ანხელ სოლერ დანიელის ფონდმა, რომელიც სამედიცინო და სანიტარული აღჭურვილობის შეძენას აფინანსებს, პეპ გვარდიოლასგან ერთი მილიონი ევროს შემოწირულობა მიიღო.
თავის მხრივ ლიონელ მესიმ ერთი მილიონი ევრო ბარსელონაში მდებარე საავადმყოფოს, Hospital Clinic-ს და არგენტინაში მდებარე საავადმყოფოს გადასცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge