ტექინსპექტირების გამკაცრებული პარამეტრები - აღსრულების მექანიზმი ეკონომიკის სამინისტროს არ გააჩნია

ტექინსპექტირების გამკაცრებული პარამეტრები - აღსრულების მექანიზმი ეკონომიკის სამინისტროს არ გააჩნია

access_time2021-11-02 12:00:06

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების რეფორმის ამოქმედებიდან მეოთხე წელი გადის.  2018 წლის 1–ლი იანვრიდან დღემდე რეფორმის ხარვეზიანობაზე, მონიტორინგის არარსებობასა და ინსპექტირებისას მანიპულაციების მზარდ შემთხვევებზე დარგის სპეციალისტების მხრიდან საუბრები ამ დრომდე არ წყდება. ამასთან, ფაქტია, რომ თუნდაც დედაქალაქის გრძელ საცობებში გაუმართავ ავტომობილებს კვლავ ვხედავთ.

 

პრობლემის მოგვარებას საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ შეეცდება. 2022 წლის  პირველი იანვრიდან ავტომობილისთვის კატალიზატორის ქონა აუცილებელი იქნება. „კომერსანტი“ დაინტერესდა ვის მოეთხოვება კატალიზატორის ქონა და რამდენად მზად არიან მძღოლები გამკაცრებული რეგულაციების შესასრულებლად. ამ და სახვა კითხვებით სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მივმართეთ. სწორედ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეს სიპია პასუხსიმგებელი დარგში ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებასა თუ ზედამხედველობაზე. რამდენიმე დღიანი ლოდინის და არაერთი მცდელობის შემდეგ სახელმწიფო უწყებისგან შემდეგი პასუხი მივიღეთ:

 

„იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებმაც 2020 წლის 1 აპრილამდე გაიარეს საქართველოში პირველადი რეგისტრაცია, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას არ მოწმდება კატალიზური კონვერტორის გამართულობა (აღნიშნული უცვლელი რჩება 2022 წლის 1 იანვრიდანაც). რაც შეეხება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებმაც 2020 წლის 1 აპრილის შემდეგ საქართველოში გაიარეს პირველადი რეგისტრაცია, დღეის მდგომარეობით მათზე ვრცელდება გამართული კატალიზური კონვერტორის არსებობის ვალდებულება და მათი ლამბდა კოეფიციენტი არ უნდა გაცდეს 1-ის (+-0.03) დიაპაზონს“, -  ეს არის ის პასუხი, რომელიც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან მივიღეთ და რომელიც აქამდეც ცნობილი იყო. შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ გეგმავს სახელმწიფო ახალი რეგულაციების ამოქმედებას. ჩვენ ვერ გავიგეთ რამდენად ეფექტური იქნება გამკაცრებული ნორმები და ამჯერად მაინც თუ შეძლებს მის აღსრულებას. გაცემული პასუხით გაურკვეველია ისიც, რისი მიღწევა სურს საქართველოს მთავრობას.  ეს არის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მცდელობა, თუ კანონი კანონისთვის, რომელიც მხოლოდ ფურცელზე დარჩება.

 

რაზეც არ საუბრობენ სახელმწიფო უწყებაში, საუბრობენ კერძო სექტორში. ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანიშვილი აცხადებს, რომ კატალიზატორის ქონა ყველა ავტომობილს არ მოეთხოვება, თუმცა მისი თქმით, იმდენად მკაცრდება  პარამეტრები, რომ ავტომობილების დაახლოებით 40 %-ს ინსპექტირების გავლა გაუჭირდება. მისი თქმით, სახელმწიფომ აქტიური საინფორმაციო კამპანია უნდა დაიწყოს, რათა მძღოლები საქმის კურსში იყვნენ და ცვლილებებს მომზადებულები შეხვდნენ.

 

„არსებული რეგლამენტის შესაბამისად კატალიზატორის ქონა 2020 წლის აპრილს შემდგომ განბაჟებულ ავტომობილებს მოეთხოვება. 2022 წლიდან ეს ნორმა შენარჩუნდება, თუმცა კატალიზატორის ქონა ყველა ავტომობილს არ მოეთხოვება, უბრალოდ პარამეტრები მკაცრდება, თუ დღემდე CO-ს შემცველობა გამონაბოლქვში  იყო 0,6%, 2022 წლიდან 0,3%-ის დიაპაზონში უნდა მერყეობდეს.  ფაქტობრივად გამონაბოლქვზე კონტროლი ორმაგად მკაცრდება, შესაბამისად საკმაოდ მკაცრი რეგულაციაა და ბევრ ავტომობილს, სავარაუდოდ 40%-ის ფარგლებში, ინსპექტირების გავლა გაუჭირდება“, - განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა.


