შიდა ტურიზმი გაიხსნა, მაგრამ კურორტებზე სიხალვათეა. სასტუმრო კაბადონის მფლობელის ლაშა პაპაშვილის ინფორმაციით, სიღნაღის ქუჩებში ტურისტების სიმრავლე არ არის თუმცა მისი 21 ნომრიანი სასტუმრო შევსებულია.
სასტუმროს სავიზიტო ბარათი მისი ადგილმდებარეობაა: შენობის ტერასებიდან და აივნებიდან ალაზნის ველის და კავკასიონის მთების ულამაზესი პანორამა იშლება. პაპაშვილის თქმით, ივლისისთვის ჩეხი და პოლონელ ტურისტები ჩამოსასვლელად ემზადებიან. ისინი covid ტესტირების ცნობას წარმოადგენენ.
კაბადონს 1 ივნისს გახსნილ სხვა ტურისტულ ობიექტებთან ერთად ევალება სტუმრის თერმოსკრინინგი, ეკიპირება, მათი დისტანცირება, ასევე პერსანალის დისტანცირებით მუშაობა, უკონტაქტო ანგარიშსწორება, ტერმინალის მეშვეობით.
1 ივნისიდან გახსნილია დაცული ტერიტორიებიც. სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ობიექტები აღჭურვილია პრევენციისთვის გათვალისწინებული საშუალებებით. სააგენტო ვიზიტორებს რეგულაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.