პარადოქსული მაჩვენებელი - საქართველოში პანდემიის დროს 6 იახტა გაიყიდა

პარადოქსული მაჩვენებელი - საქართველოში პანდემიის დროს 6 იახტა გაიყიდა

access_time2020-06-18 16:00:36

 „საქართველოში  იახტების გაყიდვაში პარადოქსული მაჩვენებელი დაფიქსირდა, პანდემიის პერიოდში ქვეყანაში 6 იახტა გაიყიდა“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ იახტების მშენებელი უმსხვილესი კომპანია Azimut-Benetti Group-ის წარმომადგენელმა საქართველოში, Azimut Georgia-ს დირექტორმა გიორგი ჩიკვაიძემ განუცხადა.


იტალიური Azimut-Benetti Group-ი უკვე მეოთხე წელია მსოფლიოში ნომერ პირველი მეგა-იახტების მშენებელი კომპანიის სტატუსს ინარჩუნებს. საქართველოში Azimut-ის წარმომადგენლობა 2017 წლიდან ოპერირებს, შეთავაზებული იახტები კი მოიცავს ისეთ  მოდელებს, როგორებიცაა Flybridge, Atlantis, S-collection, Magellano, Grande.


საქართველოში იახტების მიმართულება და ინტერესი პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა. როგორც Azimut Georgia-ში განმარტავენ, ქვეყანაში გაყიდული იახტების ფასი 45 000-დან მილიონ დოლარამდე მერყეობს.


„სამ თვეში ექვსი იახტის გაყიდვა საქართველოსთვის ძალიან ბევრია. პროდუქტების ფასები ბრენდების მიხედვით 45 000 დოლარიდან იწყება და  რამდენიმე მილიონამდე ადის.  ჩვენთან საშუალო ფასიანი მოდელები გაიყიდა.  უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი კანონმდებლობა ამ კუთხით, არის უნიკალური. საქართველოს გარეთ , ევროპის ტერიტორიაზე არსად ასეთი კანონმდებლობა არ არის, რომ საიახტო ბიზნესი თავისუფლდებოდეს საბაჟო გადასახადისგან, რაც თავისთავად გვაძლევს საშუალებას, რომ ისეთი ფასი შევთავაზოთ მომხმარებელს, როგორიც სხვაგან არ არის. ამ სისტემამ 20 წლით წინ წასწია საიახტო საქმიანობა ქვეყანაში.



ბოლო პერიოდში იახტების მიმართ  ინტერესი არანორმალურად დიდია. ადრე თუ ორ ან სამ თვეში ერთხელ ერთი შეხვედრა გვქონდა დაინტერესებულ ადამიანებთან, წელს ეს მაჩვენებელი გაზრდილია. რასაც ვუკავშირებ ამ ტენდენციას არის ის, რომ ადამიანებმა ვინც ევროპაში ნახეს, თუ რა მნიშვნელოვანია საზღვაო ქალაქებში საიახტე ინდუსტრიის არსი, მათაც გაუჩნდათ იგივე ინტერესი.  მეორეს მხრივ,  ვფიქრობ, რომ Covid19 -ის გამო საზღვრების ჩაკეტვამ განაპირობა ის, რომ ადამიანებს კომფორტის ადგილზე მოწყობა უნდათ.  


რატომღაც, საიახტო ბიზნესი ასოცირდება რამდენიმე მილიონიან შენაძენებთან. რეალურად კი, 45-100 000 დოლარად შეიძლება ისეთი იახტა შეიძინოთ ჩვენი რეგიონისთვის, როგორებიც მონაკოში გვინახავს.  იახტების მოვლის გასაადვილებლად კი გარკვეული ინფრასტრუქტურაც მზადდება,“- განმარტავს გიორგი ჩიკვაიძე.

 

მომავალი წლისთვის Azimut Georgia კადრების გადამზადებისთვის სერვის ცენტრის გახსნას გეგმავს, სადაც მოხდება კაპიტნების აკრედიტაცია, რადგან, როგორც კომპანიაში გამარტავენ, ახალგაზრდების მხრიდან ამ სფეროში დასაქმების მსურველი ძალიან ბევრია. 

 

Azimut-Benetti Group-ი  იახტინგის სექტორში უდიდესი კერძო ჯგუფია, რომელიც 40 წელიწადზე მეტია ოპერირებს და აწარმოებს პროდუქციას 6 გემთსაშენზე, მათ  წარმოებაში კი 40 ზე მეტი მოდელია.


კომპანიაში აქციების უდიდესი პაკეტის მფლობელი ბოლო 40 წელია კომპანიის დამფუძნებელი პაოლო ვიტელია. Azimut-Benetti Group-იის ისტორია კი 1969 წლიდან  იწყება, როცა პაოლო ვიტელიმ იახტების დაქირავებისა და ფრანგული სანაპიროების შესწავლის შემდეგ მეგობართან ერთად ტუნისში კომპანია დააარსა.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up