„პარადოქსული სიტუაციაა: ერთი მხრივ, გვაქვს უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონე, მეორე მხრივ კი, ბიზნესიდან კვალიფიციური მუშახელის სერიოზული მოთხოვნაა“

„პარადოქსული სიტუაციაა: ერთი მხრივ, გვაქვს უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონე, მეორე მხრივ კი, ბიზნესიდან კვალიფიციური მუშახელის სერიოზული მოთხოვნაა“

access_time2019-04-14 14:30:20

ჩვენი განათლების რეფორმა ეხმიანება მსოფლიო ბანკის ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების შესახებ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტთან გამართულ მაღალი დონის მოლაპარაკებებზე, პოზიტიური შეფასება მიეცა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ განათლების რეფორმას, რომლის საფუძველზე 2022 წლისთვის განათლებაზე უნდა დაიხარჯოს მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი.

“შეხვედრების დროს განვიხილავდით, თუ როგორ ვითარდება საქართველო, როგორი წარმატებულია სხვადასხვა რეიტინგში, ამავე დროს, ყველა ვთანხმდებით და კვლევებითაც დასტურდება, რომ ბიზნესს, ინვესტორებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებს აწუხებთ არა კორუფცია, არც ზედმეტი რეგულაცია და სტაბილურობის ნაკლებობა ქვეყანაში, (ყველა ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ კარგად გამოვიყურებით არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ქვეყნებშიც) არამედ ერთ-ერთი პირველი პრობლემა არის კვალიფიციური მუშა-ხელი. შესაბამისად, ჩვენ ვდგავართ პარადოქსული სიტუაციის წინაშე. ერთი მხრივ, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონე და დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, მეორე მხრივ კი სერიოზული მოთხოვნაა ბიზნესიდან კვალიფიციური მუშახელის. სწორედ აქ არის კვალიფიკაციისა და განათლების თემა, ამიტომ ჩვენ ყველა ერთხმად ვთანხმდებით, როგორც ხელისუფლებაში და იმედი მაქვს, ზოგადად, ქვეყანაში, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა”,- აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია საჯარო და კერძო სექტორს შორის მოხდეს ფინანსური რესურსების გაერთიანება, რათა საბოლოო ჯამში, განათლების სექტორში მიიმართოს მშპ-ს 10 პროცენტი და მეტი ოდენობის ფინანსური რესურსი.


ფინანსთა მინისტრის თქმით, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას, ყურადღება გამახვილდა არა მხოლოდ ფინანსური დახმარების, არამედ ბანკის ექსპერტების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

“რეფორმის ჩონჩხი არსებობს, ძირითადი პრინციპები იდენტიფიცირებულია, ახლა აუცილებელია დეტალების გაწერა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია მასწავლებლების გადამზადება და მათი ხელფასების გაზრდა. პედაგოგის პროფესია უნდა გახდეს სრულფასოვანი, როგორც ანაზღაურების, ისე დაფასების კუთხით. თუ ეს ყველაფერი განხორციელდა, 2023 წლისთვის მასწავლებლის ხელფასი მინიმუმ უნდა გასამმაგდეს. მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ნაციონალური, საერთო ეროვნული კონსენსუსი. ჩვენ ხშირად გვაქვს სხვადასხვაობა ოპონენტებთან, ოპოზიციასთან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა შედგეს, გაუძლოს მრავალ მთავრობას, მრავალ მინისტრს და არ უნდა მოხდეს ამ გზიდან გადახვევა. სწორედ ეს იყო მთავარი მესიჯი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან – განათლების რეფორმა არ უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი ხელისუფლების ან ერთი ადამიანის ინიციატივად და მან უნდა გაუძლოს დროს”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


თეგები:
უმუშევრობა



ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული
access_time2019-11-13 20:51:02
ვე­ნე­ცი­ა­ში წყალ­დი­დო­ბაა - წყლის დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. ევ­რო­ნი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ სტი­ქია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. „ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გია, ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა,“ - და­წე­რა ლუ­ი­ჯი ბრუ­გა­ნომ „ტვი­ტერ­ზე“. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის დო­ნემ ორ­შა­ბა­თის­თვის 187 სმ-ს მი­აღ­წია, რაც სულ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა...

„საზოგადოების გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?

„საზოგადოების  გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?
access_time2019-11-13 21:30:36
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა.   მანამდე კი, რუსთაველზე საპროტესტო აქციებისა და 20 ივნისს დემონსტრანტების ძალისმიერი...

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა
access_time2019-11-13 18:40:00
საქართველოს პირველი არხის ანალიტიკურმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო მთვლელის alexa.com-ის, ასევე youtube.com-ისა და google analytics-ის მონაცემებს.ALEXA.COM არის გლობალური სარეიტინგო სისტემა, რომელიც ახდენს მსოფლიოში არსებული ვებგვერდების რანგირებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. იგი წარმოადგენს საიტების შედარებითი ანალიზის ინსტრუმენტს, რომელსაც...

გორში რე|ბანკის ფილიალი გაიხსნა

გორში რე|ბანკის ფილიალი  გაიხსნა
access_time2019-11-13 16:10:25
გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ. თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი ემსახურება მომხმარებლებს შემდეგ მისამართებზე: ომარ ხიზანიშვილის ქ. #15, ჯავახეთის ქ. #75 და პეკინის გამზ. #19, ასევე ბათუმში - ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53, ქუთაისში - აკაკი წერეთლის ქუჩა #5 და ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩა #54. რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად...

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება
access_time2019-11-13 16:25:34
2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს გაეზრდება შრომის ანაზღაურება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. პრეზენტაციის დროს მან ისაუბრა ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგებისთვის წელს დაწყებული პროგრამის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროგრამამ ასაკით პენსიონერ პედაგოგებს საშუალება მისცა ღირსეული ჯილდოს მიღებასთან ერთად დაეტოვებინათ სისტემა, ამავე დროს, გამოათავისუფლა საათები...


მსგავსი სიახლეები

up