 

ყველას სმენია იმის შესახებ, რომ ავტომობილების ნაწილი ინსპექტირებას ნათხოვარ/ნაქირავები ნაწილებით გადიან. მძღოლებს ხვრელის პოვნა არც ამ  შემთხვევაში გაუჭირდებათ - გამოსავალი უნივერსალურ კატალიზატორშია, რომელიც ქარხნულთან შედარებით გაცილებით იაფია, თუმცა ეფექტურობა გაცილებით ნაკლებია. ვაჟა იორდანიშვილი აცხადებს. რომ უნივერსალური კატალიზატორი გარკვეულ წილად მუშაობს, თუმცა  მის რესურსზე საუბარი უჭირს.

 

„ინსპექტირების ცენტრები ვამოწმებთ, მხოლოდ და მხოლოდ აპარატის მეშვეობით, გამზომი ხელსაწყო იძლევა დასკვნას გამართულობის თაობაზე. თუ ჩაყენებული კატალიზატორი მუშა მდგომარეობაშია და სისტემა გამართულია ავტომობილი ინსპექტირებას ჩვეულებრივად გაივლის“, - აცხადებს ვაჟა იორდანიშვილი.

 

 

ევროპული სტანდარტების დანერგვა მისაღებია დავით მესხიშვილისთვის. თუმცა, ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტის CITA-ს ევროპის ოფისის ექსპერტი ამბობს, რომ თუ რეგულაციებს გზებზე კანონის აღსრულება არ მოჰყვება ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა კიდევ უფრო შემცირდება. მისი თქმით, ავტოტრანსპორტის 80 %, რომლებსაც მგზავრები გადაჰყავთ ინსპექტირებას საერთოდ არ გადიან. მგზავრები გადაჰყავს გაუმართავ საშუალებებს. დავით მესხიშვილისთვის კანონის აღსრულება პრაქტიკულად არ ხდება რის გამოც ტექინსპექტირების პროცესს საფრთხე ექმნება. კანონის აღსრულების კუთხით გამონაკლისი არც  გამონაბოლქვის ნაწილი იქნება :


 

„ჩვენი ჰაერის 72% ძირითადად გაუმართავი ტექნიკური სატრანსპორტო საშუალებებით ბინძურდება. მთავარი კითხვა არის, რისი მიღწევა გვსურს? თუ ჩვენ მართლა გვინდა, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება, მაშინ განბაჟების მოდელი ამ ქვეყანაში არის არასწორი, რომელიც ხელს უწყობს ძველი ავტომობილების იმპორტს. რაც უფრო ძველია ავტომობილი, მით უფრო დიდი რისკი იმისა, რომ ის იყოს გარემოს დამაბინძურებელი.

  

მეორე საკითხი არის ის, რომ საქართველოში დაშვებულია ყველანაირი ჯართის შემოტანა, რომელსაც შემდეგ აქ ვიღაც ავტომობილად აწყობს. ეს პრაქტიკა საერთოდ მოისპო ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც კი. ავტოტრანსპორტს, რომელიც ქვეყანაში შემოდის, ჩვენი მხრიდან ევროსტანდარტი არ აქვს მინიჭებული.

 

მესამე საკითხი, რომელზეც ვმსჯელობთ არის ტექდათვალიერება. ინსპექტირების დრო მოწმდება გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცველობა, თუმცა მხოლოდ CO. ევროკავშირის სტანდარტით დანერგილია NO-ს შემოწმება. აქ ჩვენ ვხვდებით სხვა ტიპის პრობლემას - ინსპექტირებისთვის მძღოლი შეიძლება მოვიდეს მომზადებული და CO-ს შემცველობა გამონაბოლქვში ერთჯერადად მოაქციოს დასაშვებ ზღვარში. ინსპექტირების ცენტრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალება გზებზე ისევ შავად ბოლავს. მივადექით მთავარ პრობლემას - გზებზე კანონის აღსრულება არის ის ჩავარდნა, რომელიც ამ რეფორმას თან ახლავს. ჩვენ თუ ვნერგავთ ევრო დირექტივებს სტანდარტები მარტო ფურცელზე არ უნდა გავამკაცროთ, კანონის აღსრულებაც უნდა დავხვეწოთ. ევრო დირექტივის შესაბამისად ახლა უნდა არსებობდეს გზისპირა ინსპექტირება, პოლიცია უნდა იყოს აღჭურვილი გამზომი ხელსაწყოებით, რომლითაც გამონაბოლქვს უნდა ამოწმებდეს, კარგი იქნება თუ მთელ ამ პროცესში გარემოს ზედამხედველობის სამსახური იქნებოდა ჩართული“,- განმარტავს დავით მესხიშვილი.


აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველ 8 თვეში პირველად სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40.8%-ით, 143 980 ერთეულით ნაკლებმა ავტომობილმა გაიარა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლიდან ასევე სავალდებულო გახდება ავტომობილში ცეცხლმაქრის, პირველადი სამედიცინო ყუთისა და უსაფრთხოების სამკუთხედის ქონა.




ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up