Paragraph Resort & Spa Shekvetili-ს პირველ აპრილს Marriot-ის ოფიციალური სტატუსი მიენიჭება

Paragraph Resort & Spa Shekvetili-ს პირველ აპრილს Marriot-ის ოფიციალური სტატუსი მიენიჭება

access_time2018-03-27 12:33:55

„Paragraph Resort & Spa Shekvetili-ს პირველი აპრილიდან ოფიციალურად დაიწყებს ოპერირებას როგორც Marriot-ი და მას ოფიციალური სტატუსი მიენიჭება. “, - ამის შესახებ „კომერსანტს“ სასტუმროს მენეჯერმა თამუნა ჯიჯიხიამ განუცხადა.

 

Paragraph Resort & Spa Shekvetil-ი პირველ აპრილამდე დაკეტილია და სტუმრებს არ მიიღებს.

 

როგორც ჯიჯიხია აცხადებს, შეკვეთილში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ოფიციალური გახსნის თარიღი ამ ეტაპზე კვლავ უცნობია.

 

საქართველოში ამ დროისთვის სულ Marriot International-ის რვა ბრენდი იქნება წარმოდგენილი.


 


შავი ზღვის სანაპიროზე თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფინანსებული 5* -იანი მასშტაბური დასასვენებელი სასტუმრო კომპლექსი Paragraph Resort & Spa Shekvetili-ს საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სასტუმრო ცნობილი ბრენდის Autograph Collection-ის ბრენდის ქვეშ არის გაერთიანებული.

 

როგორც სასტუმროში „კომერსანტს“ განუცხადეს, Paragraph Resort & Spa Shekvetili არა მარტო რეგიონში, არამედ  საქართველოში პირველი კომპლექსია, რომელიც მაღალი ხარისხით, საერთაშორისო სტანდარტის მომსახურების დონითა  და მრავალფეროვნებით იქნება გამორჩეული.


 

Paragraph Resort & Spa Shekvetili 2017 წლიდან სატესტო რეჟიმში მუშაობს და მასში ფუნქციონირებს 5 სხვადასხვა კატეგორიის 220 ნომერი ხედით ზღვაზე, 2 საპრეზიდენტო ნომრის ჩათვლით. სასტუმროში 430 მ³ მოცულობის აკვარიუმი და 115 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზია, რომელიც ყოველდღიურად გაფილტრული ზღვის წყლით მარაგდება.

 

სასტუმრო მთელი სეზონის განმავლობაში სრულყოფილად იფუნქციონირებს და მისი კონცეფციიდან გამომდინარე, დამსვენებლებს  წელიწადის ნებისმიერ დროს სტუმრობა შეეძლებათ. 


 


 

Paragraph Resort & Spa -ში ასევე ფუნქციონირებს 2 740 კვადრატული მეტრი ღია და დახურული საცურაო აუზები წყლის სასრიალო ატრაქციებით. ზამთრის ბაღი, რომლის ინფრასტრქტურა ახალ გამოცდილებას მისცემს სტუმრებს, ასევე აღსანიშნავია სპა და მაგნიტური ქვიშის პროცედურები, რომლებიც ახალ სიცოცხლეს დაუბრუნებს ამ უძველეს, ბუნებრივ, გამაჯანსაღებელ თერაპიას, ამას გარდა იფუნქციონირებს თემატური რესტორნების ფართო არჩევანი, როგორც ეროვნული, ასევე უცხოური სამზარეულო, სადაც დამსვენებლები უცხოელი შეფ მზარეულის ბრწყინვალე კერძებს დააგემოვნებენ.


 

გარდა დასვენებისა, სასტუმრო მომხმარებელს კონფერენციებისა და ფორუმებისთვის სრულად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზებსა და შეხვედრების ოთახებს სთავაზობს.


 

Marriot International-ის უმაღლესი კლასის ქსელი - Autograph Collection-ი 2010 წლიდან ფუნქციონირებს და ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 100-ზე მეტ სასტუმროს  აერთიანებს, მისი სავაჭრო ნიშანი განსაკუთრებულ დიზაინთან და მაღალი ხარისხის სერვისთან ასოცირდება. შეკვეთილის სასტუმრო სწორედ Autograph Collection-ის ელიტური ქსელის წევრია.



ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 




„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up