პარადოქსია, როდესაც შემოგვყავს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები და მაღალმხარჯველი ტურისტი გვინდა„

პარადოქსია, როდესაც შემოგვყავს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები და მაღალმხარჯველი ტურისტი გვინდა„

access_time2021-02-22 11:00:19

„ვავითარებთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ოპერირებას, ვავითარებთ დაბალბიუჯეტიან აეროპორტს და მოლოდინი გვაქვს მაღალმხარჯველ ტურისტებზე.- ეს სერიოზული აცდენაა. ერთია რა გვინდა და მეორეა, რას ვაკეთებთ,“ - ქართული საავიაციო ბაზრის მომავალსა და ტურიზმის პოსტკოვიდურ პოტენციალზე „კომერსანტთან“ ავიაკომუნიკატორის დირექტორმა და ავიაციის სფეროში ექსპერტმა თამუნა თანდაშვილმა ისაუბრა.

საქართველომ 1 თებერვლიდან რეგულარული საერთაშორისო ფრენები განაახლა.    დაახლოებით ერთი კვირის წინ კი ცნობილი გახდა, რომ 2021 წელს ავიაკომპანია Ryanair საქართველოში ფრენებს არ აღადგენს. რეგულარული ფრენების აღდგენის შემდეგ საქართველოს ავიაციის ბაზრისთვის ლოუქოსთერების მოზიდვა კვლავაც აქტუალურია, თუცა თამუნა თანდაშვილის თქმით, მთავრობის რიტორიკა იმაზე, რომ მაღალმხარჯველობითუნარიანი ტურისტი პრიორიტეტი უნდა იყოს, შესაძლებლობებს აცდენილია.

„განმეორებად ტურიზმზე გავაკეთებდი მეტ აქცენტს, ვიდრე მაღალმხარჯველზე, იმიტომ რომ მაღალ მხარჯველს მაღალი კლასის სერვისი უნდა დავახვედროთ. თუ გადავწყვიტეთ რომ ძვირადღირებული ტურიზმის ქვეყანა ვიყოთ, უნდა გვქონდეს ძვირადღირებული ინფრასტრუქტურა და კურორტების მოწყობის მაღალი კლასის პოლიტიკა. გომის მთაზე მაღალმხარჯველი ტურისტი რამდენად შეძლებს მაღალი კლასის სერვისის მიღებას? ჩვენ უფრო გამოცდილებაზე და შთაბეჭდილებებზე ორიენტირებული ქვეყანა ვართ. არ გამოვირჩევით განსაკუთრებული ატრაქციებით. მაგრამ აქცენტს ვაკეთებთ გასტრონომიული მიმართულებით, დაბალი ტარიფებით და 4 სეზონით - სწორედ ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. ავიაკომპანიისთვის კარგია ის, რომ ოთხივე სეზონზე შეუძლიათ მინიმუმ 40 პროცენტიანი  დატვირთულობის შენარჩუნება ჩვენთან,“ - განმარტავს თანდაშვილი.

ყველაფერს ისიც ართულებს, რომ ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნის ზუსტი ვადები არავინ იცის. ამის გამო რეგულარული ფრენების აღდგენა და ტურისტის მოლოდინი ავიაციის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაუგებარია.

„როდესაც რეგულაციები არის ასეთი მკაცრი და აქცენტი სტუმართმასპინძლობაზე გვაქვს, ძლაიან გაუჭირდება რომელიმე ავიაკომპანიას ტურისტული მიმართულებით გაუკეთოს საქართველოს შეთავაზება, გამომდინარე იქიდან, რომ დაკეტილია ჩვენი სარესტორნო სფეროს დახურული სივრცეები და 9 საათის შემდეგ კომენდანტის საათი გვაქვს. თუ გვინდა რომ ნაკადებმა დაიწყოს შემოდინება, უნდა მოვხსნათ 9 საათის შემდეგ შეზღუდვა. თქვენ რომ იყოთ ტურისტი წახვიდოდით ქვეყანაში, სადაც 9 საათის შემდეგ ლოქდაუნია?

 


ვხედავთ, რომ რამდენიმე ავიაკომანიამ უკვე დააანონსა რეისების აღდგენა. ჯერ იყო კვირაში ორი სიხშირით, ახლა ყატარის ავიახაზებიც აანონსებს. ეს დამოკიდებულია იმ რეგულაციებზე, რომლებიც სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს. მოლოდ ერთი მხარით ვერ დაიტვირთება ეს ბაზარი. წამგებიან რეისებს ავიაკომპანიები არ განახორციელებენ. მნიშვნელოვანია, რომ საავიაციო და ტურიზმის პოლიტიკა  იყოს თანხვედრაში, ანუ ძალიან კარგად უნდა განვსაზღვრო ჩვენს ქვეყანას როგორ ვაპოზიციონირეიაბთ , რა იქნება ჩვენი ნიშა. ამ მხრივ ჯერ კიდევ ძლიან ბევრი კითხვის ნიშანია. არ ვფიქრობ, რომ საქმიანი ტურიზმის მიმარულებით თურქეთთან კონკურენციის გაწევა გამოგვივა. ინვესტიციები იმ მიმართულებით უნდა ჩავდოთ, სადაც უტყუარად ვართ დარწმუნებული, რომ საავიაციო და ტურიზმის მიმართულება თანხვედრაში იქნება. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია აანონსებს ეკოტურიზმის, აგროტურიზმის მზარდ ტენდენციებს, მაგრამ ეს ქვეყნის პოტენციალზეა დამოკიდებული. ჩვენ კარგად უნდა შევაფასოთ რატომ ჩამოდის ჩვენთან ტურისტი. ბალნეოლოგიურ მიმართულებას გავუსმევდი ხაზს, ანუ ისეთ ნიშურ პროდუქტებზე გავაკეთებდი აქცენტს, რომლითაც მეზობელ ქვეყნებსაც ვუწევთ კონკურენციას,“ - განმარტავს ავიაციის ექსპერტი.


 თავდაპირველად, საქართველომ რეგულარული ფრენები ქვეყნიდან და ქვეყნის მიმართულებით 2020 წლის 21 მარტს შეაჩერა კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით. 2020 წლის აგვისტოში ხელისუფლებამ მიუნხენის, რიგის და პარიზის მიმართულებით ფრენები აღადგინა, ხოლო ნოემბერში ფრენები აღდგა ამსტერდამის, ვენის, ბერლინის და დოჰას მიმართულებით. ასევე ხორციელდებოდა ჩარტერული რეისები სტამბოლის, ათენის, ვარშავის, კიევის, მინსკის და თელ-ავივის მიმართულებით.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up