნიც უნდა იგრძნოს მყიდველმა, ან სახის კრემი, კოსმტეტიკური საშუალებები, რომლის ფაქტურასაც ადგილზე ამოწმებდნენ და იცოდნენ რას იძენდნენ.  სწორედ ამის გამო, 2 დღეში  დავამატებთ  ონლაინ კონსულტაციას, სადაც მყიდველი შეძლებს  ვიზაჟისტთან გაიაროს კონსულტაცია კონკრეტულ პროდუქტზე და ამის შემდეგ შეიძინოს ის.“-ამბობს ნინო ნოდია.


რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, თუ რას აპირებს კომპანია, რომ ეს კრიზისული პერიოდი დაძლიოს  „ვულევუს“ წარმომადგენლის თქმით,  არსებული მდგომარეობის სწრაფად განვითარების გამო, მსგავსი გეგმა ამ ეტაპზე შემუშავებული არ აქვთ, თუმცა დღეს კომპანია  ამ მიმართულებით ონლაინ რეჟიმში მუშაობს.

სატელეფონო შეკვეთებზე მუშაობს პარფიუმერული კომპანია „ისი პარი“.  როგორც მისი პიარმენეჯერი ხატია შამუგია ამბობს, მაღაზია ამ რეჟიმით მანამ იმუშავებს, სანამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

 „ისი პარის“ არ აქვს ონლაინ მაღაზია და მის შექმნაზე ვმუშაობთ, მანამ კი სატელეფონო შეკვეთებს ვიღებთ და ამ გზით ვყიდით პროდუქციას.  გვიკავშირდებიან ტელეფონის საშუალებით და მათი შეკვეთა მძღოლს დანიშნულების ადგილზე მიაქვს სრულიად უსაფრთხოდ და წესების დაცვით.

ფილიალების დროებით დახურვისა და ამ შეფერხებით გამოწვეული ზარალი,  ჯერ  კომპანიას  არ დაუთვლია.  ამ ეტაპზე  ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ჯერ ერთი თვეც არ გასულა, რომ დაზუსტებით ვიცოდეთ რა თანხებზე და პროცენტულ მაჩვენებელზეა საუბარი.   ქვეყანაში იმდენად სწრაფად შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია, ამითვის არავინ არ ვიყავით მზად და ჯერ სამოქმედო გეგმაც არ გავქვს.“-ამბობს ხატია შამუგია.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო ვითარება 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილის ჩთვლით გაგრძელდება, სწორედ ამის გამო ქვეყნის მასშტაბით დახურულია ყველა დაწესებულება გარდა საავადმყოფოების, სასუსათო მაღაზიებისა და აფთიაქების.


ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up